თაფლის უვნებლობის კონტროლი საქართველოში
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) თაფლთან დაკავშირებული უვნებლობის საფრთხეებისა და სახელმწიფო კონტროლის საკითხებზე მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგმა მოიცვა თაფლის უვნებლობის კონტროლის არსებული მექანიზმები, ძირითადი სირთულეები და გამოწვევები.
მონიტორინგის ანგარიში იხილეთ შემდეგ ბმულზე.
მონიტორინგი ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA), „საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში. CAPCA-ს თანადამფინანსებელია ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ (გერმანია). პროექტი ხორციელდება კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი) და მისი ორი თანაპარტნიორი ორგანიზაციის: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაციის მიერ.
24.03.2025
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია