სურსათის შემოწმება საღებავ „სუდანის“ შემცველობაზე
თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გავაგზავნეთ გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ ლატვიის ლაბორატორია BIOR-ის შუამავლობით სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად. 5 ნიმუშში საღებავი „სუდან 1“ აღმოჩნდა.
შემოწმდა საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა, კეტჩუპი.
სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი მათ მაინც იყენებს პროდუქტისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისათვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას.
ანალოგიური კვლევების შედეგები 2019 წლის აგვისტოში და 2020 წლის მარტშიც გამოვაქვეყნეთ. აღნიშნული კვლევებით, არასაკვები საღებავები 9 ნიმუშში აღმოჩნდა. იხილეთ ბმულები https://www.momxmarebeli.ge/articles/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98/6720?f=2, https://www.momxmarebeli.ge/articles/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98/6659?f=2 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) ჩვენს მიერ აგვისტოში გამოკვლეული სურსათის დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო. წითელი წიწაკის მიმწოდებლებთან სეს-მა ნიმუშები აიღო და ლაბორატორიულად გამოიკვლია, რის შედეგადაც 10-დან 9 ნიმუშში სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. აქედან 7 ნიმუში იმპორტირებული იყო, ხოლო 2-ის წარმომავლობა ვერ დადგინდა. სურსათის დაბინძურებული პარტიები გამოთხოვილ იქნა ბაზრიდან და მათი გაყიდვა აიკრძალა. ამავე დროს, საფრთხის შესამცირებლად, სეს-მა გამოსცა ბრძანება წითელი წიწაკის იმპორტის გამკაცრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე (განვითარებადი ქვეყნებიდან) წითელი წიწაკის (დაფქული, დამსხვრეული) იმპორტისას თითოეულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით. წინააღმდეგ შემთხვევაში სურსათის პარტია ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაიშვება. ბრძანება 2019 წლის 3 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში (დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული).
ჩვენი კვლევის 2020 წლის მარტის შედეგების გამოცხადების შემდეგაც სეს-მა მეწარმეებს ბაზრიდან ამოაღებინა დაბინძურებული სურსათის პარტიები და მათი რეალიზაცია აუკრძალა.
თუმცა, როგორც ვხედავთ, გატარებული ღონისძიებები არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოში სუდანით დაბინძურებული სურსათის გაყიდვის აღსაკვეთად. დარღვევების სრული გამორიცხვა შეუძლებელია. თუმცა, ჩვენი და სეს-ის მიერ განხორციელებული მცირე მასშტაბის კვლევების შედეგადაც კი, 1 წლის მანძილზე 23 ნიმუშში არასაკვები საღებავების აღმოჩენა (მათ შორის, ზოგიერთი მწარმოებლის პროდუქტში, განმეორებით) მეტად საყურადღებოა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სეს კვლავ ეცდება პროდუქტების დაბინძურების წყაროების მოკვლევას და სათანადო ზომებს გაატარებს პრობლემის დასაძლევად.
შემოწმებული ნიმუშების სია იხილეთ ქვემოთ:
პროდუქტის დასახელება: ცხარე საწებელი "ჯაკომო"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ "სულხან შონია"/საქართველო
წარმოების თარიღი: 15.01.20
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (აღმაშენებლის ხეივანი მე-16კმ), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: ტომატის კეტჩუპი "კალვე"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "უნილევერ რუს"/რუსეთი
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 15.04.20-10.01.21
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "ფრესკო" (ანჯაფარიძის 13), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: აჯიკა "აფხაზური, ეს"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ეს"/საქართველო
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 22.05.20-22.05.21
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "ფრესკო" (ანჯაფარიძის 13), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: "ხათოს აფხაზური აჯიკა"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ თამარ ყოლბაია/საქართველო
წარმოების თარიღი: 05.04.20
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: აჯიკა "ნენა"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "კახეთის ტრადიციული მეღვინეობა აგრო ჩოხატაური"/საქართველო
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 25.01.20-25.01.22
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: აჯიკა "ექსტრა კულა"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: გსქ "კულა"/საქართველო
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 12.11.19-12.11.21
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (აღმაშენებლის ხეივანი მე-16კმ), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: ტომატის პასტა 25% "ჩუმაკი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "ჩუმაკი"/უკრაინა
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 12.11.19-12.11.21
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (აღმაშენებლის ხეივანი მე-16კმ), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: ტომატის პასტა "ფინალი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "აზერსუნ კენდ ტესერუფატი მეჰსულარი"/აზერბაიჯანი
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 24.09.19-24.09.22
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (აღმაშენებლის ხეივანი მე-16კმ), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: ტომატის პასტა "ელდორადო"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "საქართველოს სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია"/საქართველო
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 11.05.20-10.05.22
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (აღმაშენებლის ხეივანი მე-16კმ), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: ტომატის პასტა "პომი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: კონსორციო კასალასკო დელ პომოდორო/იტალია
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 13.11.17-11.20
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური (აღმაშენებლის ხეივანი მე-16კმ), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: ტომატის კეტჩუპი "ჰეინცი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "პეტროპროდუქტ ოტრადნოე"/რუსეთი
წარმოების თარიღი: 01.03.20
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "ფრესკო" (ანჯაფარიძის 13), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: ტომატის კეტჩუპი "სტოევი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "სტოევ-კუბანსკი პროდუქტი"/რუსეთი
წარმოების თარიღი: 28.01.20
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "ფრესკო" (ანჯაფარიძის 13), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: "ტყემალის საწებელი კლასიკური"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ედენა"/საქართველო
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 05.12.19-05.12.21
შესყიდვის ადგილი: ჰიპემარკეტი "კარფური" (აღმაშენებლის ხეივანი მე-16კმ), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: დაფქული წიწაკა "კაპტენს"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ATH Yiotis SA/საბერძნეთი
წარმოების თარიღი: 13.01.20
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "ფრესკო" (ანჯაფარიძის 13), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: ტომატპასტა "სუპრემო"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში შპს ფუდსერვისი/იტალია
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 18.02.20-18.02.22
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "ფრესკო" (ანჯაფარიძის 13), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: ტომატპასტა "ჩვენი სუფრა"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს აზერსუნ კენდ ტესერუფატი მეჰსულარი/აზერბაიჯანი
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 01.10.19-01.10.22
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "ფრესკო" (ანჯაფარიძის 13), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: კეტჩუპი ცხარე "მადლი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ედენა"/საქართველო
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 04.12.19-04.12.21
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (აღმაშენებლის ხეივანი მე-16კმ), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: ტომატპასტა "ბარაქა"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს Zhangzhou Tan Co./ჩინეთი
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 11.11.19-10.11.21
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "ფრესკო" (ანჯაფარიძის 13), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: ტომატპასტა "სენიორ პომიდორი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "სტოევ-კუბანსკი პროდუქტი"/რუსეთი
წარმოების თარიღი: 27.01.20
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: დაჭრილი პომოდორო "რეგია"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: PAP Srl/იტალია
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 03.19-03.21
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: ტომატის პასტა "ბებო გენაცვალოს"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "ლუტსკფუდს"/უკრაინა
წარმოების თარიღი: 02.03.20
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: აჯიკა "არტფუდი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "არტაშატის საკონსერვო ქარხანა"/სომხეთი
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 12.11.19-12.11.21
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: ტომატპასტა "როსანა"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: "Giaguaro" S.p.a./იტალია
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 04.19-04.21
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: ცხარე საწებელი "GNP"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "GNP"/საქართველო
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 23.03.20-23.09.21
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: აჯიკის საწებელი "ლემა"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ. მანანა სურგულაძე/საქართველო
წარმოების თარიღი: 28.02.20-28.08.21
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: აჯიკა "ჯეო"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "ჯეო"/საქართველო
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 13.03.20-13.03.22
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: ტომატი "ედეკა"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Edeka Zentrale AG&Co.KG/გერმანია
ვარგისიანობის ვადა: 28.02.22
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: ტომატის საწებელი "სუპრემო"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ფუდსერვისი"/საქართველო
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 14.05.20-14.05.23
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: ტომატის საწებელი "სპაისელა"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: გსქ "კულა"/საქართველო
წარმოების თარიღი: 23.09.19
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: წითელი ტყემალი "მარნეული"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა"/საქართველო
წარმოების თარიღი: 02.07.19-02.07.21
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: ტომატპასტა "კინგტომი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Ege Assan Gida Sanavive Ticaret A.S./თურქეთი
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 05.20-05.23
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: ტომატპასტა "კიკნოსი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: საბერძნეთის საკონსერვო კომპანია/საბერძნეთი
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 20.03.20-31.03.22
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: აჯიკა "ქართული ნატურალური პროდუქტი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "GNP"/საქართველო
წარმოების თარიღი: 02.04.20-02.04.21
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: კეტჩუპი "ტომი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "ნესტლე"/გერმანია
წარმოების თარიღი: 08.20
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: წიწაკა "ცხარე BSG"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ინდივიდუალური საწარმო "ბლექ სი ჯორჯია"/საქართველო
წარმოების თარიღი: 03.04.20
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: მშრალი აჯიკა "აგროფაი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ. ნანა ფალიანი/საქართველო
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 01.07.19-01.06.21
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: კეტჩუპი "სლობოდა"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს EFCO/რუსეთი
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 16.02.20-13.08.20
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: კეტჩუპი "ცხარე, ტომასო"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს BF&OP/აზერბაიჯანი
წარმოების თარიღი: 09.02.20-09.02.21
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: კეტჩუპი "ტორჩინი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს ვოლინჰოლდინგი/უკრაინა
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 10.01.20-06.10.20
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: კეტჩუპი "3 ჟელანია"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს ევრაზიის სურსათის კორპორაცია/ყაზახეთი
წარმოების თარიღი: 16.02.20
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
პროდუქტის დასახელება: დაფქული ცხარე წითელი წიწაკა "ხომლი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ფარკონი"/საქართველო
წარმოების თარიღი: 21.03.19
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა
გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მეწარმეებთან (ი.მ "სულხან შონიას", შპს "შარმ ტრეიდინგს" , ი.მ "თამარ ყოლბაიას", შპს "ეს-ს", მაღაზიებს: "გუდვილი", "ფრესკოს" და "კარფურს").
ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.
09.07.2020
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია