პროექტის სახელწოდება

გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება

პროექტის მიზნები

1. მერძევეობისა და მეფუტკრეობის მიწოდების ჯაჭვის მხარეების (ფერმერები, ძირითადი მწარმოებლები, სურსათის სხვა ბიზნესოპერატორები) პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, ცოდნითა და გაძლიერებული შესაძლებლობებით აღჭურვა, რათა გაუმჯობესდეს მათი საქმიანიბის შესაბამისობა სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ/ფიტოსანიტარულ ნორმებთან;

2. დაინტერესებული მხარეების (საჯარო, საცალო ვაჭრობის, ფერმერების/მწარმოებლების, ლაბორატორიების, მომხმარებლების) გაუმჯობესებული კომუნიკაცია და მონაწილეობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის  (DCFTA) შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმის პროცესში; 

3. მომხმარებლების, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და მედიის ცნობიერების ამაღლება სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი მოთხოვნებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ, უკეთ ინფორმირებული მომხმარებლის და მისი ყიდვის გაცნობიერებული გადაწვეტილების და ხარისხიან პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნის ხელშეწყობის მიზნით.

პროექტის მოსალოდენელი შედეგები

1. სამიზნე ჯგუფების (სურსათის ბიზნესოპერატორების) გაუმჯობესებული შესაბამისობა სურსათის უვნებლობისა და სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმების მოთხოვნებთან;

2. მთავრობის გაუმჯობესებული ანგარიშვალდებულება დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციისა და ჩართულობის შედეგად (სურსათის უვნებლობისა და სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმების იმპლემენტაციის პროცესში);

3. გაზრდილი სამოქალაქო ცნობიერება და ჩართულობა სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ნორმებთან მიმართებაში.

პროექტის ხანგრძლივობა

2023-2025 წლები.

პროექტის განმახორციელებლები

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი) და ორი თანაგანმახორციელებელი:  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაცია.

პროექტის დონორები

ევროკავშირი -The European Union;

პური მსოფლიოს (გერმანია).

პროგრამის როლი პროექტში

პროექტი მრავალ სხვადასხვა საქმიანობას ითვალისწინებს. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამას, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს სურსათის უვნებლობის კუთხით სამოქალაქო განათლება, სახელმწიფო დაწესებულებებისა და მეწარმეების მონიტორინგი და გამოვლენილი ხარვეზების მოგვარების ადვოკატირება.

29 ოქტომბერი, 2024