პროექტის სახელწოდება
სამოქალაქო მონაწილეობა, სოციალური პასუხისმგებლობა და კარგი მმართველობა
პროექტის მიზნები
აქტიური სამოქალაქო საზოგადოების, სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა სიღარიბის დაძლევისა და ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის.
სტრატეგიული ამოცანები
1. სოციალური გავლენის მქონე ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება, რათა მათ უკეთ შეუწყონ ხელი მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას.
2. გაცემის კულტურის ხელშეწყობა - მთავრობა, ბიზნესი, მოქალაქეები და ორგანიზაციები აქტიურად გასცემენ ყველა ტიპის რესურსს, მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების განვითარებისათვის.
3. ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობა, არსებული პოლიტიკისა და პრაქტიკის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებთან ეფექტური ჰარმონიზაციის უზრუნველყოფის გზით.
პროექტის ხანგრძლივობა
2024-2026 წლები.
პროექტის დონორები
პური მსოფლიოს (გერმანია).
პროგრამის როლი პროექტში
პროექტი მრავალ სხვადასხვა საქმიანობას ითვალისწინებს. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამას, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს მომხმარებლის უფლებების კუთხით სამოქალაქო განათლება, სახელმწიფო დაწესებულებებისა და მეწარმეების მონიტორინგი და გამოვლენილი ხარვეზების მოგვარების ადვოკატირება.