პროექტის სახელწოდება
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისათვის
პროექტის მიზანი
სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორის გაძლიერება მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტის ამოცანები
- საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.
პროექტის ხანგრძლივობა
2021-2025 წლები
პროექტის დონორები
ევროკავშირი -The European Union;
პროგრამის როლი პროექტში
პროექტი მრავალ სხვადასხვა საქმიანობას ითვალისწინებს, რომელსაც 6 ორგანიზაციის კონსორციუმი ახორციელებს. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამას, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს სამომხმარებლო პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმებებისათვის მოქალაქეებისაგან შემოწირულობების მისაღებად 3 კამპანიის განხორციელება.