სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
სურსათის 6 ნიმუშში აღმოჩნდა საღებავები, რომლებიც არასაკვები დანიშნულებისაა!
თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები და გავაგზავნეთ გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად. ქვემოთ გთხოვთ გაეცნოთ შემოწმების შედეგებს და არ მიირთვათ იმ პარტიის ნიმუშები, რომლებშიც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა!
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ტომატ-პასტა, სუპრემო, Food Commerce SRL.
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 01.03.18/01.03.20
შეძენის ადგილი: შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ტომატ პასტა, „როსანა“, Giaguaro S.p.A.
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 01.19/01.21
შეძენის ადგილი: შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ტომატ პასტა „ფინალი“, ooo Azersun Kend Tesserufati Mehsullary
მწარმოებელი ქვეყანა: აზერბაიჯანი
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 16.08.18/16.08.21
შეძენის ადგილი: შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ტომატ პასტა „ჩვენი სუფრა“, ooo Azersun Kend Tesserufati Mehsullary
მწარმოებელი ქვეყანა: აზერბაიჯანი
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 16.08.18/16.08.21
შეძენის ადგილი: შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: კანიანი პომიდორი გარატებული „კოპოლივა“,Giaguaro S.p.A.
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 11.18/11.20
შეძენის ადგილი: შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ტომატის პასტა „Kingtom“, Ege Assian Gida Sanayive Ticaret A.S.
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 11.18/11.21
შეძენის ადგილი: შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ტომატის პასტა „TAT“, Gida San A.s.
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 01.03.20
შეძენის ადგილი: შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ტომატ პასტა „მარნეული“, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 08.08.18/24 თვე
შეძენის ადგილი: შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ტომატ პასტა „EDEKA“, Zentrale AF/G&Co.KG
მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 14.10.20
შეძენის ადგილი: სს „ფუდმარტი“ ვაჟა- ფშაველას 48
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ტომატ პასტა „ბარაქა“, დამზადებულია შპს „ალფასთვის“
მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 06.11.18/05.11.20
შეძენის ადგილი: სს „ფუდმარტი“ ვაჟა- ფშაველას 48
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ტომატ პასტა „KIKNOS“, Greek Canning Company Co S.A.
მწარმოებელი ქვეყანა: საბერძნეთი
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 09.09.18/30.09.20
შეძენის ადგილი: სს „ფუდმარტი“ ვაჟა- ფშაველას 48
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ტომატ პასტა „სპარ“, შპს "გემო"
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 15.06.19/ 2 წელი
შეძენის ადგილი: სს „ფუდმარტი“ ვაჟა- ფშაველას 48
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ტომატი „რეჯია“, REGGIA , PAP s.r.l.
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 04.18/04.20
შეძენის ადგილი: შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“,ანჯაფარიძის 13
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ტომატ პასტა „CHUMAK“, JSC CHUMAK
მწარმოებელი ქვეყანა: უკრაინა
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 02.12.17/02.12.19
შეძენის ადგილი: შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“,ანჯაფარიძის 13
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ტომატ პასტა „ბებო გენაცვალოს“, სააქციო საზოგადოება LUCKFOODS
მწარმოებელი ქვეყანა: უკრაინა
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 16.05.19/2 წელი
შეძენის ადგილი: ი.მ მალვინა დეისაძე, მაღაზია „ციცინათელა“, ვაჟა-ფშაველას 54
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ტომატ პასტა „SOLARIA“, Compagnia Mercantile DOlteremare S.r.L
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 27.02.17/27.08.19
შეძენის ადგილი: ი.მ მალვინა დეისაძე, მაღაზია „ციცინათელა“, ვაჟა-ფშაველას 54
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ტომატი „ჯაკომო“, „ბემოკ“ ს.კ.
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 19.07.19/18.07.21
შეძენის ადგილი: ორი ნაბიჯი, ვაჟა-ფშაველას მე-6 კვ. 4კ.
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ქართული კეტჩუპი „სანსო“, შპს სანს ჯგუფი
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 25.05.19/23.10.19
შეძენის ადგილი: ორი ნაბიჯი, ვაჟა-ფშაველას მე-6 კვ. 4კ.
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ტყემალი, შპს GNP
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 08.05.19/08.05.20
შეძენის ადგილი: ორი ნაბიჯი, ვაჟა-ფშაველას მე-6 კვ. 4კ.
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ტყემალი წითელი, კლასიკური, შპს „გსქ კულა“
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 08.04.19/2 წელი
შეძენის ადგილი: შპს „ერთობა“გურამიშვილის 18
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა 53 მკგ/კგ სუდან 1
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ტრადიციული წითელი ტყემალი, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 21.06.18/24 თვე
შეძენის ადგილი: შპს „ერთობა“გურამიშვილის 18
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა 210 მკგ/კგ სუდან 1
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: წითელი ტყემალი „სუპრემო“, შპს ფუდსერვისი
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 12.06.19/24 თვე
შეძენის ადგილი: შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“, ანჯაფარიძის 13
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: აჭარული წითელი ტყემალი, შპს კახეთის ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 22.03.19/22.03.21
შეძენის ადგილი: ნიკორა ტრეიდი, ვაჟა-ფშაველას 52
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ტომატის საწებელი, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 26.08.18/24 თვე
შეძენის ადგილი: შპს „ერთობა“, გურამიშვილის 18
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ტომატის საწებელი „ბებოს საწებელი“, შპს ტომატიკო
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 22.06.19/12 თვე
შეძენის ადგილი: შპს „ერთობა“, გურამიშვილის 18
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ტომატის საწებელი, შპს GNP
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 24.06.19/24.12.20
შეძენის ადგილი: სს „ფუდმარტი“, ვაჟა- ფშაველას 48
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ტომატის საწებელი Supremo, შპს ფუდსერვისი
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 04.03.19/3 წელი
შეძენის ადგილი: შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“, ანჯაფარიძის 13
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა 580 მკგ/კგ სუდან 1
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: აჯიკა „არტფუდი“, არტაშატის საკონსერვო ქარხანა
მწარმოებელი ქვეყანა: სომხეთი
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 10.09.18/10.09.20
შეძენის ადგილი: შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“, ანჯაფარიძის 13
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: აჯიკა ექსტრა, შპს „გსქ კულა“
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 12.12.18/1,5 წელი
შეძენის ადგილი: შპს „ერთობა“, გურამიშვილის 18
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: სამეფო აჯიკა, შპს რუა
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 05.19/05.20
შეძენის ადგილი: ნიკორა ტრეიდი, ვაჟა-ფშაველას 52
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: აჯიკა, შპს „ივერია“
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 13.06.19/90 დღე
შეძენის ადგილი: შპს „ყაზბეგის 28“ , ყაზბეგის 28
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: აჯიკა „ოდა“, შპს GNP
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 27.05.19/12 თვე
შეძენის ადგილი: შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“, ანჯაფარიძის 13
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: მეგრული აჯიკა, შპს GNP
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 03.06.19/03.06.20
შეძენის ადგილი: შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“, ანჯაფარიძის 13
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ეს აჯიკა, შპს „ეს“
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 12.07.19/18 თვე
შეძენის ადგილი: შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“, ანჯაფარიძის 13
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა 250 მკგ/კგ სუდან 1
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: აფხაზური აჯიკა, შპს „დაბი“
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 17.07.19/17.01.20
შეძენის ადგილი: შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“, ანჯაფარიძის 13
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: მშრალი აჯიკა, ნანა ფალიანი
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 01.07.19/12 თვე
შეძენის ადგილი: შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“, ანჯაფარიძის 13
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: ჩილი სოუსი ცხარე, შპს Soledo
მწარმოებელი ქვეყანა: ვიეტნამი
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 15.03.19/15.03.21
შეძენის ადგილი: შპს „ერთობა“, გურამიშვილის 18
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა 84 მკგ/კგ სტაფილოსფერი 2 (Orange II)
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: წითელი წიწაკა დაფქვილი, შპს დაბი
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 30.05.19/30.05.21
შეძენის ადგილი: შპს „ერთობა“, გურამიშვილის 18
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: დაფქვილი წითელი წიწაკა, შპს იამუნა
მწარმოებელი ქვეყანა: უკრაინა
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 06.11.18/24 თვე
შეძენის ადგილი: ორი ნაბიჯი, იონა ვაკელის 18
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: წითელი წიწაკა, კენტი, Soyygit Group
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 21.01.19/21.01.21
შეძენის ადგილი: ი.მ მალვინა დეისაძე, მაღაზია „ციცინათელა“, ვაჟა-ფშაველას 54
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: მშრალი აჯიკა, თეთნულდი
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: შენახვის ვადა 6 თვე დამზადების თარიღი, ან პარტიის ნომერი დატანილი არ არის.
შეძენის ადგილი: ბემონი, ქავთარაძის 25
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა 2000 მკგ/კგ-ზე მეტი სუდან 1 და 62 მკგ/კგ Para Red
სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა: აჯიკა, „მეგრული გემო“, ი.მ. ლევან სალია
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი:10.07.19/8 თვე
შეძენის ადგილი: შპს „ერთობა“, გურამიშვილის 18
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა
მართალია, არასაკვები საღებავები უმეტესად მცირე ოდენობითაა ზემოთ მითითებულ სურსათში აღმოჩენილი, მაგრამ ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას.
„სუდანის“ ჯგუფის საღებავები გამოიყენება სურსათისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. 2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების 3 პარტიაში გამოვლინდა საღებავი „სუდანი“. საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოთ დასახელებული საღებავების საკვლევად. სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს დაგეგმილი აქვს სურსათის 10 ნიმუშის შემოწმება „სუდანის“ ჯგუფის საღებავებზე. ნიმუშები საზღვარგარეთ უნდა გაიგზანოს. ჩავთვალეთ, რომ პრობლემის უკეთ გამოსაკვეთად სასარგებლო იქნებოდა მეტი რაოდენობის ნიმუშის კვლევა, რის გამოც მოცემული ინიციატივა განვახორციელეთ.
კვლევის შედეგების თაობაზე გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და შესაბამის მეწარმეებთან, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხერხდა. ჩვენ თვალს მივადევნებთ იმას, თუ რა რეაგირება მოჰყვება ჩვენს მიმართვებსა და, ზოგადად, ამ პრობლემის მოგვარებას.
-----------------
ჩვენი კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, 15 აგვისტოს, მარნეულის სასურსათო ქარხანამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ქარხანა ყველა დამხმარე მასალას და ასევე, მზა პროდუქტს გააგზავნის საერთაშორისო, ევროპულ ლაბორატორიებში და შედეგებს აცნობებს მომხმარებელს. პასუხების მიღებამდე კი აჩერებს შესაბამისი პროდუქტის რეალიზაციას.
-----------------
ასევე, 15 აგვისტოს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც იგი ჩვენს მიერ გამოცხადებული შედეგების გადასამოწმებლად დამატებით ლაბორატორიულ კვლევებს ჩაატარებს.
-----------------
16 აგვისტოს, შპს გსქ კულამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც კომპანია გამორიცხავს თავისი პროდუქტის დაბინძურებას, აცხადებს, რომ ტყემლის აღნიშნულ სახეობას ყველა სუპერმარკეტიდან გამოიტანს და ექსპორტზე გაიტანს. ამავე დროს, 2019 წლის 1 სექტემბრამდე ჩაატარებს დამატებით გამოკვლევებს, ხელახლა გადახედავს თავის ყველა მომწოდებელს და ამის შემდეგ ქსელში დააბრუნებს ახლად წარმოებულ წითელ კლასიკურ ტყემალს.
კომპანია, ასევე, აცხადებს, რომ საწარმოში შემოწმებაზე შევიდა სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლის შედეგებსაც მოგვიანებით გვაცნობებენ.
ჩვენი მხრივ, მოვუწოდებთ შპს გსქ კულას, რომ საერთოდ უარი თქვას იმ პარტიის გაყიდვაზე, რომელშიც არასაკვები საღებავი აღმოვაჩინეთ, იმ დრომდე მაინც, სანამ თავად არ გადაამოწმებს პარტიის უვნებლობას, რათა საფრთხის ქვეშ არ დააყენოს სხვა ქვეყნების მოქალაქეთა ჯანმრთელობა!
ამ სიტუაციაში ჩვენს მოვალეობად ვთვლით მომხმარებელთა საერთაშორისო ორგანიზაციას (Consumers International) ვაცნობოთ ამ ფაქტის შესახებ, რათა მომხმარებლებმა რაც შეიძლება ბევრ ქვეყანაში გაიგონ ამ საფრთხის შემცველი პროდუქტის შესახებ და აღარ შეიძინონ იგი.
19 აგვისტოს გაიგზავნა წერილი Consumers International-ში.
-----------------
27 აგვისტოს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, რომლის მიხედვითაც სააგენტომ განახორციელა მითითებული ბიზნესოპერატორების სახელმწიფო კონტროლი. ბიზნესოპერატორებს დაევალათ სურსათის იმ პარტიების ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან უკვე განთავსებულის ამოღება, რომლებშიც სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. როგორც ჩანს, სააგენტომ, ჩვენს მიერ გამოკვლეული პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო. მიკვლევადობით დადგინდა ბიზნესოპერატორების (მათ შორის, იმპორტიორების) რეკვიზიტები, რომლებიც ამ წარმოებებს წითელი წიწაკით ამარაგებენ. სუდანის ჯგუფის საღებავების კვლევის მიზნით, სააგენტომ აიღო წითელი წიწაკის ნიმუშები, რომლებსაც აკრედიტებული ლაბორატორია გამოიკვლევს. ლაბორატორიული გამოცდის შედეგებს და ამ შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამის გადაწყვეტილებებს სააგენტო დამატებით გვაცნობებს.
-----------------
20 სექტემბერს მარნეულის სასურსათო ქარხანამ გამოაქვეყნა მისი დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები. კომპანიის განცხადებით, თავისი წარმოებული წითელი ტყემლის ნიმუშები გააგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში არასაკვებ საღებავებზე გამოსაკვლევად.
კვლევის შედეგად ნიმუშებში არასაკვები საღებავები არ აღმოჩნდა.
თუმცა, მხოლოდ 2 პარტიის ნიმუშის კვლევის შედეგებია გამოქვეყნებული. გაურკვეველია მეტი პარტია იქნა გამოკველეული თუ არა.
რაც მთავარია, არ არის გამოქვეყნებული იმ პარტიის ნიმუშის კვლევის შედეგები, რომელშიც ჩვენმა კვლევამ არასაკვები საღებავები აღმოაჩინა, ეს იყო 21.06.18-ში წარმოებული პარტია.
-----------------
27 სექტემბერს გსქ „კულამ“ თავისი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება.
განცხადებას თან ერთვის გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსის“ კვლევის ოქმი, რომელიც „კულას“ მიერ მიწოდებულ წითელ ტყემალს ჩაუტარდა, ასევე იმ ნიმუშის ფოტო, რომელიც „კულამ“ ლაბორატორიაში გააგზავნა.
ფოტოს თანახმად, ეს იგივე პარტიის ნიმუშია, რომელიც ჩვენ შევამოწმეთ და მასში სუდანი არ არის აღმოჩენილი. თუმცა, ლაბორატორიის ოქმში არ არის მითითებული იმ ნიმუშის გამოშვების თარიღი, რომელსაც ოქმი ეხება.
იმის დასადგენად, თუ გამოშვების რა თარიღი იყო მითითებული „ევროფინსის“ მიერ შემოწმებულ ნიმუშში, მივწერეთ ლაბორატორიას და ველით პასუხს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მთლიანად ქარხანაზეა დამოკიდებული, თუ რა თარიღის ეტიკეტს გაუკეთებს თავის პროდუქციას.
ჩვენ გვაქვს ჩვენს მიერ შემოწმებული პარტიის სათადარიგო ნიმუშიც და, საჭიროების შემთხვევაში, მისი შემოწმებაც შესაძლებელია.
სამწუხაროა, რომ საკითხში გარკვევის ნაცვლად, „კულა“ აგრძელებს ჩვენს წინააღმდეგ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას, თანაც ყოველგვარი დოკუმენტური დადასტურების გარეშე. ასეთ უსაფუძვლო ბრალდებებზე შეგვეძლო არც გვეპასუხა, თუმცა, საკითხისადმი საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, იმისათვის, რომ მოქალაქეთა, თუნდაც ნაწილი შეცდომაში არ შევიდეს, ვპასუხობთ „კულას“ ბრალდებებს:
1) სუდან 1 ყვითელი ფერის საღებავია და მისი წითელ ტყემალში გამოყენების საჭიროება არ იყო.
პასუხი: გთავაზობთ 2 ავტორიტეტულ წყაროს, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ სუდანი წითელი საღებავია. ეს არის ჰონგ კონგის მთავრობის სურსათის უვნებლობის ცენტრის სტატია
https://www.cfs.gov.hk/english/programme/programme_rafs/programme_rafs_fc_02_01.html (ჩვენთვის საინტერესო ადგილი მონიშნულია ამ სურათში)
და ვილეის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია https://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/jrs.2876.
2) ჩვენ ვაცხადებთ, რომ კვლევა გერმანიაში ჩატარდა, მაგრამ სინამდვილეში თურქეთში ჩატარებულა.
პასუხი: ჩვენი კვლევის ანგარიშში ნახსენებია ევროფინსის თურქეთის წარმომადგენლობა, ვინაიდან ჩვენთან კომუნიკაცია თურქეთის წარმომადგენლობის მეშვეობით ხდებოდა. თუმცა, ლაბორატორიული კვლევის ოქმში პირდაპირ წერია, რომ კვლევა ევროფინსის გერმანიის ლაბორატორიაში ჩატარდა, ანუ იმავე ლაბორატორიაში, რომელშიც თავისი ნიმუში „კულამ“ გააგზავნა.
3) ჩვენი ნიმუში წესების დარღვევით იქნა აღებული.
პასუხი: არ არსებობს წესები, რომლებიც საზოგადოების წარმომადგენელსა, თუ მოქალაქეს განუსაზღვრავს, თუ როგორ აიღოს ნიმუში. ჩვენ ნიმუში ვიყიდეთ ისე, როგორც ნებისმიერი მომხმარებელი ყიდულობს მაღაზიაში. ოღონდ ნაცვლად იმისა, რომ მოგვეხმარა, ლაბორატორიაში გავაგზავნეთ. იმისათვის, რომ პროდუქტში საღებავის შემცველობა განისაზღვროს, რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნების დაცვა არ არის საჭირო არც ნიმუშის აღებისა და არც ტრანსპორტირების დროს. თუ პროდუქტი საღებავს არ შეიცავს, მაშინ ის იქ ვერ აღმოჩნდება, რა „წესებიც“ არ უნდა დაიცვა ნიმუშის აღებისას.
-----------------
30 სექტემბერს ლაბორატორიისაგან მივიღეთ პასუხი, რომ მათ არა აქვთ უფლება მოგვაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ გამოშვების რომელი თარიღი იყო მითითებული „კულას“ მიერ მიწოდებულ ნიმუშზე.
ასე რომ, ჯერჯერობით, „კულას“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან არ დასტურდება, რომ „კულას“ მიერ ლაბორატორიისათვის მიწოდებულ ნიმუშზე ის თარიღი იყო მითითებული, რომელი პარტიის ნიმუშიც ჩვენ შევამოწმეთ.
-------------------
2 ნოემბერს შპს გსქ კულამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მის მიერ წარმოებული წითელი ტყემლის მორიგი ლაბორატორიული კვლევის ოქმი, რომლის მიხედვითაც, შემოწმებულ ნიმუშში, საღებავი სუდან 1 არ აღმოჩნდა. არც ამ კვლევის ოქმშია პარტიის ნომერი მითითებული. თუმცა, ცალკე გამოქვეყნებულ ტყემლის ფოტოებზე იკითხება იგივე პარტიის ნომერი, რომელიც ჩვენ შევამოწმეთ და, ლაბორატორიული დასკვნის თანახმად, სუდან 1 აღმოჩნდა.
__________________
6 ნოემბერს მარნეულის სასურსათო ქარხანამაც თავის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა მის მიერ წარმოებული წითელი ტყემლის ლაბორატორიული კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც ნიმუშში არ აღმოჩნდა საღებავი სუდან 1. ამჯერად ოქმში მითითებულია იმავე პარტიის ნომერი, რომელშიც, ჩვენი კვლევის თანახმად, აღნიშნული საღებავი აღმოჩნდა.
ზოგადად, თავად მეწარმეების მიერ საკუთარი ნიმუშების შემოწმების შედეგები ობიექტურ მტკიცებულებად ვერ გამოდგება. აქედან გამომდინარე, ჩვენ არაერთხელ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ჩვენთან ინახება „კულასა“ და მარნეულის სასურსათო ქარხნის იმ პარტიების პროდუქტების სათადარიგო (რეფერენტული) ნიმუშები, რომლებშიც, ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სუდან 1 აღმოჩნდა. შესაბამისად, ჩვენ შევთავაზეთ აღნიშნული ნიმუშების ერთობლივად გაგზავნა ხელახალი ლაბორატორიული კვლევისათვის. თუმცა, ამ კომპანიებმა დღემდე არ ისურვეს ამის გაკეთება. 6 ნოემბერს ჩვენ კიდევ ერთხელ წერილობით მივმართეთ „კულასა“ და მარნეულის სასურსათო ქარხანას და შევთავაზეთ სათადარიგო ნიმუშების ერთობლივი გამოკვლევა. ველით პასუხს.
ამავე დროს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) გამოაქვეყნა წითელი წიწაკის ნიმუშების სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე შემოწმების შედეგები, რომლის თანახმადაც შემოწმებული 10 ნიმუშიდან 9-ში აღნიშნული საღებავები აღმოჩნდა.
სეს-ის შემოწმება მოჰყვა ჩვენს მიერ სუდანის ჯგუფის საღებავების აღმოჩენას. როგორც სეს-ის 27 აგვისტოს წერილით იყო ცნობილი, სააგენტომ, ჩვენს მიერ გამოკვლეული პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო. დადგინდა ბიზნესოპერატორების რეკვიზიტები, რომლებიც ამ წარმოებებს წითელი წიწაკით ამარაგებენ და მათთან მოხდა ნიმუშების აღება.
სეს-ისგან ველოდებით დაწვრილებით ინფორმაციას, ამ შედეგებიდან გამომდინარე, მის მიერ განხორცილებული ღონისძიებების შესახებ.
-----------------
7 ნოემბერს შევიტყვეთ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა ბრძანება „საგანგებო ზომების მიღების შესახებ“ (N.61-1) „იმპორტირებულ წითელ წიწაკაში (დაფქული, დამსხვრეული) სუდანის ჯგუფის არასასურსათო საღებავების დიდი რაოდენობის აღმოჩენის გამო, რაც სერიოზულ რისკს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის“.
ამ ბრძანების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე წითელი წიწაკის (დაფქული, დამსხვრეული) იმპორტისას (გარდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, შვეიცარიიდან და ისრაელიდან იმპორტისას) თითოეულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით. წინააღმდეგ შემთხვევაში სურსათის პარტია ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაიშვება.
-----------------
7 ნოემბერს მარნეულის სასურსათო ქარხნისაგან, ხოლო 9 ნოემბერს გსქ „კულასაგან“ მივიღეთ ქვემოთა პასუხები.
როგორც ზემოთა წერილებიდან ჩანს, ორივე საწარმომ უარი თქვა სათადარიგო ნიმუშების ერთობლივ შემოწმებაზე. ვაქვეყნებთ ჩვენი სათადარიგო ნიმუშების დამატებით ფოტოებს, საიდანაც ცხადად ჩანს, რომ ნიმუშები ქარხნულადაა დალუქული. გარდა ამისა, იმის დადგენა არის თუ არა ჩვენთან შენახულ ნიმუშებზე რაიმე ზემოქმედების კვალი, თავისუფლად შეიძლება ექსპერტიზის ორგანოს დასკვნითაც.
ასე რომ, შეფასებები მკითხველებისათვის მიგვინდვია.
---------------------
15 ნოემბერს გსქ კულამ გამოაქვეყნა თავისი ტყემლის ხელახალი ლაბორატორიული კვლევის ოქმი, რომლის მიხედვითაც ნიმუშში სუდანი არ აღმოჩნდა. ამ ოქმში უკვე მითითებულია პროდუქტის გამოშვების თარიღი, რომელიც ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშს ემთხვევა.
თუმცა, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, თავად მეწარმეების მიერ საკუთარი ნიმუშების შემოწმების შედეგები ობიექტურ მტკიცებულებად ვერ გამოდგება, განსაკუთრებით კი ზემოთ აღწერილი მოვლენების შემდეგ.
-----------------
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სეს-ისაგან ველოდით დაწვრილებით ინფორმაციას მოცემულ შემთხვევასთან დაკავშირებით მის მიერ განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, 15 ნოემბერს სეს-ს მივმართეთ წერილით /contentfiles/docs2/saagentos.pdf რაზეც 6 დეკემბერს მივიღეთ პასუხი /contentfiles/docs2/pasuxi_ses.pdf, რომლის თანახმადაც
1. სეს-მა ყველა იმ მწარმოებლის მიმწოდებლების წითელ წიწაკაში აღმოაჩინა სუდანი, რომელთა პროდუქციაშიც ჩვენ არასაკვები საღებავები აღმოვაჩინეთ, გარდა, მარნეულის სასურსათო ქარხნის მიმწოდებლისა.
2. მარნეულის სასურსათო ქარხანამ მხოლოდ დეკემბერში მიმართა სეს-ს თხოვნით, რათა სეს-ის ზედამხედველობით აღებულიყო 21.06.2018 დამზადებული ტრადიციული წითელი ტყემლის ნიმუში ლაბორატორიული კვლევისათვის. შედეგები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.
3. შპს „გსქ კულა“-ს სააგენტოსათვის უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით „წითელი ტყემალი კლასიკურის“ (დამზადების თარიღი: 08.04.2019) ნიმუშის აღების თაობაზე წერილობით არ მიუმართავს. ამგვარად, შპს „გსქ კულა“-ს სააგენტოს ზედამხედველობით არ გაუგზავნია ნიმუშები ლაბორატორიაში.
4. დღევანდელი მდგომარეობით, კვლავ აკრძალულია სურსათის იმ პარტიების რეალიზაცია, რომლებშიც ჩვენ არასაკვები საღებავები აღმოვაჩინეთ. აკრძალვა იმოქმედებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
-----------------
12 დეკემბერს გსქ კულამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ჩვენი მისამართით მომზადებული წერილი /contentfiles/images2/kulasgan.jpg, რომელშიც კომპანია ითხოვს უარვყოთ, რომ მის პროდუქტში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა. კულა მიუთითებს მის მიერ ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების კვლევის შედეგებზე, რაზეც ზემოთ დავწერეთ. წერილში ასევე აღნიშნულია, თითქოს „საქართველოს შესაბამისმა ორგანომ“ დაადასტურა, რომ კულას პროდუქციაში საღებავი არ იყო. 17 დეკემბერს კულას ფეისბუქის გვერდზე ავტვირთეთ ჩვენი პასუხი /contentfiles/docs2/ToKula.pdf, რომელშიც ვასაბუთებთ, რომ კულას მოთხოვნა უსაფუძვლოა.
---------------------
ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტი ქართველ მომხმარებლებს“.
15.08.2019
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია