ვის მივმართოთ დაზღვევის საკითხებზე?
საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევას სოციალური მომსახურეობის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში.
2017 წლის 1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არასათანადო მუშაობის თაობაზე აუცილებლად აცნობეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15-05.
კერძო სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის ზედამხედველობასა და რეგულირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.
არასახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე დარეკეთ ნომერზე (+995 32) 223 44 10