თბილისის საქალაქო ტრანსპორტი
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის (მას ეკუთვნის თბილისის ავტობუსები და მეტრო) ცხელი ხაზია: 293 - 44 -44 და ვებსაიტია ttc.com.ge . თბილისის მიკროავტობუსების კამპანიის ცხელი ხაზია: 2 200 340, ვებსაიტი -- tm.ge, აქვთ აგრეთვე ფეისბუქის გვერდი, რომლის საშუალებით შეგიძლიათ მიაწოდოთ საჩივრები.
მომხმარებელს ვაცნობებთ, რომ ქ. თბილისში ე.წ. ”მეტრომანის” ბარათების გამოყენების შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლების სისტემა: მას შემდეგ რაც მეტროთი ან ავტობუსით მგზავრობისას ბარათს ჩამოეჭრება 50 თეთრი, თქვენ უფლება გაქვთ 1,5 საათის განმავლობაში ამ სატრანსპორტო საშუალებებით (მათ შორის სხვა მარშრუტებით) უფასოდ იმგზავროთ[CIT=ეს ფასდაკლება დამტკიცებულია ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №19.01.709დადგენილებით ’’ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, მგზავრობის ტარიფისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ’’](*)[/CIT].
მეტრომანის გამოყენების შემთხვევაში ფასდაკლების სისტემა აგრეთვე მოქმედებს სამარშრუტო ტაქსებშიც: დღის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსში პირველი მგზავრობისას ბარათს ჩამოეჭრება 80 თეთრი, მეორე და შემდგომი მგზავრობისას კი - 65 თეთრი[CIT=ინფორმაცია აღებულია პრესიდან. შესაბამისი ნორმატიული აქტის მოძიება ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ.](*)[/CIT]. თუმცა მომხმარებლები ჩივიან, რომ სამარშრუტო ტაქსებში მეტრომანის აპარატები გამართულად არ მუშაობს და არც თუ იშვიათად ბარათის ერთი დადებისას აპარატი ორი მგზავრობის თანხას აჭრის მას. ამიტომ მომხმარებლებს ვურჩევთ, სამარშრუტო ტაქსებში ”მეტრომანის” ბარათის გამოყენებისას ყურადღებით წაიკითხეთ წარწერა ტაბლოზე - თუ რა თანხა ჩამოაჭრა აპარატმა ბარათს! ზედმეტი თანხის ჩამოჭრისას თანხის დაბრუნება საკმაოდ რთულ პროცედურასთან არის დაკავშირებული - კერძოდ, მომხმარებელმა ასეთ შემთხვევაში უნდა მიაკითხოს ვაგზლის მოედანი 2-ში, ვაგზლის სალაროებიდან ერთ-ერთს (ადგილზე უნდა იკითხოთ, რომელია), ან ავლაბრის მეტროს ერთ-ერთ სალაროს. იმედია, მომავალში ამ მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება.
ბარათების და გადასახდელი აპარატების ადმინისტრირებას ახდენს შპს "მეტრო სერვის+", მათი ტელეფონია 2444110.
საჰაერო ტრანსპორტი
თვითმფრინავით მგზავრობისას თუ ავიაკომპანიის მიზეზით თქვენმა რეისმა დააგვიანა, გადაიდო, გაუქმდა ან ბარგი დაზიანდა, შეგიძლიათ კომპენსაცია მოითხოვოთ.
საქარველოში მოქმედებს კომპანია, რომელიც ასეთი მიზეზებით დაზარალებულ მომხმარებლებს დახმარებას უწევს. პირველ რიგში, ის ამოწმებს, ეკუთვნის თუ არა დაზარალებულ მომხმარებელს კომპენსაცია და შემდეგ ახდენს ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებას კომპენსაციის გადახდის თაობაზე. ამ მომსახურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე flyhelp.ge.