რძის ნაწარმის შემოწმება მცენარეული ცხიმის შემცველობაზე
საქართველოს კანონმდებლობით, პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით არის ჩანაცვლებული, არ წარმოადგენს რძის ნაწარმს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა 2023 წლის დეკემბერში, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 10 რძის პროდუქტი შეიძინა და ლაბორატორიას ჩააბარა, მცენარეული ცხიმის შემცველობაზე შესამოწმებლად. 10-დან 2 ნიმუშში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა.
შემოწმებული ნიმუშების სია იხილეთ ქვემოთ:
პროდუქტის დასახელება: რძე რჩეული სოფლის ნობათი 1,5%
მწარმოებელი/ქვეყანა: AZ FP CO LTD (შპს ვიმ-ბილ-დან საქართველოს დაკვეთით), აზერბაიჯანი
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 23.08.23 - 19.02.24 W20969
შესყიდვის ადგილი: კარფური, შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია, გლდანი IV მ/რ, თბილისი შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი;
________________________________________________________
პროდუქტის დასახელება: არაჟანი სანტე 12%
მწარმოებელი/ქვეყანა: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები, საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 17.11.23 - 12.12.23, P471A
შესყიდვის ადგილი: კარფური, შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია, გლდანი IV მ/რ, თბილისი შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი;
______________________________________________________________
პროდუქტის დასახელება: სულგუნი ლაზარა
მწარმოებელი/ქვეყანა: ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილი, ბოლნისის რ-ნი სოფ. რატევანი, საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 26.11.23 - 13.12.23
შესყიდვის ადგილი: კარფური, შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია, გლდანი IV მ/რ, თბილისი შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი
_________________________________________________
პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული, დიდგორი
მწარმოებელი/ქვეყანა: შპს შავნაბადა, საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 19.11.23-19.12.23
შესყიდვის ადგილი: კარფური, შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია, გლდანი IV მ/რ, თბილისი შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი
_________________________________________________
პროდუქტის დასახელება: მაწონი რძისამე 3,2%
მწარმოებელი/ქვეყანა: შპს ქართული რძის პროდუქტები, საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 30.11.23 - 20.12.23
შესყიდვის ადგილი: კარფური, შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია, გლდანი IV მ/რ, თბილისი შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი
_________________________________________________
პროდუქტის დასახელება: მაწონი მალკო 3,2%
მწარმოებელი/ქვეყანა: შპს რესპუბლიკა, საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 29.11.23 - 17.12.23, LOT 2B
შესყიდვის ადგილი: მაღაზია უნივერსამი, შპს მემო, მიქელაძის ქ. 9, თბილისი შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი
__________________________________________________
პროდუქტის დასახელება: ნაღების კარაქი შატილი 82%
მწარმოებელი/ქვეყანა: ი.მ. კახაბერ მექოშვილი, საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 22.11.23 - 20.01.24
შესყიდვის ადგილი: შპს ორი ნაბიჯი, დიღმის მასივის მე-4 კვ., კორპ. 5ა, ბ. 23, თბილისი შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი
__________________________________________________
პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული ასაწონი აგროჰაბი
მწარმოებელი/ქვეყანა: შპს აგროჰაბი, საქართველო
შეფუთვის/ვარგისიანობის თარიღი: 07.12.23- 12.12.23
შესყიდვის ადგილი: აგროჰაბი, მარშალ გელოვანის 22, თბილისი შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი
__________________________________________________________
პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული
მწარმოებელი/ქვეყანა: ფ.პ. ზურაბ გელაძე, საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -
შესყიდვის ადგილი: ი.მ. გიორგი უტიაშვილი, მე-4 კვ, მოსე გოგიბერიძის 5, თბილისი შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი
__________________________________________________
პროდუქტის დასახელება: ყველი სულგუნი
მწარმოებელი/ქვეყანა: რკ ქცია 2014, საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 27.11.2023 - XXX
შესყიდვის ადგილი: ი.მ. რამაზ ვაშაყმაძე, დიღმის მას., მე-5 კვ., თბილისი შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი
დარღვევების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს) და შესაბამის მეწარმეებს.
როგორც ზემოთაც აღინიშნა, ერთ-ერთი მეწარმე, რომლის ყველშიც მცენარეული ცხიმი გამოვლინდა არის ინდმეწარმე ნოდარ ლაზარეშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანიდან. აღსანიშნავია, რომ სეს-მა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანში ყველის მწარმოებელი ერთ-ერთი ინდმეწარმის ორ ნიმუშში მცენარეული ცხიმი 2021 წელსაც აღმოაჩინა. თუმცა, ბოლო წლების მანძილზე სეს მის მიერ შემოწმებული ინდმეწარმეების სახელწოდებებსა და პირად ნომრებს არ აქვეყნებს, პირადი მონაცემების დაცვის მომიზეზებით. ამიტომ მომხმარებლები მოკლებული ვართ საშუალებას გავიგოთ იგივე მეწარმის პროდუქციაში იყო თუ არა 2021 წელს აღნიშნული დარღვევა გამოვლენილი.
აკრძალვის მიუხედავად, წლების განმავლობაში, საქართველოში მცენარეული ცხიმების შერევით ფალსიფიცირებული რძის ნაწარმი იყიდება. შესაბამისად, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რძის ნაწარმის ნაცვლად, თავისდაუნებურად, სხვა პროდუქტს იძენს.
როგორც ცნობილია, მცენარეული ცხიმი ჩვეულებრივად გამოიყენება საკვებად და, როგორც ასეთი, საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა, ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვის ნორმალური განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის დაბალანსებულ კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რის ერთ-ერთ ნაწილსაც, მომხმარებლის არჩევანის მიხედვით, რძის ნაწარმიც წარმოადგენს.
გარდა ამისა, ადამიანი მატერიალურადაც ზარალდება, როდესაც რძისა და რძის ნაწარმის შესაბამის ფასს ფალსიფიცირებულ პროდუქციაში იხდის.
ამ პრობლემის საწინააღმდეგოდ საბრძოლველად, მიმდინარე წლის ოქტომბერში წამოვიწყეთ კამპანია რძის ნაწარმის შესამოწმებლად მოქალაქეთა შემოწირულობების შესაგროვებლად. კამპანიის შედეგად 932 ლარი შეგროვდა, რაც 13 ნიმუშის შესამოწმებლად იყო საკმარისი. ყველა შემომწირველს დიდი მადლობა ყურადღებისა და ნდობისათვის!
მოქალაქეთა შემოწირულობებს ჩვენმა ორგანიზაციამ საკუთარი თანხაც დაამატა, საერთო ჯამში 20 ნიმუში შევისყიდეთ და ჩავაბარეთ ლაბორატორიას. პირველ ეტაპზე 10 ნიმუშის შემოწმების შედეგებს ვაქვეყნებთ. დამატებითი 10 ნიმუში ჯერ კიდევ მოწმდება ლაბორატორიაში და მათი შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6814.
ეს სტატია მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
-----------
2024 წლის 18 იანვარს მივიღეთ სეს-ის პასუხი, რომლის თანახმადაც, ჩვენი მიმართვის საფუძველზე, სეს-მა 2023 წლის 26 დეკემბერს განახორციელა სახელმწიფო კონტროლი ი/მ „ნოდარ ლაზარეშვილთან“. ბიზნესოპერატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადგინდა, რომ ჩვენს მიერ შემოწმებული სულგუნის პარტია (დამზადების თარიღით 26.11.2023) ი/მ „ნოდარ ლაზარეშვილი“-ს მიერ წარმოებულ იქნა 377 კგ ოდენობით სხვადასხვა მომწოდებლისაგან მიღებული 3211 ლტ ნედლი რძისგან. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მომენტისათვის, აღნიშნული სულგუნის პარტია მთლიანად გაყიდული იყო. სეს-მა წარმოებაში არსებული 25.12.2023 დამზადებული სულგუნის ნიმუში დალუქა, რომელიც 2024 წლის 9 იანვარს მეწარმემ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მიიტანა, რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის მიზნით. ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმის მიხედვით, ყველში მცენარეული ცხიმი არ იქნა აღმოჩენილი.
ამავე დროს, სახელმწიფო კონტროლის დროს საწარმოში არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. ბიზნესოპერატორს მიეცა გონივრული ვადა მათ აღმოსაფხვრელად.
რაც შეეხება რკ ქცია 2014-ის სულგუნს, სეს-ის ინფორმაციით. აღნიშნული საწარმოს დირექტორმა 2023 წლის 31 ოქტომბრის წერილით მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საქმიანობის დროებით შეჩერების თაობაზე. ამიტომ, როგორც ჩანს, აღნიშნული საწარმო სეს-ს აღარ შეუმოწმებია. თუმცა, ქცია 2014-ის, ჩვენს მიერ შემოწმებული სულგუნი წარმოებული იყო 2023 წლის 27 ნოემბერს. შესაბამისად, საწარმო 2023 წლის ნოემბერში საქმიანობდა.
ჩვენთვის გაუგებარი დარჩა, ჩვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რატომ არ ჩატარდა საწარმოს სახელმწიფო კონტროლი. ამის თაობაზე, 2024 წლის 22 იანვარს წერილობით მივმართეთ სეს-ს და განმარტებას ველით.
-----------
2024 წლის 9 თებერვალს მივიღეთ სეს-ის მორიგი პასუხი, რომლის თანახმადაც სეს-ის თანამშრომლები 2023 წლის 26 დეკემბერს და 2024 წლის 31 იანვარს იმყოფებოდნენ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონში მდებარე ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოში „რკ ქცია 2014’’ (ს/კ 443119894). ორივე ვიზიტის დროს ბიზნესოპერატორი არ ფუნქციონირებდა, საწარმოში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები.
ასევე, 2024 წლის 31 იანვარს სეს-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრალოში ი/მ „გურამ ჯაყელი“-ს კუთვნილ რძის გადამამუშაველ საწარმოში, რომლის მფლობელი არის „რკ ქცია 2014“-ის დირექტორი გურამ ჯაყელი. სახელმწიფო კონტროლი ვერ განხორციელდა, რადგან ი/მ „გურამ ჯაყელი“ არ ახორციელებდა რძისა და რძის პროდუქტების წარმოება/გადამუშავებას. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორმა საქმიანობის დროებით შეჩერების შესახებ 2023 წლის 24 ნოემბერს მომართა სურსათის ეროვნული სააგენტოს.
19.12.2023
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია