ხორცის ათი ნიმუშის შემოწმება ტყვიის შემცველობაზე
2017 წლის ივლისში გამოვაქვეყნეთ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებშიც სააგენტომ 2013-2017 წლებში ტყვიის გადამეტებული ოდენობა აღმოაჩინა. როგორც ამ სიიდან ჩანს, უმეტესად, დაბინძურებული ადგილობრივი საქონლის ხორცი იყო. მავნე პროდუქტების შესახებ მოქალაქეებს დროულად არ გაგვაგებინეს და ვერც დაბინძურების წყაროები გამოავლინეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საქონლის ხორცი ტყვიის შემცველობაზე ჩვენც შეგვემოწმებინა, შედეგები გვეცნობებინა საზოგადოებისათვის, ხოლო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის სათანადო რეაგირება მოგვეთხოვა. შესაბამისად, თბილისის სხვადასხვა უბანში, ხალხმრავალ ადგილებში 10 ნიმუში ავიღეთ და ლაბორატორიას ჩავაბარეთ.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, შემოწმებულ ნიმუშებში გამოვლენილი ტყვიის ოდენობა დასაშვებ ნორმაზე - 0,1 მგ/კგ ნაკლებია. იხილეთ ნიმუშების სია:
ნიმუშის N |
პროდუქტის მონაცემები |
შეძენის ადგილი |
მიღებული შედეგი |
#1 |
გამყიდველი მალხაზ აღდგომელაშვილი ხორცის ბიზნესოპერატორი შპს „ინა“ |
ვაჟა-ფშაველას გამზირი N. 50 (მეტ. დელისის მ/ტ) |
<0,05მგ/კგ ნორმა 0,1 მგ/კგ |
#2 |
გამყიდველი ე. მახარობელიძე |
გლდანის ბაზარი |
<0,05მგ/კგ ნორმა 0,1 მგ/კგ |
#3 |
გამყიდველი ი.მ. თამარ სიხუაშვილი მიმწოდებელი გოჩა ლეკიაშვილი |
ცოტნე დადიანის გამზ. N. 34 |
<0,05მგ/კგ ნორმა 0,1 მგ/კგ |
#4 |
გამყიდველი ზაზა წერეთელი ხორცის ბიზნესოპერატორი „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტები“ |
ჩიტაიას 3, არდონის 2 |
<0,05მგ/კგ ნორმა 0,1 მგ/კგ |
#5 |
გამყიდველი დ. იორდანიშვილი |
„დეზერტირების“ ბაზარი |
<0,05მგ/კგ ნორმა 0,1 მგ/კგ |
#6 |
გამყიდველი გუდვილი ხორცის ბიზნესოპერატორი შპს „ციხისძირი 2014“ |
ჭავჭავაძის გამზ. N. 34 |
<0,05მგ/კგ ნორმა 0,1 მგ/კგ |
#7 |
გამყიდველი კარფური (შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“ ხორცის ბიზნესოპერატორი შპს „ციხისძირი 2014“ |
ვეკუას 3 |
<0,05მგ/კგ ნორმა 0,1 მგ/კგ |
#8 |
გამყიდველი შპს ფრესკო |
გორგასლის 61 |
<0,05მგ/კგ ნორმა 0,1 მგ/კგ |
#9 |
გამყიდველი ვ. ჯავაძე |
ნავთლუღის ბაზარი |
<0,05მგ/კგ ნორმა 0,1 მგ/კგ |
#10 |
გამყიდველი იური გიგოლაევი |
მეტრო ვარკეთილის მ/ტ ბაზარი |
<0,05მგ/კგ ნორმა 0,1 მგ/კგ |
შემოწმება კამპანიის „დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის“ ფარგლებში ჩატარდა. ამ კამპანიით მოქალაქეებს ვთხოვეთ მხარში ამოგვდგომოდნენ და შემოწირულობები გაეღოთ ხორცის შესამოწმებლად. ამ გზით ერთი თვის განმავლობაში 273.69 ლარი შეგროვდა, რომელიც ლაბორატორიაში გადაირიცხა. ეს თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი ანალიზების სრულად დასაფინანსებლად და დარჩენილი ნაწილის გადახდა დონორი ორგანიზაციის გრანტის მეშვეობით მოხდა.
კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ყველა ადამიანს, ვინც ჩვენდამი ნდობა და მხარდაჭერა გამოავლინა!
ჩვენი კვლევის დადებითი შედეგების მიუხედავად, ვთვლით, რომ ხორცის ტყვიით დაბინძურების პრობლემა მომავალშიც ყურადღებას საჭიროებს. ამიტომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ამ საკითხს კვლავაც მივადევნებთ თვალს.
14.12.2017
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია