საჩუქრები მოხუცებს

2020 წელს ჩვენს მიერ განხორციელებული ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში სხვადასხვა ნაწარმი შევიძინეთ, რომელიც ლაბორატორიულად შემოწმდა ზოგიერთ პარამეტრზე. საქონლის სათადარიგო ნიმუშები, ჩვენს ორგანიზაციაში ინახებოდა. ეს იყო სურსათი, ბიჟუტერია, კოსმეტიკა, პირადი და საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებები. შესაბამისად ორგანიზიაციაში მრავლად დაგროვდა ისეთი პროდუქტები, რომლებიც ჯანმრთელობისათვის მავნე არ აღმოჩნდა. სულ 141 ნიმუში.

2021 წლის 18 იანვარს ეს პროდუქცია თბილისის ხანაზმულთა პანსიონატს გადავეცით. 

იმედი გვაქვს ჩვენი ნობათი გაახარებს და გამოადგებათ პანსიონატის ბინადრებს.

პროდუქტები შეძენილ იქნა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.

21.01.2021


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია