„ლორადოს“ ქამა სოკოს კონსერვი
2017 წლის 19 ოქტომბერს მომხმარებელმა დაფარული კომენტარი გამოგვიგზავნა ფეისბუქის გვერდზე და გვთხოვა გლდანში, მაღაზია „ვაუში“გასაყიდი „ლორადოს“ ქამა სოკოს კონსერვის შემოწმება.
საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 23 ოქტომბერს მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზიაში შევიძინეთ 10.01.2017 თარიღში გამოშვებული სოკოს კონსერვი და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში ანალიზისათვის.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტის ორგანოლეპტიკური მახასიათებლები (ფერი, სუნი, კონსისტენცია და მარინადის მდგომარეობა) ნორმაშია და შეესაბამება ამ პროდუქტისთვის დამახასიათებელ პარამეტრებს.
31.10.2017
ბოლო კომენტარები
გამარჯობა,მჭირდება თქვენი რჩევა და შეიძლება დახმარება.19 მარტს შევიძინე უთო მეტრომარტში და პ ...
დიდ ბოდიშს გიხდით, რომ დროულად ვერ გიპასუხეთ კითხვაზე. ძირითადად, ჩვენი ფეისბუქგვერდის მეშვე ...
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია