როგორ დაზარალდა მაგთი-ბარათის მომხმარებელი

მოკლე შინაარსი: ბანკის კლიენტი დაზარლდა იმის გამო, რომ ბანკის თანამშრომელმა მას ხელშეკრულების პირობები არასწორად გააცნო.

რას გვასწავლის ეს ისტორია: 

  • ბანკთან ხელშეკრულების დადებამდე მოითხოვეთ, რომ ბანკის მოხელემ დეტალურად აგიხსნათ ხელშეკრულების ყველა პირობა. მოითხოვეთ, რომ ზუსტად მიგითითონ ის ტექსტი, რომელზეც ეყრდნობა ეს განმარტებები. თუ ეს ტექსტი ხელშეკრულების ნაწილი არ არის, მოითხოვეთ, რომ ბანკმა იგი ხელმოწერილი და ბეჭედდასმული დამატების სახით მოგცეთ. 
  • თუ ბანკთან დასადები ხელშეკრულების რომელიმე პირობა თქვენთვის ბოლომდე გასაგები არ არის, ნუ მოაწერთ ხელშეკრულებას ხელს!
  • გაიკითხეთ იმ მომხმარებელთა აზრი, რომლებმაც ბანკის მსგავსი მომსახურებით უკვე ისარგებლეს. გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და სად შეიძლება მოტყუვდეთ. იყავით გონიერი მომხმარებელი. 

დეტალურად:

ეს ისტორია ამ საიტის ერთ-ერთ ადმინისტრატორს გადახდა: 

ლია მაგთის აბონენტი იყო. 2008 წელს ”საქართველოს ბანკმა” გამოუშვა პლასტიკური საკრედიტო ბარათები, ე.წ. "მაგთიბარათი", რომლის თავისებურება ის იყო, რომ კრედიტის ნაწილის გამოყენება მხოლოდ მაგთის სასაუბრო დროის დასაფარავად შეიძლებოდა. სამაგიეროდ, მაგთი ამ ბარათებს თავის სტაბილურ კლიენტებს უფასოდ აძლევდა.

ლიას რამოდენიმე თვე ურეკავდნენ საქართველოს ბანკიდან, საკრედიტო ბარათია თქვენთვის გაკეთებული და მოდით, წაიღეთო. ლიას ეს ბარათი დიდად არაფერში სჭირდებოდა, მაგრამ მოიხიბლა იმით, რომ მას ვიღაცამ რაღაც "აჩუქა", გაენთავისუფლა სამსახურიდან და მივიდა საქართველოს ბანკის ფილიალში ბარათის ასაღებად.

ოპერატორმა ლიას ბარათის მომსახურების პირობები აუხსნა, რამაც ლია დიდად არ მოხიბლა. განსაკუთრებით არ მოეწონა მაგთის სასაუბრო დროის ანაზღაურების შემოთავაზებული მეთოდი: აუცილებელი იყო ბანკში მისვლა და სალაროში გადახდა. ამდენი დრო სად მაქვსო, აღშფოთდა ლია. გაცილებით კომფორტულია სასაუბრო დროის ყიდვა "მონო-ბარათის" საშუალებით, რომელიც ყველა კუთხეში იყიდება. ლია დაარწმუნეს, რომ თუკი მაგთისადმი დავალიანება 50 ლარს არ გადააჭარბებდა, მას შეეძლებოდა ჩვეულებრივად გაეგრძელებინა მონო-ბარათების გამოყენება სასაუბრო დროის ფასის ასანაზღაურებლად და ბანკში მისვლა საერთოდ არ დასჭირდებოდა.

თუმცა ეს სრული სიმართლე არ აღმოჩნდა. როგორც შემდგომში გაირკვა, ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა იმ პირობებს, რაც ოპერატორმა ლიას აუხსნა. ამიტომ ბანკს ეს პირობა ნებისმიერ მომენტში შეეძლო დაერღვია. მაგრამ ლია ენდო ბანკის ოპერატორს და ხელშეკრულების პირობები დეტალურად არ წაიკითხა.

ბარათის არსებობის ვადის განმავლობაში ლია ცდილობდა, რომ დავალიანება მაგთისადმი 50 ლარს არ ასცდენოდა, რათა მის დასაფარავად ბანკში მისასვლელი არ გამხდარიყო. შესაბამისად, იგი დარწმუნებული იყო, რომ ბანკთან დავალიანება მას არ გააჩნდა.  თუმცა, როგორც გაირკვა, თუკი კლიენტს ბარათის ვადის გასვლისთვის აქვს რაიმე დავალიანება მაგთისადმი, მიუხედავად იმისა, აღემატება თუ არა იგი 50 ლარს, მისი დაფარვა მონო-ბარათებით უკვე შეუძლებელია და იგი საქართველოს ბანკის დავალიანებად იქცევა. ლიამ ეს ბუნებრივია არ იცოდა.

ბარათის ვადის გასვლიდან 20 დღეში ლიას ტელეფონზე დაიწყო მოსვლა გაუგებარი შინაარსის ესემესებმა2009 წელს საქართველოს ბანკიდან ლიას ტელეფონზე მოსული sms შეტყობინებები: 20 მარტს: saqartvelos banki: tqvens sakredito baratze minimaluri gadasaxadi sheadgens 1.00USD. gadaxdis bolo vadaa 30.03.2009. gmadlobt 20 აპრილს: saqartvelos banki: tqvens sakredito baratze minimaluri gadasaxadi sheadgens 11.96USD. gadaxdis bolo vadaa 30.04.2009. gmadlobt 2 მაისს: saqartvelos banki: tqveni sakredito barati daibloka gadaxdis vadis gadacilebis gamo. baratis gasaaqtiureblad, gtxovt daparot mimdinare gadasaxadi. gmadlobt 20 მაისს: saqartvelos banki: tqvens sakredito baratze minimaluri gadasaxadi sheadgens 22.82USD. gadaxdis bolo vadaa 30.05.2009. gmadlobt 21 მაისს: saqartvelos banki: tqveni sakredito barati daibloka gadaxdis vadis gadacilebis gamo. baratis gasaaqtiureblad, gtxovt daparot mimdinare gadasaxadi. gmadlobt 1 ივნისს: saqartvelos banki: tqvens sakredito baratze minimaluri gadasaxadi sheadgens 79.66USD. gadaxdis bolo vadaa 11.06.2009. gmadlobt 2 ივნისს: saqartvelos banki: tqveni sakredito barati gauqmda minimaluri gadasaxadis daparvis vadis 60 dgit gadacilebis gamo. gtxovt srulad dafarot davalianeba. gmadlobt  საქართველოს ბანკიდან: მას ატყობინებდნენ, რომ მინიმალური გადასახადი ბარათზე 1 დოლარი იყო, შემდეგ ესემესებში ეს თანხა თანდათან იზრდებოდა და 79,66 დოლარს მიაღწია. პარალელურად ატყობინებდნენ, თქვენი ბარათი დაიბლოკაო, ბოლოს _ გაუქმდაო (არადა ბარათი უკვე ისედაც გაუქმებული იყო _ ვადა გაუვიდა).  ლიამ რამოდენიმეჯერ დარეკა ბანკში რათა გაეგო, რას ნიშნავდა ეს გაუგებარი ესემესები. ტელეფონით განმარტებებზე მას უარი უთხრეს _ ბარათს ვადა გაუვიდა და სატელეფონო ინფორმაციას ვეღარ ვიძლევითო. ამავე დროს მასთან დაიწყო რეკვა ბანკის თანამშრომელმა, რომელიც ემუქრებოდა, სასწრაფოდ თუ არ გადაიხდი დავალიანებას, შავ სიაში შეგიტანო, თუმცა  საიდან წარმოიშვა ეს დავალიანება, ვერც მან განუმარტა.  განმარტებების მისაღებად ლიამ დაწერა წერილი ბანკის ხელმძღვანელობის სახელზე, სადაც ითხოვდა, გამაგებინეთ, რა ხდებაო.  წერილი ბანკში ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა ჩაიბარა (იხ. ასლი). დრო გადიოდა, პასუხი იგვიანებდა, ესემესებით და მუქარის ზარებით ლიას დატერორება კი გრძელდებოდა. ბოლოს, ბანკში მისვლის და ჩხუბის შემდეგ პასუხი მოვიდა. ბანკმა განუმარტა ლიას, რომ თურმე ბარათის არსებობის ბოლო დღის სასაუბრო დროის დავალიანება (10 დოლარი) ბანკის დავალიანებად იქცა. შემდეგ ამას პირგასამტეხლოები დაემატა და 80 დოლარამდე გაიზარდა. ლიამ ბანკის მხრიდან ასეთი მოპყრობა უსამართლობად ჩათვალა და მოთხოვნილი თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. მან ისიც კი იფიქრა, სასამართლოში ვუჩივლებ ბანკსო, მაგრამ ამისთვის ხომ ჯერ rec_id: 280 დაზარალებული უნდა გამხდარიყო?! სანამ უსამართლო თანხას არ გადაიხდიდა, დაზარალებული ვერ გახდებოდა. არადა, რომ გადაეხადა, ჩაითვლებოდა, რომ მან ბანკისადმი თავისი დავალიანება აღიარა”თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ... მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი”, ”საქართველოს სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 341, პუნქტი 2.  და ამიტომ ვეღარ იჩივლებდა. სხვა გზა არ იყო _ ლიამ გადაწყვიტა, დაველოდები, იქნებ თვითონ ბანკმა მიჩივლოს და მაშინ დავამტკიცებ ჩემს სიმართლესო.

ოქტომბრის ბოლოს ლიას ბანკიდან მოუვიდა ესემესი20 ოქტომბერს ლიას ტელეფონზე მისული ესემესების ტექსტებია:”saqartvelos banki: tqvens sakredito baratze minimaluri gadasaxadi sheadgens 30.00USD. gadaxdis bolo vadaa 30.10.2009. gmadlobt” აგრეთვე: ”saqartvelos banki: moxda tqveni Magti baratis restruqturizacia da 20 ricxvshi gadasaxdeli tanxa shemcirda 30 dolaramde. detalebistvis mimartet banks” , სადაც ატყობინებდნენ, რომ თქვენმა დავალიანებამ რესტრუქტურიზაცია განიცადა და 30 დოლარამდე შემცირდაო. ლიას მიაჩნდა, რომ არც ამ თანხის მოთხოვნა იყო სამართლიანი და ამიტომ კვლავ არ გადაიხადა იგი. ერთ თვეში მას ესემესით უკვე 60 დოლარის გადახდა მოსთხოვეს20 ნოემბერს ლიას ტელეფონზე მისული ესემესი: ”saqartvelos banki: tqvens sakredito baratze minimaluri gadasaxadi sheadgens 60.00USD. gadaxdis bolo vadaa 30.11.2009. gmadlobt” . ამ საიტის ადმინისტრატორების რჩევით ლიამ კვლავ წერილობით მიმართა ბანკს. წერილში მან დეტალურად ჩამოაყალიბა, თუ რატომ მიაჩნდა ბანკის მოთხოვნა უსამართლოდ. ბანკის პასუხი მოკლე და ცინიკური იყო _ ლიას მოსაზრებები მათ უბრალოდ არ აინტერესებდათ, დავალიანება კი 10 დოლარიდან უკვე 100 დოლარამდე იყო გაზრდილი.

ამავე პერიოდში დაიწყო ზარები ლიას სახლში, სადაც მის ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ, რომ თუ ლია მოთხოვნილ თანხას დროულად არ გადაიხდიდა, მათთან მოვიდოდა ბრიგადა, რომელიც ბინაში ნებისმიერ ნივთს აღწერდა და წაიღებდა. იმისთვის, რომ ზარალი კიდევ უფრო არ გაზრდილიყო, ლია იძულებული გახდა გადაეხადა მოთხოვნილი 100 დოლარი. 

14.11.2017


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია