თაფლის შემოწმება ანტიბიოტიკების შემცველობაზე

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივის ფარგლებში, ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა საქართველოს 15 მუნიციპალიტეტში თაფლის ნიმუშები შეიძინეს და ლაბორატორიას ჩააბარეს. ნიმუშები შემოწმდა 9 გავრცელებული ანტიბიოტიკის შემცველობაზე (ქლორამფენიკოლი (იგივე ლევომიცეტინი) და ნიტროიმიდაზოლების ჯგუფის პრეპარატები). 2-ჰიდროქსილ დიმეტრიდაზოლი (HMMNI), 2- ჰიდროქსილ იპრონიდაზოლი (IPZ-OH), მეტრონიდაზოლი (MNZ), 2-ჰიდროქსილ მეტრონიდაზოლი (MNZ-OH), რონიდაზოლი (RNZ), დიმეტრიდაზოლი (DMZ), იპრონიდაზოლი (IPZ) და ტინიდაზოლი (TNZ).)

საქართველოს კანონმდებლობით, ასობით ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა რეგლამენტირებული, მათ შორის, ანტიბიოტიკები. ქლორამფენიკოლი და ნიტროიმიდაზოლების ჯგუფში შემავალი პრეპარატების ნაწილის შემცველობა სურსათში საერთოდ აკრძალულია, ესენია მეტრონიდაზოლი (MNZ), რონიდაზოლი (RNZ), დიმეტრიდაზოლი (DMZ). დანარჩენები კი საერთოდ არაა რეგლამენტირებული.

კვლევები ჩატარდა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში.

სულ 36 ნიმუში შემოწმდა, 20 - არაეტიკეტირებული, ხოლო 16 - ეტიკეტირებული. 18 ნიმუში ქლორამფენიკოლის შემცველობაზე შემოწმდა, ხოლო 18 ნიმუში - ნიტროიმიდაზოლების ჯგუფის პრეპარატებზე.

ანტიბიოტიკების შემცველობა არც ერთ ნიმუშში არ აღმოჩნდა.

ანტიბიოტიკები სამკურნალო საშუალებებია, თუმცა, მათ სხვადასხვა უკუჩვენებაც გააჩნიათ და ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულებები შეიძლება გამოიწვიონ. გარდა ამისა, ანტიბიოტიკებისა და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატების სისტემატური მოხმარების შედეგად, ადამიანის ორგანიზმი მათ ეჩვევა. კრიტიკულ სიტუაციებში, როცა ისინი აუცილებელია დაავადებების სამკურნალოდ და სიცოცხლის გადასარჩენადაც კი, ამ პრეპარატებს უკვე შედეგი აღარ მოაქვს. ამ მოვლენას ანტიმიკრობულ რეზისტენტულობას უწოდებენ.

ანტიბიოტიკები არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ცხოველებისა და ფუტკრების სამკურნალოდ და დაავადებების პრევენციისთვისაც გამოიყენება. ამ ნივთიერებების ნარჩენები თაფლში, კვერცხში, რძესა თუ ხორცში გადადის.  ასეთი სურსათის მოხმარების შედეგად კი ამ ნივთიერებებს  უკვე ადამიანიც იღებს.

ანტიბიოტიკებისა და მათ მიერ გამოწვეული საფრთხეების შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ სტატიის ბოლოს.

სასიხარულოა, რომ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ შემოწმებულ ნიმუშებში ანტიბიოტიკები არ აღმოჩნდა. აქვე აღსანიშნავია, რომ შემოწმებები არ ჩატარებულა თაფლის ყველა შესაძლო დამაბინძურებელზე.

შემოწმებები ჩატარდა ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, ასევე, ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მიერ  დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში.  პროექტს ახორციელებს კოალიცია, რომელშიც შედიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაცია.

ქვემოთ მოცემულია კვლევების შედეგები, მუნიციპალიტეტების მიხედვით: ნიტროიმიდაზოლების ჯგუფის პრეპარატების ნარჩენების კველევებზე გაცემული ოქმები 2024 წლის 20 მარტს ჩაასწორა ლაბორატორიამ, ვინაიდან ნორმის მაჩვენებელი არასწორად ეწერა.

თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები (ნიმუშები აიღო ასოციაციამ "სოციალური ქოლგა")

1.

პროდუქტის დასახელება: თაფლი მაისის, აკაციის

მწარმოებელი/ქვეყანა: ამხანაგობა "თაფლი სახლში", საქართველო

დამზადების თარიღი: 21.11.2023

შესყიდვის ადგილი: ახმეტა, რუსთაველის ქ., მაღაზია "მაგნიტი" (შპს "რითეილ ჯგუფი"), შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

______________________________________________________

2.

პროდუქტის დასახელება: თაფლი

მწარმოებელი/ქვეყანა: ფ.პ. ხვიჩა აივაზაშვილი, საქართველო

დამზადების თარიღი: 06.2023

შესყიდვის ადგილი: ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქისტაური, შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

_______________________________________________________

3.

პროდუქტის დასახელება: თაფლი

მწარმოებელი/ქვეყანა: ფ.პ. გიორგი ჯაშიაშვილი, საქართველო

დამზადების თარიღი: 08.2023

შესყიდვის ადგილი: ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. აწყური, შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

______________________________________________________

4.

პროდუქტის დასახელება: თაფლი ცაცხვის

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "მეფუტკრე", საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 16.08.2023 - 16.08.2031

შესყიდვის ადგილი: თელავი, ალაზნის გამზირი 77, მაღაზია "კარფური", შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი.

_______________________________________________________

ქუთაისისა და ხონის მუნიციპალიტეტები (ნიმუშები აიღო ორგანიზაციამ რეგიონული ინიციატივების  ცენტრი "ნათელი მომავალი")

5.

პროდუქტის დასახელება: თაფლი

მწარმოებელი/ქვეყანა: ფ.პ. გიორგი ლაკვეხელიანი, საქართველო

დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 05.2023/2 წელი

შესყიდვის ადგილი: ხონის მუნიციპალიტეტი, სოფ. პატარა ჯიხაიში, შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

__________________________________________________________

6.

პროდუქტის დასახელება: "სამეფო თაფლი", წაბლის

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "სამეფო თაფლი", საქართველო

დამზადების თარიღი: 14.12.2023

შესყიდვის ადგილი: ქუთაისი, შარტავას 2, მაღაზია "კარფური", შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

____________________________________________________

7.

პროდუქტის დასახელება: თაფლი

მწარმოებელი/ქვეყანა: ფ.პ. პაატა მაღლაკელიძე, საქართველო

დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 05.2023/2 წელი

შესყიდვის ადგილი: ხონი, სოლომონ II-ის 140, შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

_______________________________________________________

8.

პროდუქტის დასახელება: გაზაფხულის თაფლი, საგოზინაყე "AGRIAPI"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "აპი პროდაქშენი", საქართველო

დამზადების თარიღი: 01.12.2020

შესყიდვის ადგილი: ქუთაისი, თამარ მეფის 10, მაღაზია "ევროპროდუქტი", შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

_____________________________________________________________

ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები (ნიმუშები აიღო ორგანიზაციამ "მომხმარებელთა უფლებების ცენტრი")

9.

პროდუქტის დასახელება: თაფლი

მწარმოებელი/ქვეყანა: ფ.პ. გელა სოსელია, საქართველო

დამზადების თარიღი: 08.2023

შესყიდვის ადგილი: ბაღდათი, ტაბიძის ქ. 3, შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

_____________________________________________________________

10.

პროდუქტის დასახელება: თაფლი სახლში, ცაცხვისა და ალპური მინდვრის ყვავილების

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "თაფლი სახლში", საქართველო

დამზადების თარიღი: 10.10.2023

შესყიდვის ადგილი: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფ. დიმი, მაღაზია "ორი ნაბიჯი", შესყიდვის დოკუმენტაცია;

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

______________________________________________________

11.

პროდუქტის დასახელება: თაფლი "გაზაფხულის"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "მეფუტკრე", საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 19.04.2023 - 19.04.2031

შესყიდვის ადგილი: თერჯოლა, მაღაზია "ნიკორა", შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

____________________________________________________

12.

პროდუქტის დასახელება: თაფლი

მწარმოებელი/ქვეყანა: ფ.პ. გიორგი უკლება, საქართველო

დამზადების თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: ტყიბული, ტყვარჩელის ქ. 34, შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

_______________________________________________________

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი (ნიმუშები აიღო ორგანიზაციამ "ჩემი იმერეთი")

13.

პროდუქტის დასახელება: წაბლის თაფლი

მწარმოებელი/ქვეყანა: რ.კ. იმერეთის ნატურალური პროდუქტები, საქართველო

დამზადების თარიღი: 2023 წელი

შესყიდვის ადგილი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვარძია, ი.მ. ივანე ხიჯაკაძე, შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

_________________________________________________________________

14.

პროდუქტის დასახელება: თაფლი

მწარმოებელი/ქვეყანა: ი.მ. გიორგი ტაბატაძე, საქართველო

დამზადების თარიღი: 2023 წლის აგვისტო

შესყიდვის ადგილი: ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. 31, შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

___________________________________________________________

15.

პროდუქტის დასახელება: თაფლი

მწარმოებელი/ქვეყანა: ი.მ. ზვიად ორჯონიკიძე, საქართველო

დამზადების თარიღი: 2023 წელი

შესყიდვის ადგილი: ხარაგაული, 9 აპრილის ქ. 44, შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

___________________________________________________________

16.

პროდუქტის დასახელება: თაფლი

მწარმოებელი/ქვეყანა: ფ.პ. ზურაბ მაჭავარიანი, საქართველო

დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 02.06.2023 წელი/2 წელი

შესყიდვის ადგილი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბორი, შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

______________________________________________________________

ყვარლის მუნიციპალიტეტი (ნიმუშები აიღო საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციამ)

17.

პროდუქტის დასახელება: გაზაფხულის თაფლი "AGRIAPI"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "აპი პროდაქშენი", საქართველო

დამზადების თარიღი: 07.12.2021

შესყიდვის ადგილი: ყვარელი, ჭავჭავაძის 103, მაღაზია "ნიკორა", შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

______________________________________________________________

18.

პროდუქტის დასახელება: მადაგონის რჩეული, "თაფლი სურებიდან"

მწარმოებელი/ქვეყანა: ი.მ. ზურაბ ფერაძე, საქართველო

დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 20.09.2022 - 20.09.2024

შესყიდვის ადგილი: ყვარელი, ჭავჭავაძის 202, მაღაზია "მადაგონი", შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

_____________________________________________________________

19.

პროდუქტის დასახელება: თაფლი

გამყიდველი/ქვეყანა: ფ.პ. ნანა ტოჩილაშვილი, საქართველო

დამზადების თარიღი: 15.08.2023

შესყიდვის ადგილი: ყვარელი, ჭავჭავაძის 13, შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

_________________________________________________________________

20.

პროდუქტის დასახელება: თაფლი

მწარმოებელი/ქვეყანა: ფ.პ. ზურაბ მოლარიშვილი, საქართველო

დამზადების თარიღი: 25.08.2023

შესყიდვის ადგილი: ყვარელი, ჭავჭავაძის ქ. (გარე ვაჭრობა) შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

_________________________________________________________________________

სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები (ნიმუშები აიღო სათემო ორგანიზაციამ "ნუკრიანი")

21.

პროდუქტის დასახელება: თაფლი

მწარმოებელი/ქვეყანა: ფ.პ. ვინელი მაზიაშვილი, საქართველო

დამზადების თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნუკრიანი, შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

_________________________________________________________

22.

პროდუქტის დასახელება: თაფლი

მწარმოებელი/ქვეყანა: ფ.პ. ნელი ბახუტაშვილი, საქართველო

დამზადების თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, დაბა წნორის აგრარული ბაზარი, ფ.პ. ელენე ტაბატაძე, შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

______________________________________________________________

23.

პროდუქტის დასახელება: თაფლი "ცაცხვის"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს მეფუტკრე, საქართველო

დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 16.12.2022 - 16.12.2032

შესყიდვის ადგილი: დედოფლისწყარო, ჰერეთის ქ. 1, მაღაზია "სპარი", შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

_________________________________________________________________

24.

პროდუქტის დასახელება: ქართული მთის თაფლი, შერეული

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ჰობი", საქართველო

დამზადების თარიღი/ ვარგისიანობის ვადა: 28.03.2022 - 28.03.2025

შესყიდვის ადგილი: დედოფლისწყარო, პუშკინის ქ. 3-5, მაღაზია "ორი ნაბიჯი", შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

_________________________________________________________________

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი (ნიმუშები აიღო "გურიის მედიატორთა ასოციაციამ")

25.

პროდუქტის დასახელება: თაფლი აკაციის

მწარმოებელი/ქვეყანა: ი.მ. ნუკრი ცინცაძე, საქართველო

დამზადების თარიღი/"უმჯობესია გამოყენებულ იქნას" თარიღი: 22.12.2023 - 22.12.2025

შესყიდვის ადგილი: ოზურგეთი, ერისთავის ქ. 8,  შპს "პირველი სავაჭრო სახლი", შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

_____________________________________________________________

26.

პროდუქტის დასახელება: აკაციის თაფლი, აჭის დედათა მონასტერი

მწარმოებელი/ქვეყანა: აჭის დედათა მონასტერი, საქართველო

დამზადების თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: ოზურგეთი, ერისთავის ქ. 8, შპს "პირველი სავაჭრო სახლი", შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

______________________________________________________________

27.

პროდუქტის დასახელება: თაფლი

მწარმოებელი/ქვეყანა: ფ.პ. მარინა ღლონტი, საქართველო

დამზადების თარიღი: 2023 წლის მაისი

შესყიდვის ადგილი: ოზურგეთი, ოზურგეთის აგრარული ბაზარი, შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

___________________________________________________________________

28.

პროდუქტის დასახელება: თაფლი

მწარმოებელი/ქვეყანა: ფ.პ. ოლეგ ცეცხლაძე, საქართველო

დამზადების თარიღი: 2023 წლის მაისი

შესყიდვის ადგილი: ოზურგეთი, ოზურგეთის აგრარული ბაზარი, ფ/პ ნაზიბროლა ხურციძე, შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

________________________________________________________________________

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი (ნიმუშები აიღო ორგანიზაციამ "სასოფლო დარბაზი")

29.

პროდუქტის დასახელება: თაფლი სახლში, ცაცხვისა და ალპური მინდვრის ყვავილების

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "თაფლი სახლში", საქართველო

დამზადების თარიღი: 10.10.2023

შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთი, მაღაზია "დეილი", შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

______________________________________________________

30.

პროდუქტის დასახელება: თაფლი

მწარმოებელი/ქვეყანა: ფ.პ. თემურ ბისიეშვილი, საქართველო

დამზადების თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ. მაჩხვარეთი, შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

______________________________________________________

31.

პროდუქტის დასახელება: თაფლი

მწარმოებელი/ქვეყანა: ფ.პ. ვახტანგ წილოსანი, საქართველო

დამზადების თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ლაშისღელე, შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

______________________________________________________

32.

პროდუქტის დასახელება: წაბლის და ცაცხვის თაფლი "ბახმაროს თაფლი"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ბახმაროს თაფლი", საქართველო

დამზადების თარიღი: 21.05.2022

შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. 105 #579, მაღაზია "ნიკორა", შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

________________________________________________________________________

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი (ნიმუშები აიღო რაჭის სათემო ორგანიზაციამ)

33.

პროდუქტის დასახელება: გაზაფხულის თაფლი "AGRIAPI"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "აპი პროდაქშენი", საქართველო

დამზადების თარიღი: 09.09.2021

შესყიდვის ადგილი: ამბროლაური, კოსტავას 39, მაღაზია "ნიკორა", შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

__________________________________________________________

34.

პროდუქტის დასახელება: თაფლი

მწარმოებელი/ქვეყანა: ფ.პ. ერეკლე ჯანელიძე, საქართველო

დამზადების თარიღი: 2023 წელი

შესყიდვის ადგილი: ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. სადმელი, შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

___________________________________________________________

35.

პროდუქტის დასახელება: თაფლი

მწარმოებელი/ქვეყანა: ფ.პ. ირმა ერაძე, საქართველო

დამზადების თარიღი: 2023 წელი

შესყიდვის ადგილი: ამბროლაური, ბრატისლავა რაჭის ქ., ი.მ. ავთანდილ ბოჭორიშვილი, შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

_________________________________________________________

36.

პროდუქტის დასახელება: თაფლი

მწარმოებელი/ქვეყანა: ფ.პ. სოფიო რატიანი, საქართველო

დამზადების თარიღი: 2023 წელი

შესყიდვის ადგილი: ამბროლაური, ბარათაშვილის ქ., შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;

______________________________________________________________

ანტიბიოტიკების შესახებ

ანტიბიოტიკები და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატები თანამედროვე მედიცინის განუყოფელი ნაწილია. ისინი ორგანიზმში სხვადასხვა ინფექციების, ვირუსებისა და სხვა დაავადებების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. თუმცა, ამ ტიპის მედიკამენტებზე წლების მანძილზე მიმდინარე დაკვირვებებმა ცხადყო, რომ მათი მიღება არც თუ უსაფრთხოა. მათ სხვადასხვა უკუჩვენებაც გააჩნიათ და ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულებები შეიძლება გამოიწვიონ.

გარდა ამისა, ანტიბიოტიკებისა და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატების სისტემატური მოხმარების შედეგად, ადამიანის ორგანიზმი მათ ეჩვევა. კრიტიკულ სიტუაციებში, როცა ისინი აუცილებელია დაავადებების სამკურნალოდ და სიცოცხლის გადასარჩენადაც კი, ამ პრეპარატებს უკვე შედეგი აღარ მოაქვს. ამ მოვლენას ანტიმიკრობულ რეზისტენტულობას უწოდებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ანტიმიკრობული რეზისტენტულობა ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება და იგი თანამედროვე ჯანდაცვის წინაშე არსებულ ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემადაა მიჩნეული. მეტი ინფორმაციისათვის იხ. https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/antimicrobial-resistance და https://www.ecdc.europa.eu/en/antimicrobial-resistance.

ამიტომაც, რეკომენდებულია ანტიმიკრობული პრეპარატები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინიშნოს, როცა სხვა საშუალებებით პაციენტის განკურნება ვერ ხერხდება, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას დიდი საფრთხე ემუქრება. აქ დოზირებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებობს ძლიერმოქმედი და შედარებით სუსტი ანტიმიკრობული ნივთიერებები.

რა კავშირი აქვს ანტიბიოტიკებს თაფლთან?

ანტიბიოტიკები და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატები არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ცხოველებისა და ფუტკრების სამკურნალოდ და დაავადებების პრევენციისთვისაც გამოიყენება. ამ ნივთიერებების ნარჩენები თაფლში, კვერცხში, რძესა თუ ხორცში გადადის.  ასეთი სურსათის მოხმარების შედეგად კი ამ ნივთიერებებს  უკვე ადამიანიც იღებს.

ამიტომაც, ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენება მესაქონლეობაშიც (მათ შორის, მეფუტკრეობაშიც) მკაცრადაა შეზღუდული. კანონმდებლობითაა დადგენილი სხვადასხვა ნივთიერების მაქსიმალური ოდენობები, რომლებსაც ესა თუ ის სურსათი შეიძლება შეიცავდეს. ზოგიერთი ნივთირება კი საერთოდ აკრძალულია.

ამასთანავე, საქართველოში ჯერჯერობით არ არის რეგლამენტირებული ყველა იმ ანტიბიოტიკის გამოყენება, რომლებიც ევროკავშირში რეგულირდება.

საქართველოს მეურნეობებში, მათ შორის, მეფუტკრეობებში ანტიბიოტიკების არაჯეროვანი გამოყენება წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

ამავე დროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის მონაცემებით, უწყებას 2022 წელს ანტიბიოტიკების შემცველობაზე თაფლი საერთოდ არ შეუმოწმებია, ხოლო 2023 წელს 100 ნიმუში შეამოწმა და მხოლოდ ერთში გამოავლინა დარღვევა.

15.03.2024


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია