რძესა და რძის ნაწარმთან დაკავშირებული უვნებლობის საფრთხეები და სახელმწიფო კონტროლი საქართველოში

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) რძესა და რძის ნაწარმთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული საფრთხეებისა და სახელმწიფო კონტროლის თაობაზე თვისებრივი კვლევა ჩაატარა. აქტივობა განხორციელდა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში.

კვლევამ მოიცვა რძისა და რძის ნაწარმის უვნებლობის კონტროლის არსებული მექანიზმები, ძირითადი სირთულეები და გამოწვევები, კერძოდ:

  • ვეტერინარების კადრები.
  • მეწარმეთა და მომხმარებელთა ცნობიერება.
  • სურსათის ლაბორატორიების შესაძლებლობები.
  • სახელმწიფო კონტროლის მასშტაბები და მასთან დაკავშირებული პრობლემები.

კვლევის პროცესში, მოცემულ თემასთან დაკავშირებით, მოხდა არსებული ოფიციალური დოკუმენტაციისა და ანგარიშების შესწავლა, ასევე, ჩაღრმავებული ინტერვიუები შედგა საკითხში გათვითცნობიერებული სხვადასხვა სექტორის 16 წარმომადგენელთან (სახელმწიფო სტრუქტურები, ბიზნესასოციაციები, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ექსპერტები).

 გარდა ამისა, განხორციელდა შემდეგი საველე დაკვირვებები:

  • სავაჭრო ქსელში აღებული ყველის 42 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა მიკრობიოლოგიურ პარამატრებზე.
  • რძითა და რძის ნაწარმით მოვაჭრე 76 მაღაზიის მონიტორინგი.

კვლევის შედეგები სასარგებლო უნდა იყოს სურსათის უვნებლობის სფეროში მომუშავე სახელისუფლებო, დონორი, საერთაშორისო, არასამთავრობო, თუ კერძო ორგანიზაციებისათვის.

კვლევის ანგარიში იხილეთ შემდეგ ბმულზე.

კვლევის ფარგლებში ჩატარებული მაღაზიების მონიტორინგის ამსახველი მონაცემები იხილეთ შემდეგ ბმულზე.

14.12.2023


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია