ბაზრის სახელმწიფო ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები

ბაზრის ზედამხედველობა თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია. ქვეყნის განვითარების დონე იმითაც შეიძლება გაიზომოს, თუ რამდენად ეფექტიანად ხორციელდება ბაზრის ზედამხედველობა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოქმედი კონკურენცია თავისთავად აბალანსებს სხვადასხვა ბიზნესინტერესს და მომხმარებელს არჩევანის საშუალებას აძლევს, პრაქტიკამ დიდი ხანია აჩვენა, რომ მხოლოდ კონკურენციის იმედად ყოფნა არ არის საკმარისი. მეწარმეები იმასაც ახერხებენ, რომ თავად კონკურენციაც კი შეზღუდონ და იმასაც, რომ თავისი პროდუქციითა, თუ მომსახურებით ზიანი მოუტანონ მომხმარებლის ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, მსოფლიოს ყველა განვითარებული, ან გავითარებაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანა ცდილობს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროს ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემა შექმნას და მუდმივად შეუსაბამოს იგი ცვალებად გარემოს.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველომ ვალდებულება აიღო ევროკავშირის წარმატებულ მოდელთან დაახლოებული ბაზარზე ზედამხედველობის სისტემა შეიმუშაოს. ეს მეტად ხანგრძლივი პროცესია და დღესდღეობით შეუძლებელია იმის თქმა, თუ როდის მოხდება მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება.

მომხმარებლისათვის საინტერესო უნდა იყოს იმის ცოდნა თუ რომელ სფეროებში მოქმედებს სახელმწიფო ზედამხედველობა და რომელი უწყებები არიან ამ საქმიანობაზე პასუხისმგებელი. ამიტომაც წარმოგიდგენთ ქვემოთა ცხრილს.

აქვე იმასაც დავამატებთ, რომ ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების კომპეტენციები და ზედამხედველობის ინტენსივობა განსხვავებულია. ამ უწყებების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მათ ვებგვერდებს ეწვიოთ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ზოგიერთ კომპეტენციას რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ახორციელებენ. 

 

ზედამხედველობის სფერო

დაწესებულება
აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობები

ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო

ატრაქციონები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

ბაგა-ბაღები

მუნიციპალიტეტები

ბავშვის საწოვრები

 

სურსათის ეროვნული სააგენტო
განათლების სერვისები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

დაზღვევა

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 

დასუფთავება და კეთილმოწყობა (დასახლებების)

მუნიციპალიტეტები
ელექტრონული კომერცია

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო

ენერგეტიკა (გაზი, ელექტროენერგია) და წყალმომარაგება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველით)

მუნიციპალიტეტები წყალმომარაგება

ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები

მუნიციპალიტეტები
ვაჭრობა

მუნიციპალიტეტებისავაჭრო ობიექტების ადგილდებარეობის თაობაზე ნებართვების გაცემა და უნებართვო ვაჭრობის აღკვეთა

ვეტერინარია

სურსათის ეროვნული სააგენტო

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი

ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სიცივისა და სიცხისგან/ხანძრისგან და სხვა დაცვა)

ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო

კომუნიკაციები (ტელევიზია, რადიო, ტელეფონი, ინტერნეტი)

კომუნიკაციების ეროვნული კომისია (მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველით) 

კონკურენცია (ყველა სფეროში)

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო

ლაქ-საღებავები

ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი

ლიფტები, ესკალატორები, საბაგიროები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო 

მანქანა-დანადგარები (ნაწილობრივ. მაგ. აწევისთვის განკუთვნილი მოწყობილობები, ჯაჭვები, ღვედები და სხვა)

ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო
მომხმარებლის ზოგადი უფლებები კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო
მომხმარებლის მოტყუება, საქონლის ფალსიფიკაცია (ყველა სფეროში) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
მშენებლობა

მუნიციპალიტეტები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების მშენებლობის ნებართვების გაცემა და მშენებლობის ზედამხედველობა --მაგისტრალური წყალსადენი, საავტომობილო გზები, რკინიგზები და სხვა

მცენარეთა დაცვა 

სურსათის ეროვნული სააგენტო

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი

საავტომობილო გზები

მუნიციპალიტეტები

საავტომობილო გზების დეპარტამენტი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო)საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები

სათამაშოები ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო
სამშენებლო მასალები (ელექტროკაბელები, თაბაშირ-მუყაო, კედლის, ჭერისა და იატაკის მოსაპირკეთებელი მასალები, ლითონის მასალები, პლასტმასის მილები, ცემენტი)

ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი

სანთებელები (ბავშვების მოხმარებისათვის არარეზისტენტული სანთებელები) ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო
სასურსათო დანამატები

სურსათის ეროვნული სააგენტო

სახანძრო უსაფრთხოება (ყველა სფეროში)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 

სახელმწიფო სერვისები (პირის, ან ქონების რეგისტრაცია, თუ სხვა)  თავად შესაბამისი სერვისების გამცემი საჯარო უწყებები
საჯარო საკუთრებაში არსებული დაწესებულებები (ვთქვათ, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და სხვა) 

ესაბამისი საჯარო უწყებები და მათი საზედამხედველო ორგანოები (ასეთების არსებობის შემთხვევაში)

სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი (შეფუთვასთან დაკავშირებული) ზოგიერთი მასალა და საგანი

სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათი (მათ შორის სასმელი წყალი წყლის ხარისხი და დაფასოებული წყლის ეტიკეტირება)

სურსათის ეროვნული სააგენტო

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი

ტრანსპორტი

ფინანსური ინსტიტუტები (ბანკები და სხვა)

საქართველოს ეროვნული ბანკი

ცხოველის საკვები

სურსათის ეროვნული სააგენტო

წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები (მაგ. ცეცხლმაქრები, ჟანგბადის ბალონები და სხვა). 

ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო
ჯანდაცვის სერვისები

სამედიცინო  და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

 

2020-2022 წლებში უნდა დამტკიცებულიყო ნორმატიული ბაზა ზედამხედველობის განსახორციელებლად შემდეგ სფეროებში:

ზედამხედველობის სფერო ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი დაწესებულება
არაავტომატური საწონი საშუალებები ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
გაზომვის საშუალებები ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
რკინიგზა არ არის განსაზღვრული
პარფიუმერია-კოსმეტიკა არ არის განსაზღვრული
პიროტექნიკა არ არის განსაზღვრული
სამედიცინო მოწყობილობები არ არის განსაზღვრული
საყოფაცხოვრებო ქიმია არ არის განსაზღვრული

 

ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში ზედამხედველობა უშუალოდ როდის დაიწყება ჯერჯერობით გაურკვეველია.

2024 წლიდან უნდა დაიწყოს სახელმწიფო ზედამხედველობა შემდეგ სფეროებში:

ზედამხედველობის სფერო ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი დაწესებულება
რადიომოწყობილობები (2024 წ. დეკემბრიდან) ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო

 

2025 წლიდან უნდა დაიწყოს სახელმწიფო ზედამხედველობა შემდეგ სფეროებში:

ზედამხედველობის სფერო ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი დაწესებულება
ელექტრომოწყობილობები ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო
ტურისტული მომსახურება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

 

2026 წლიდან უნდა დაიწყოს სახელმწიფო ზედამხედველობა შემდეგ სფეროებში:

ზედამხედველობის სფერო ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი დაწესებულება
კერამიკული ჭურჭელი სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალები და ნაკეთობები სურსათის ეროვნული სააგენტო

 

 

 

6 ნოემბერი, 2024