პრემიუმის კლასის ბენზინების შემოწმება
შეგახსენებთ: ჩვენს მიერ საწვავის ხარისხის გაზომვა ნაწილობრივ მომხმარებლების შემოწირულობებით ფინანსდება.
შესამოწმებელი საწვავი მომხმარებლის შემდეგი საჩივრის მიხედვით ავირჩიეთ:
2015 წლის 30 აპრილს შესამოწმებლად შევიძინეთ "პრემიუმ" კლასის ბენზინი 5 სხვადასხვა სადისტრიბუციო ქსელიდან:
- "ვისოლი" (შევისყიდეთ თბილისში, დადიანის ქუჩაზე)
- "ლუკოილი" (შევისყიდეთ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე)
- "გალფი" (შევისყიდეთ თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე)
- "სოკარი" (შევისყიდეთ თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე)
- "რომპეტროლი"(შევისყიდეთ თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე)
ნიმუშები დაინომრა და ჩაბარდა ლაბორატორიას შესამოწმებლად. მიღებული პასუხები შეჯამებულია ცხრილში.
მაჩვენებელი | ერთეული |
ნორმა "გოსტი" | ვისოლი | ლუკოილი | გალფი | სოკარი | |||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სიმკვრივე 20ºC-ზე | გ/სმ³ | 0.7423 | 0.7454 | 0.7478 | 0.7433 | 0.7429 | |||
სიმკვრივე 15ºC-ზე | გ/სმ³ | 0.725-0.78 | 0.7465 | 0.7496 | 0.7520 | 0.7475 | 0.7471 | ||
ოქტანობა - კვლევითი | >95 | >95 | >95 | 96.6 | 96.5 | 96.3 | 96.5 | 96.3 | |
ოქტანობა - ძრავული | >85 | >85 | 85.3 | 85.3 | 85.2 | 85.3 | 85.2 | ||
ტყვია | გ/ლ | <0.005 | <0.005 | <0.005 | 0.0008 | 0.0007 | 0.0008 | 0.0006 | 0.0006 |
დუღილის დასაწყისი | ºC | >30 | 37 | 42 | 39 | 39 | 36 | ||
10%-ს გამოხდა | ºC | <75 | 51 | 61 | 54 | 54 | 49 | ||
50%-ის გამოხდა | ºC | <120 | 92 |
101 |
97 | 95 | 96 | ||
90%-ის გამოხდა | ºC | <180 | 156 | 171 | 167 | 164 | 164 | ||
დუღილის დასასრული | ºC | <215 | 192 | 206 | 205 | 202 | 200 | ||
მოცულობა, რომელიც გამოიხდება 70ºC-ზე | % | 22-50 | 31 | 19 | 24 | 30 | 32 | ||
მოცულობა, რომელიც გამოიხდება 100ºC-ზე | % | 46-71 | 56.5 | 49.5 | 53 | 54 | 53 | ||
მოცულობა, რომელიც გამოიხდება 150ºC-ზე | % | >75 | 87 | 82 | 84 | 85 | 86 | ||
ნარჩენი | % | <1.5 | 0.4 | 0.8 | 0.7 | 0.9 | 0.6 | ||
ნარჩენები და დანაკარგები | % | <4 | 2.4 | 2.8 | 3.2 | 2.9 | 3.1 | ||
ნაჯერი ორთქლის წნევა | კპა | <70დაშვებულია ცივი კლიმატისთვის (იხ. 98/70/EC დირექტივის I დანართის მე-5 სქოლიო). ყველა დანარჩენისთვის (ზაფხულის პერიოდისთვის) <60 | <60 | 66 | 55 | 56 | 60.6 | 62 | |
გოგირდი | პპმ | <50 | <10 | 8 | 8 | 5 | 4 | 4 | |
ფაქტიური ფისები | მგ/100სმ³ | <5 | 0.9 | 0.8 | 1.1 | 1 | 1.1 | ||
ბენზოლი | % | <3 | <1 | <3 | 0.78 | 0.86 | .88 | 0.93 | 0.98 |
არომატული ნაერთები | % | <42 | <35 | <42 | 30.4 | 27.2 | 30.3 | 27.8 | 33 |
ლაბორატორული პასუხების მიხედვით, ხუთივე სინჯი როგორც ქართულ, ასევე ევროპულიხ. 98/70/EC დირექტივის I დანართი მოქმედ მოთხოვნებს შეესაბამება. განსხვავება შემოწმებულ ბენზინების მახასიათებლებს შორის საკმაოდ უმნიშვნელოა და ვერ ხსნის იმ დაკვირვებას, რაც მომხმარებლის წერილშია აღნიშნული. საკითხის უკეთ გასარკვევად საჭიროა საწვავის ეფექტურობის სტენდური გამოცდა, რაც ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. შევეცდებით მომავალში მოვძებნოთ ლაბორატორია, რომელიც ამ მახასიათებელს შეგვიმოწმებს.
საწვავის შემდეგი შემოწმება განხორციელდება მოქალაქეთა შემოწირულობების დაგროვების მიხედვით.
11.05.2015
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია