პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის შემოწმება
თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 40 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმი და გავაგზავნეთ გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ „ევროფინსის“ საფრანგეთის ფილიალის შუამავლობით პარაბენების, ტყვიისა და დარიშხნის შემცველობაზე შესამოწმებლად. ნიმუშები შემოწმდა ევროკავშირში არსებული მოთხოვნების მიხედვით.
2 ნიმუშში მცირე ოდენობით ტყვია აღმოჩნდა (იხ. ნიმუშები N.30 და N.34 ქვემოთა სიაში), ხოლო 3 ნიმუშზე ეტიკეტირების წესები იყო დარღვეული - 2 ნიმუში შეიცავდა პარაბენებს (ნორმის ფარგლებში, იხ. ნიმუშები N.12 და N.25 ქვემოთა სიაში), მაგრამ ეს ეტიკეტზე არ იყო აღნიშნული; 1 ნიმუში კი, პირიქით, არ შეიცავდა პარაბენებს, მაგრამ ეტიკეტზე პარაბენები მითითებული იყო (იხ. ნიმუში N.22 ქვემოთა სიაში). 6 ნიმუშში შესამოწმებელი პარამეტრების ზუსტი ოდენობების განსასაზღვრად დამატებითი კვლევა გახდა საჭირო, რის შედეგებსაც მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ.
ნიმუშების სახეობებისა და ჩასატარებელი კვლევების შერჩევა მოხდა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის. ესენი იყო: შამპუნები, თხევადი საპნები, საცხები, მაკიაჟი, თმის საღებავები, და სხვა.
ევროკავშირში და მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში მომხმარებელთა ჯანმრთელობის დასაცავად პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში პარაბენების ნაწილის გამოყენება საერთოდ აკრძალულია, ნაწილი კი - ნორმირებული. ასევე, ამ ტიპის პროდუქციაში დაუშვებელია ტყვიისა და დარიშხნის არსებობა. თუმცა, ვინაიდან ეს ნივთიერებები ბუნებრივ გარემოში გვხდება, მათ შეიძლება შეიცავდეს პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის ნედლეული, ჭურჭელი, რომელშიც ეს პროდუქციაა განთავსებული, ან ისინი პროდუქციაში საწარმოო პროცესის დროს მოხვდეს. ამიტომ ევროკავშირში დაშვებულია ტყვიისა და დარიშხნის ნარჩენების არსებობა პარფუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში იმ შემთხვევებში, როცა ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.
საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტითაა განსაზღვრული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 16.08.2001-ს №307/ნ ბრძანება „პირის ღრუს ჰიგიენური საშუალებებისა და პარფიუმერიულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების, ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, რომელშიც ბოლო 18 წლის განმავლობაში ერთი ცვლილებაც კი არ შესულა და არ არის გათვალსიწინებული პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოებისადმი თანამედროვე მსოფლიოში არსებული მიდგომები. ამავე დროს, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუაში გაუქმდა. ამ პირობებში, რთული სათქმელია, რამდენადაა შესაძლებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობა. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ამ ბრძანების მიხედვითაც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმშში ტყვია იკრძალება. გარდა ძმარმჟავა ტყვიისა თმის საღებავებში, დანართი 2, I, პ. 289
ვინაიდან საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გარდაუვალი იყო მცირე ოდენობით ტყვიის შემცველობის არსებობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშებში.
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური პროდუქციის ლაბორატორიული კვლევა 2019 წლის ზაფხულშიც ჩავატარეთ, რის შედეგადაც 5 ნიმუშში ევროკავშირში აკრძალული პარაბენები, ხოლო 40 ნიმუშში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა იხ. https://www.momxmarebeli.ge/articles/212/6661, https://www.momxmarebeli.ge/articles/212/6667.
ბოლო კვლევა იმის მორიგ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ აუცილებელია ქვეყანაში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც უსაფრთხოების კონტროლს მიღმა არსებული სამომხმარებლო პროდუქციის უმეტესი ნაწილის სახელმწიფო კონტროლის დანერგვა.
შემოწმებული ნიმუშების სია იხილეთ ქვემოთ:
პროდუქტის დასახელება: შაპუნი "ქლეარი, ქერტლის საწინააღმდეგო"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "უნილევერ რუს"/რუსეთი
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "სუფთა სახლი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი: 09.03.2019
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: შამპუნი "ვოშ&გო"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "კონტერი"/იტალია
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "სუფთა სახლი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი: 13.06.2019
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: შამპუნი და ბალზამი "ჰედ&შოლდერსი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ეი.სი. დეტერგანტი ეს.ეი/რუმინეთი
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "სუფთა სახლი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 07.2019/07.2022
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: შამპუნი "ფრუიტსი, ქოქოსი&ლაიმი'
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ნატურეს ორგანიკსი/ავსტრალია
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "სუფთა სახლი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი: 26.10.2018
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: შამპუნი "შაუმა"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ჰენკელ რუს/რუსეთი
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "სუფთა სახლი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
ვარგისიანობის ვადა: 04.2022
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: "ბალეა, შამპუნი&ბალზამი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: დმ - დროგერიე მარქტ/გერმანია
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ქალთა ბედნიერება" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
ვარგისიანობის ვადა: 09.2020
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: შხაპის გელი "სვობოდა"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "სვობოდა"/რუსეთი
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "სუფთა სახლი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
ვარგისიანობის ვადა: 09.2022
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: შხაპის გელი "ოე როუზი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: უნიკოს პარიზი/საფრანგეთი
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "სუფთა სახლი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 08.10.2018/08.10.2021
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: შხაპის გელი "ლუქსი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: "უნილევერ ეგვიპტე"/ეგვიპტე
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "სუფთა სახლი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი: 16.05.2018
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: თხევადი საცხ-საპონი "ვესნა"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: პარფიუმერიულ-კოსმეტიკური კომპანია "ვესნა"/რუსეთი
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "სუფთა სახლი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი: 08.03.2019
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: ხელის თხევადი საპონი "ულტრა კომპაქტი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: არსან ქიმია სანი/თურქეთი
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "სუფთა სახლი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 09.10.2019/09.10.2022
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: თხევადი საპონი "თეო"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ფიკოსოტა"/ბულგარეთი
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "სუფთა სახლი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 12.04.2019/11.04.2021
ანალიზის შედეგი: ეტიკეტირების დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: ღამის საცხი "ლორეალი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "ლორეალი"/რუსეთი
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ქალთა ბედნიერება" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
ვარგისიანობის ვადა: 04.2022
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: მაკიაჟის საცხი "იმპალა ფაუნდეიშენი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: იმპალა კოსმეტიკსი/გერმანია
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ქალთა ბედნიერება" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
ვარგისიანობის ვადა: 06.2022
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: თმის კონდიციონერი "ნუტრიკაპი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ბიოლანი/საფრანგეთი
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ქალთა ბედნიერება" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: ---
პარტია: 2071VAA
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: შხაპის გელი "ავეო"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ვეულბიერ კოსმეტიკი/გერმანია
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ქალთა ბედნიერება" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: ---
პარტია: 41560384
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: ხელისა და ფრჩხილის საცხი "თენდერი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ჰეიმი"/გერმანია
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "მინისო" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 20.06.2018/20.06.2021
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხიf
პროდუქტის დასახელება: თმის საღებავი "ლონდა", N.32
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: პრესტიჟ მანუფაქთურინგ გერმანი/გერმანია
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "სუფთა სახლი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
ვარგისიანობის ვადა: 04.2022
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: შამპუნი "პანტენ პრო-ვი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: პ & გ ბლოისი/ საფრანგეთი
შესყიდვის ადგილი: აფთიაქი "ჯი-პი-სი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი: 09.2019
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: ხელის საცხი "ვანდინი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: მანნი & შროდერი/გერმანია
შესყიდვის ადგილი: აფთიაქი "ჯი-პი-სი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
ვარგისიანობის ვადა: 03.2020
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: შხაპის გელი "ფა"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ჰენკელ რუს/რუსეთი
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "სუფთა სახლი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
ვარგისიანობის ვადა: 04.2022
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: თმის საღებავი "რევლონი", N. 43
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: რევლონი/იტალია
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ქალთა ბედნიერება" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: ---
პარტია: L18526A
ანალიზის შედეგი: ეტიკეტირების დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: შხაპის საცხი-გელი კაკაოს ექსტრაქტით "პალმოლივი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ქოლგეითი-პალმოლივი/თურქეთი
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "სუფთა სახლი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი: 05.07.2019
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: შამპუნი ვალდაის თეთრ თიხაზე დამზადებული
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს ფიტოკოსმეტიკი/რუსეთი
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "სუფთა სახლი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 13.04.2019/04.2021
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: შხაპის გელი "ვიდალი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "კონტერ"/იტალია
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "სუფთა სახლი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: ---
პარტია: 16061 020299
ანალიზის შედეგი: ეტიკეტირების დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: აღმდგენი გელი "ამორ ბესოს ი სალ, ლაისევენ"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ბელოჩის ლაბორატორია/ესპანეთი
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ნავნე" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: ---
პარტია: 10115051
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: ტანის სპრეი ""ამორ ბესოს ი სალ, ლაისევენ"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ბელოჩის ლაბორატორია/ესპანეთი
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ნავნე" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: ---
პარტია: 10116112
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: შამპუნი "ნელლი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ბელოჩის ლაბორატორია/ესპანეთი
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ნავნე" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: ---
პარტია: 50013414
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: ტანის სპრეი "ფრეშ ფიილ"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ლაისევენ კოსმეტიკსი/ესპანეთი
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ნავნე" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 28.03.2018/28.03.2023
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: კრემ-დეოდორანტი "ინჯოი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ინჯოი&ჯოი"/საქართველო
შესყიდვის ადგილი: აფთიაქი "ჯი-პი-სი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 06.2022
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ტყვია ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი "ამალფი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ქუიმი რომარი/ესპანეთი
შესყიდვის ადგილი: შპს "ჰეფი" შესყიდვის დამდასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 07.06.2019/06.2022
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: შხაპის საცხი "თუდეი რძე & ქოქოსი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ოტტო კოსმეტიკი/გერმანია
შესყიდვის ადგილი: ი.მ. "დავით ტაბატაძე" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: ---
პარტია: 90118
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: ხელის საცხი "ოლივი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს&კო. კგ მაქსიმ მარკენპროდუქტე/გერმანია
შესყიდვის ადგილი: ი.მ. "დავით ტაბატაძე" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: ---
პარტია: 740312
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი
პროდუქტის დასახელება: ფრჩხილის ლაქი "გოლდენ როუზი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ერკულ კოზმეტიკ/თურქეთი
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "სუფთა სახლი" შესყიდვის დამდასტურებელი დოკუმენტი
გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 11.2019/11.2022
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ტყვია ანალიზის პასუხი
ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.
21.04.2020
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია