პროექტის დასახელება
აქტიური მომხმარებელი საკუთარი უფლებების დასაცავად
პროექტის მიზანი
მომხმარებელთა უფლებების დაცულობის მდგომარეობის გაუმჯობესება, როგორც მომხმარებლის მხრიდან, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ბაზრის კონტროლის გამკაცრების გზით.
პროექტის შედეგები
- ახალგაზრდების ჩართულობით ჩატარდა საინფორმაციო კამპანია, რომელიც მომხმარებელთა დაცვის და სურსათის უვნებლობის საკითხებს ეხებოდა;
- მომზადდა ლექცია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ;
- ვებ გვერდისა და სოციალური ქსელის საშუალებით აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია შემოწმებული სურსათის ვარგისიანობის შესახებ.
პროექტის ხანგრძლივობა
- 2012 წელი
პროექტის დონორები
- ფონდი ღია საზოგადოება საქართველო – Open Society Georgia Foundation
- პური მსოფლიოსთვის – Brot für die Welt (BtW)
პროექტის ბიუჯეტი
- 34 780 აშშ დოლარი
20 თებერვალი, 2020