ვის მივმართოთ ჯანდაცვის საკითხებზე?
საქართველოში სამედიცინო საქმიანობაზე რეგულირებას და კონტროლს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს სპეციალურად შექმნილი საქვეუწყებო სტრუქტურების მეშვეობით:
სამედიცინო და სააფთიაქო საქმიანობის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო. მის ფუნქციებში შედის: ფიზიკური და იურიდიული პირებისსამედიცინო, საექიმო, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირება და კონტროლი.
სააგენტოს დარღვევებზე და შეკითხვებით შესაძლებელია მიმართოთ ტელეფონზე: 272 53 84. აგრეთვე შესაძლებელია შეკითხვის დასმა ან საჩივრის დაწერა სააგენტოს ფეისბუქის გვერდზე.
სახელმწიფო პენსია, სოციალური დახმარება, ჯანმრთელობის დაზღვევა (საყოველთაო დაზღვევა), შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირთა სათანადო უზრუნველყოფა და მზრუნველობამოკლებული ბავშვების მეურვეობა-მზრუნველობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ფუქნციებში შედის.
სააგენტოს ცხელი ხაზია 1505.