აკრედიტაციის ორგანო არის ის უწყება, რომელსაც მინიჭებული აქვს სხვა ორგანიზაციების აკრედიტაციის უფლება. ასეთი უფლება უწყებას მიენიჭება კანონით, ან კანონქვემდებარე აქტით.
საქართველოში არსებობს აკრედიტაციის რამდენიმე ორგანო:
- აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი (შემოკლებით საკ) უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი ტიპის დაწესებულებათა აკრედიტაცია:
- საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები
- პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები
- პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოები
- მენეჯმენტის სისტემის აუდიტის და სერტიფიკაციის ორგანოები
- ინსპექტირების ორგანოები (მათ შორის ასს-ს ტესტირების ცენტრები და დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი პირები)
12 ნოემბერი, 2019