საჩუქრები ხანდაზმულებს
2019 წელს ჩვენს მიერ განხორციელებული ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში სხვადასხვა ნაწარმი შევიძინეთ, რომლებიც ლაბორატორიულად შემოწმდა ზოგიერთ პარამეტრზე, ან მოხდა ეტიკეტების შესწავლა. ეს უკანასკნელი ნიმუშები, ასევე, ლაბორატორიულად შემოწმებული საქონლის სათადარიგო ნიმუშები, ჩვენს ორგანიზაციაში ინახებოდა. ეს იყო სურსათი, ტანსაცმელი, ტექსტილის სხვა ნაწარმი, ბიჟუტერია, პარფიუმერია-კოსმეტიკა. შესაბამისად ორგანიზიაციაში მრავლად დაგროვდა ისეთი პროდუქტები, რომლებშიც დარღვევები არ აღმოჩნდა.
გადავწყვიტეთ ეს პროდუქცია სოციალურად დაუცველთათვის გადაგვეცა. ამ მიზნით შევარჩიეთ თბილისის ხანაზმულთა პანსიონატი და 132 სხვადასხვა სამომხმარებლო ნაწარმი მათ ბინადრებს გავუგზავნეთ.
იმედია მოხუცებს ჩვენი საჩუქრები გაახარებთ.
პროდუქტები შეძენილ იქნა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) დაფინანსებული პროექტების ფარგლებში.
28.02.2020
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია