ბიჟუტერიის შემოწმება
თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 29 დასახელების სამკაული და გავაგზავნეთ აშშ-ის ლაბორატორიაში MSR Laboratories კადმიუმისა და ტყვიის შემცველობაზე შესამოწმებლად. 12 ნიმუში ჯანმრთელობისათვის საშიში აღმოჩნდა.
შემთხვევითი შერჩევით შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის.
საქართველოში ბიჟუტერიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მოთხოვნები არ არსებობს. ამიტომაც ნიმუშები ევროკავშირში მოქმედი ნორმების მიხედვით შემოწმდა.
კვლევის შედეგად, 12 ნიმუში არ შეესაბამება ევროკავშირში არსებულ მოთხოვნებს. ზოგიერთ მათგანში კადმიუმის ან ტყვიის შემცველობა რამდენიმე ათეულჯერ, ან ასეულჯერ აჭარბებს დაშვებულ ნორმებს, ხოლო ზოგიერთში იმდენად მაღალია, რომ ლაბორატორიის მოწყობილობამ ოდენობის ზუსტი გაზომვა ვერც კი შეძლო. ასეთი შედეგები ლაბორატორიის ოქმებში აღნიშნულია სიტყვით "Saturated"
ჩვენ სისტემატურად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ საქართველოში სამომხმარებლო პროდუქციის უმეტეს ნაწილზე უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი მრავალი წელია არ მოქმედებს. ამგვარად, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუცველია. მოცემული კვლევა კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად გადადგას ქმედითი ნაბიჯები.
კადმიუმი და ტყვია ორგანიზმში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს, მათ შორის, პროდუქციის მოხმარების დროს. ეს ლითონები გროვდება სხეულში და სხვადასხვა ორგანოების დაზიანებას იწვევს. კადმიუმი ხელს უწყობს სიმსივნის წარმოშობას, ფილტვების, თირკმელებისა და ძვლების დაზიანებას. ტყვია აზიანებს ტვინს, თირკმელებს, ღვიძლს, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციულ სისტემას.
შემოწმებული ნიმუშების სია იხილეთ ქვემოთ.
ლაბორატორიული შემოწმების ოქმები იხილეთ „ანალიზის პასუხ“-ში მოცემული ტექსტების ბმულების სახით.
დასახელება: ყელსაბამი "Swarovski"
მწარმოებელი ქვეყანა: -
შესყიდვის ადგილი: ი.მ. სოფიო ჯიქია, პეკინის 13
ანალიზის პასუხი: არ აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: საყურე Fashion Jewellery
მწარმოებელი ქვეყანა: -
შესყიდვის ადგილი: ი.მ. სერგო მაყაშვილი, წერეთლის 74
ანალიზის პასუხი: აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: სამაჯური Yan er mei
მწარმოებელი ქვეყანა: -
შესყიდვის ადგილი: ი.მ. სერგო მაყაშვილი, წერეთლის 74
ანალიზის პასუხი: აღმოჩნდა დარღვევა
მწარმოებელი ქვეყანა: -
შესყიდვის ადგილი: ი.მ. სერგო მაყაშვილი, წერეთლის 74
ანალიზის პასუხი: აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: საყურე Fashion
მწარმოებელი ქვეყანა: -
შესყიდვის ადგილი: ი.მ. სერგო მაყაშვილი, წერეთლის 74
ანალიზის პასუხი: აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: საყურე Fashion Jewelry
მწარმოებელი ქვეყანა: -
შესყიდვის ადგილი: ი.მ. სერგო მაყაშვილი, წერეთლის 74
ანალიზის პასუხი: არ აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: ყელსაბამი Baldi London
მწარმოებელი ქვეყანა: -
შესყიდვის ადგილი: შპს "BALDOSI", აღმაშენებლის 104
ანალიზის პასუხი: არ აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: საათი MEMA
მწარმოებელი ქვეყანა: -
შესყიდვის ადგილი: ი.მ. "ანუშ კაზაროვა", პეკინის 13
ანალიზის პასუხი: აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: სამაჯური Fashion Jewelry
მწარმოებელი ქვეყანა: -
შესყიდვის ადგილი: ი.მ. "ანუშ კაზაროვა", პეკინის 13
ანალიზის პასუხი: აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: ყელსაბამი Cabi jewelry
მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი
შესყიდვის ადგილი: შპს "ნავნე", წერეთლის 7
ანალიზის პასუხი: არ აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: სამაჯური Francesca's Collections
მწარმოებელი ქვეყანა: -
შესყიდვის ადგილი: შპს "ნავნე", წერეთლის 7
ანალიზის პასუხი: არ აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: სამაჯური Parfois
მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "პარფოისი", შპს აი სი არ ტრეიდი, გამსახურდიას გამზ. 23
ანალიზის პასუხი: არ აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: სამაჯური Mandarina Casual
მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "მანდარინა", შპს რითეილ ბიზნეს გრუპ, პეკინის 20
ანალიზის პასუხი: არ აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: საყურე Fashion Mrk
მწარმოებელი ქვეყანა: -
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ეიფელი", ი.მ. თამარი ნიკოლაძე, აღმაშენებლის 95
ანალიზის პასუხი: აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: სამაჯური Gini Bileklik
მწარმოებელი ქვეყანა: -
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ეიფელი", ი.მ. თამარი ნიკოლაძე, აღმაშენებლის 95
ანალიზის პასუხი: აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: სამაჯური Fashion Jewelry
მწარმოებელი ქვეყანა: -
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ეიფელი", ი.მ. თამარი ნიკოლაძე, აღმაშენებლის 95
ანალიზის პასუხი: აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: სამაჯური Fashion Jewellery
მწარმოებელი ქვეყანა: -
შესყიდვის ადგილი: შპს "ამბიანს", აღმაშენებლის 104
ანალიზის პასუხი: აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: ყელსაბამი Ece Boncar Accessories
მწარმოებელი ქვეყანა: -
შესყიდვის ადგილი: შპს "ამბიანს", აღმაშენებლის 104
ანალიზის პასუხი: არ აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: ყელსამაბი Stainless Steel
მწარმოებელი ქვეყანა: -
შესყიდვის ადგილი: შპს "ლილე 2016", აღმაშენებლის 104
ანალიზის პასუხი: არ აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: საყურე Fashion Jewelry
მწარმოებელი ქვეყანა: -
შესყიდვის ადგილი: შპს "ლილე 2016", აღმაშენებლის 104
ანალიზის პასუხი: არ აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: საყურე Ka Di Sha Jewelry
მწარმოებელი ქვეყანა: -
შესყიდვის ადგილი: შპს "ლილე 2016", აღმაშენებლის 104
ანალიზის პასუხი: აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: საყურე Shicaini, Fashion Jewelry
მწარმოებელი ქვეყანა: -
შესყიდვის ადგილი: შპს "ლილე 2016", აღმაშენებლის 104
ანალიზის პასუხი: არ აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: ყელსაბამი და საყურე Stainless Steel
მწარმოებელი ქვეყანა: -
შესყიდვის ადგილი: შპს ფ.დ. ჯგუფი, პეკინის 19
ანალიზის პასუხი: არ აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: საყურე Esmer Fashion jewelry&accessories
მწარმოებელი ქვეყანა: -
შესყიდვის ადგილი: შპს ფ.დ. ჯგუფი, პეკინის 19
ანალიზის პასუხი: არ აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: საყურე Tunan, Fashion Korean Design
მწარმოებელი ქვეყანა: -
შესყიდვის ადგილი: შპს ფ.დ. ჯგუფი, პეკინის 19
ანალიზის პასუხი: არ აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: ყელსაბამი H&M
მწარმოებელი ქვეყანა: ვიეტნამი
შესყიდვის ადგილი: მაღაზია ჰ&მ, რუსთაველის 2/4
ანალიზის პასუხი: არ აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: საყურე H&M
მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი
შესყიდვის ადგილი: მაღაზია ჰ&მ, რუსთაველის 2/4
ანალიზის პასუხი: არ აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: ყელსამაბი Koton
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "კოტონი", პეკინის 42
ანალიზის პასუხი: არ აღმოჩნდა დარღვევა
დასახელება: სამაჯური Dimond
მწარმოებელი ქვეყანა: -
შესყიდვის ადგილი: შპს "დაიმონდი" ახმეტელის მეტროს მ/ტ
ანალიზის პასუხი: აღმოჩნდა დარღვევა
გაიგზავნა წერილები შესაბამის მეწარმეებთან (იხილეთ ბმულები: ი.მ სერგო მაყაშვილს, ი.მ თამარ ნიკოლაძეს, ი.მ "ანუშ კაზაროვას", შპს "ლილეს, შპს "ამბიენსს", შპს "დაიმონდს"), ხელისუფლებასთან (იხილეთ ბმულები: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში) და სახალხო დამცველთან.
ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.
-------
როგორც ამ სტატიის ქვემოთ განთავსებული 4 დეკემბრის კომენტარიდან ჩანს, ი.მ. თამარ ნიკოლაძე (მაღაზია „ეიფელი“) გვაცნობებს, რომ არ იცოდა მის მაღაზიაში ნაყიდი სამკაულების მავნეობის შესახებ. ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული სამკაულები გაყიდვიდან ამოიღო და გაანადგურა.
-------
2020 წლის 16 იანვარს მივიღეთ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის წერილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მისამართით, რომლითაც კომიტეტის თავმჯდომარე სთხოვს სამინისტროს განიხილოს ჩვენს მიერ მიწოდებული წერილი ჯანმრთელობისათვის საშიში ბიჟუტერიის აღმოჩენის თაობაზე და პასუხი აცნობოს კომიტეტს.
-------
2020 წლის 21 იანვარს მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პასუხი. ამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://momx.design.ge/articles/other/6621
-------
კომენტარები ძველი საიტიდან იხილეთ ბმულზე /contentfiles/docs2/Bijuteria.jpg
-------
2020 წლის მაისში მივიღეთ სახალხო დამცველის აპარატის წერილი, რომლის მიხედვითაც ჩვენი მიმართვის საფუძველზე აპარატს „შეუსწავლია“ საქართველოში სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების საკითხი. აპარატს მიუმართავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსათვის. ამ უკანასკნელი უწყებიდან მიღებული ინფორმაციით, სამომხმარებლო პროდუქტებზე ზედამხედველობის პრიორიტეტების განსაზღვრისას, სქართველო ხელმძღვანელობს ასოცირების შეთანხმების 29-ე დანართით, რომელიც ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავდა და მასში არ არის გათვალისწინებული ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის ზედამხედველობა. წერილის თანახმად, აპარატი „მონიჭებული უფლებამოსილებისა და შესაბამისი ცოდნის/კომპეტენციის ნაკლებობის გამო, მოკლებულია შესაძლებლობას, თავად დაადგინოს, თუ რამდენად მაღალი რისკის შემცველია მითითებული პროდუქციის ზედამხედველობის გარეშე რეალიზება და რა სახის ზემოქმედება აქვს მას ადამიანის ჯანმრთელობაზე“.
03.12.2019
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია