საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებების შემოწმება
თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 40 დასახელების საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებები და გავაგზავნეთ გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ „ევროფინსის“ საფრანგეთის ფილიალის შუამავლობით ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობაზე შესამოწმებლად. ნიმუშები შემოწმდა ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად.
15 ნიმუშში ფორმალდეჰიდი, 18 ნიმუშში ბორი, ხოლო 2 ნიმუშში ტყვია აღმოჩნდა (დეტალური ინფორმაციისათვის იხ. ლაბორატორიის დასკვნა და ქვემოთა სია).
ნიმუშების სახეობები და შესამოწმებელი პარამეტრები შეირჩა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის, ესენი იყო: ტექსტილისა და ჭურჭლის სარეცხი ფხვნილები და სითხეები, ზედაპირების საწმენდები და აეროზოლები.
ევროკავშირში მომხმარებელთა ჯანმრთელობის დასაცავად საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებებში ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობა დასაშვებია მხოლოდ გარკვეული ოდენობის ფარგლებში. ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშებში, ეს ნივთიერებები დაშვებულ ნორმებს არ აჭარბებდა.
ამასთან ერთად, ფორმალდეჰიდის, როგორც კონსერვანტის გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია. გამონაკლისს წარმოადგენს პროდუქციაში ამ ნივთიერების ნაშთების არსებობა, როცა ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია და ეს შემცველობა ჯანმრთელობისათვის საზიანო არ არის. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.
ვინაიდან საქართველოში საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებების (ისევე როგორც სამომხმარებლო პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობის) უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ ტექნიკურად რამდენად გარდაუვალი იყო და უვნებელია ფორმალდეჰიდის შემცველობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშებში.
ფორმალდეჰიდი ნივთიერებაა, რომელსაც თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოყოფს და მას ბევრი სამომხმარებლო პროდუქტი შეიცავს. იგი ბუნებრივი კონსერვანტია. ამიტომაც, ყოველთვის არ არის შესაძლებელი სამომხმარებლო ნაწარმში მისი შემცველობის თავიდან აცილება.
ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება.
ფორმალდეჰიდი შემდეგი სახელწოდებებითაც იწოდება: formalin, morbicid acid, methylene oxide, methylaldehyde და methylene glycol.
მოცემული კვლევა კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ აუცილებელია ქვეყანაში ყველა სახის სამომხმარებლო ნაწარმის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის დანერგვა.
შემოწმებული ნიმუშების სია იხილეთ ქვემოთ:
პროდუქტის დასახელება: სარეცხი ფხვნილი "პერსილი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ჰენკელ რუსი"/რუსეთი
წარმოების თარიღი: 18.11.19
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი
პროდუქტის დასახელება: სარეცხი ფხვნილი "ბიმაქსი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "ნეფის კოსმეტიკსი"/რუსეთი
წარმოების თარიღი: 20.09.19
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი
პროდუქტის დასახელება: სარეცხი ფხვნილი "არიელი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: "პროქტერი&გემბელი"/თურქეთი
წარმოების თარიღი: 29.11.19
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი
პროდუქტის დასახელება: სარეცხი ფხვნილი "ტაიდი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: "პროქტერი&გემბელი"/თურქეთი
წარმოების თარიღი: 12.12.19
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ტყვია, ბორი და ფორმალდეჰიდი
პროდუქტის დასახელება: სარეცხი ფხვნილი "სავექსი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ფიკოსოტა"/ბულგარეთი
წარმოების თარიღი: 27.11.19
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი და ფორმალდეჰიდი
პროდუქტის დასახელება: სარეცხი ფხვნილი "ლოსკი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ჰენკელ რუს"/რუსეთი
წარმოების თარიღი: 04.10.19
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი
პროდუქტის დასახელება: თხევადი სარეცხი ფხვნილი "პერვული"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ჰენკელ რუსი"/რუსეთი
წარმოების თარიღი: 13.12.19
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი
პროდუქტის დასახელება: მათეთრებელი "ბოსი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "აისტი"/რუსეთი
წარმოების თარიღი: 21.07.07
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ფორმალდეჰიდი
პროდუქტის დასახელება: მათეთრებელი "ალ აფრა"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: "ბლეხერ შავაფ გრუპი"/სირია
წარმოების თარიღი: 8.26.09
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი
პროდუქტის დასახელება: მათეთრებელი "ეურეკა"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "ევრიკა ელასი"/საბერძნეთი
წარმოების თარიღი: 27.08.19
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი და ფორმალდეჰიდი
პროდუქტის დასახელება: თხევადი სარეცხი ფხვნილი "ლასკა"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "ჰენკელ რუს"/რუსეთი
წარმოების თარიღი: 11.07.19
შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი "ფიქს ფრაიზი" (ახმეტელის მეტროს მ/ტ), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი
პროდუქტის დასახელება: თეთრეულის კონდიციონერი "პუარი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "გრინფილდ რუსი"/რუსეთი
წარმოების თარიღი: 11.12.18
შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი "ფიქს ფრაიზი" (ახმეტელის მეტროს მ/ტ), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი
პროდუქტის დასახელება: ქსოვილის დამარბილებელი "სემანა"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "ფიკოსოტა"/ბულგარეთი
წარმოების თარიღი: 20.12.18
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ფორმალდეჰიდი
პროდუქტის დასახელება: თეთრეულის დამარბილებელი "ლენორი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "პროქტერი&გემბელ ნოვომოსკოვსკი"/რუსეთი
წარმოების თარიღი: 11.11.19
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ფორმალდეჰიდი
პროდუქტის დასახელება: თეთრეულის კონდიციონერი "ვერნელი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ჰენკელ რუსი"/რუსეთი
წარმოების თარიღი: 25.11.19
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ფორმალდეჰიდი
პროდუქტის დასახელება: ქსოვილის დამარბილებელი "ფროში"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ერდალ-რექსი/გერმანია
პარტიის ნომერი: 190429
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა
პროდუქტის დასახელება: მათეთრებელი "პოდსნეჟნიკი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "დომ ბიტ ხიმი"/რუსეთი
წარმოების თარიღი: 12.09.19
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა
პროდუქტის დასახელება: ხალიჩების საწმენდი "ვანიში"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს რეკიტ ბენკიზერი/რუსეთი
წარმოების თარიღი: 27.03.18
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი და ფორმალდეჰიდი
პროდუქტის დასახელება: მაცივრის საწმენდი "დოქტორ ბეკმანი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: დელტა პრონატურა/გერმანია
წარმოების თარიღი: 11.07.19
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა
პროდუქტის დასახელება: იატაკის საწმენდი "ჩისტინი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "სტუპინსკის ქიმიური ქარხანა"/რუსეთი
წარმოების თარიღი: 07.12.19
შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი "ფიქს ფრაიზი" (ახმეტელის მეტროს მ/ტ), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ფორმალდეჰიდი
პროდუქტის დასახელება: შუშის საწმენდი "ეკო პლანეტი"
მწარმოებელი ფირმის კოდი/ქვეყანა: A-08812521/საფრანგეთი
წარმოების თარიღი: 19.03.15
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ფორმალდეჰიდი
პროდუქტის დასახელება: ჭურჭლის სარეცხი "პრილი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ჰენკელ რუსი"/რუსეთი
წარმოების თარიღი: 22.10.19
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა
პროდუქტის დასახელება: ჭურჭლის სარეცხი "ბიოლანი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ნეფის კოსმეტიკსი"/რუსეთი
წარმოების თარიღი: 09.11.19
შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი "ფიქს ფრაიზი" (ახმეტელის მეტროს მ/ტ), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ფორმალდეჰიდი
პროდუქტის დასახელება: ჭურჭლის სარეცხი "აოსი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "ნეფის კოსმეტიკსი"/რუსეთი
წარმოების თარიღი: 08.12.19
შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი "ფიქს ფრაიზი" (ახმეტელის მეტროს მ/ტ), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ტყვია და ფორმალდეჰიდი
პროდუქტის დასახელება: ჭურჭლის სარეცხი "Peaux Sensibles"
მწარმოებელი ფირმის კოდი/ქვეყანა: B-00432/ბელგია
წარმოების თარიღი: 22.01.19
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი
პროდუქტის დასახელება: ჭურჭლის სარეცხი "ფეირი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: პროქტერი&გემბელი/თურქეთი
წარმოების თარიღი: 02.01.20
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ფორმალდეჰიდი
პროდუქტის დასახელება: ჭურჭლის სარეცხი "ბიომიო"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ორგანიკ ფარმასიუტიკალზი"/რუსეთი
ვარგისიანობის თარიღი: 06.21
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი და ფორმალდეჰიდი
პროდუქტის დასახელება: მინის საწმენდი "ავე"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Pakshoo Chemical & Manufacturing Co./ირანი
წარმოების თარიღი: 01.01.20
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა
პროდუქტის დასახელება: შუშის საწმენდი "ქლინი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Henkel Central and Eastern Europe Operations GmbH/ავსტრია
წარმოების თარიღი: 06.03.17
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა
პროდუქტის დასახელება: იატაკის საწმენდი "მისტერ მუსკული"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "ეს-სი ჯონსონი"/უკრაინა
წარმოების თარიღი: 23.10.19
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი
პროდუქტის დასახელება: სამზარეულოს საწმენდი "ბიომიო"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "მეზოპლასტი"/რუსეთი
ვარგისიანობის თარიღი: 04.22
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი და ფორმალდეჰიდი
პროდუქტის დასახელება: ავეჯის საწმენდი "პრონტო"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "ეს-სი ჯონსონი"/უკრაინა
წარმოების თარიღი: 21.08.19
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა
პროდუქტის დასახელება: ზედაპირების საწმენდი "სიფ კრემი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "უნილევერ რუსი"/რუსეთი
წარმოების თარიღი: 29.09.19
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი
პროდუქტის დასახელება: ქურების საწმენდი "ჰოუმსტარი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "გრინფილდ რუსი"/რუსეთი
წარმოების თარიღი: 17.12.19
შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი "ფიქს ფრაიზი" (ახმეტელის მეტროს მ/ტ), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა
პროდუქტის დასახელება: სამზარეულოს საწმენდი "სანიტოლი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "გრინფილდ რუსი"/რუსეთი
წარმოების თარიღი: 22.11.19
შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი "ფიქს ფრაიზი" (ახმეტელის მეტროს მ/ტ), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა
პროდუქტის დასახელება: ქურის საწმენდი "სანიტარი ფორმულა"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "სტუპინსკის ქიმიური ქარხანა"/რუსეთი
წარმოების თარიღი: 21.11.19
შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი "ფიქს ფრაიზი" (ახმეტელის მეტროს მ/ტ), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა
პროდუქტის დასახელება: ჰაერის აეროზოლი "ჟარდინო"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "ალფატექფორმი"/რუსეთი
წარმოების თარიღი: 11.11.19
შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი "ფიქს ფრაიზი" (ახმეტელის მეტროს მ/ტ), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა
პროდუქტის დასახელება: ჰაერის აეროზოლი "გლეიდი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "აეროსტარ კონტრაქტი"/რუსეთი
წარმოების თარიღი: 28.12.18
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა
პროდუქტის დასახელება: ჰაერის აეროზოლი "კომპაქტ ბლუმი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: არსან ქემიკალი/თურქეთი
წარმოების თარიღი: 25.10.19
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა
პროდუქტის დასახელება: ჰაერის აეროზოლი "აირ ვიკი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: რეკიტ ბენკიზერი/დიდი ბრიტანეთი
წარმოების თარიღი: 24.04.19
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (ხიზანიშვილის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ბორი
ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.
26.08.2020
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია