ვის მივმართოთ კომუნალურ საკითხებზე?
მოსახლეობის გაზით, ელექტროენერგიით და წყლით მომარაგებას არეგულირებს „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია“, სადაც მოქმედებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, ტელ.: 242-01-80, ელ-ფოსტა: mail@pdci.ge და ფეისბუქ გვერდი: Energy Ombudsman ენერგოომბუდსმენი.ასევე სამსახურს დაემატა საზოგადოებრივი მისაღები და სამი რეგიონული ცენტრი (ქ. ბათუმი, ქ. ქუთაისი და ქ. თელავი). სამსახურის ძირითადი ფუნქციაა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა. კერძოდ ნებისმიერი სახის დავის არსებობის შემთხვევაში, რომელიც წარმოიშობა მომხმარებელსა და მომსახურე კომპანიას შორის (ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში), საზოგადოებრივი დამცველი უფლებამოსილია, განიხილოს ეს დავა და რეკომენდაციებით მიმართოს შესაბამის კომპანიებს, აგრეთვე, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სხვა სამართლებრივი ბერკეტები.
თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ქუჩების შეკეთების ნაკლოვანენებთან დაკავშირებით გირჩევთ აქტიურად გამოიყენოთ მერიის ცხელი ხაზი: 272-22-22 და ვებ-გვერდი ”ჩემი ქუჩა”.
თბილისში წყლის გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებზე შეგიძლიათ მიმართოთ ”თბილისის წყლის” გამრიცხველიანების საკოორდინაციო ჯგუფს ტელეფონზე 2931111 (დამატებითი 1412 ან 1192), რომელიც თქვენს საჩივრებზე ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს. კომპანია GWP-ს განმარტებით, თუკი მომხმარებელი კატეგორიულ უარს აცხადებს წყლის მრიცხველის დაყენებაზე, მასთან მრიცხველი არ ყენდება და არც რაიმე სახის სანქცია ტარდება ამ მომხმარებლის მიმართ. ამავე დროს, მომხმარებელს შეუძლია შემდგომში დაუკავშირდეს კომპანიას და მოითხოვოს მრიცხველის დაყენება - მას მრიცხველს დაუყენებენ.