სანიტარული წესები და ნორმები თავისი არსით ტექნიკური შინაარსის ნორმების შემცველი დოკუმენტებია. საქართველოს კანონმდებლობა ითხოვს, რომ ასეთი ნორმები მიღებული იყოს კანონით ან მთავრობის დადგენილებით და რეგისტრირებული იყოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებულ "ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში". 2014 წლის 1 იანვრიდან სანირტარული წესები და ნორმები, რომელიც ტექნიკურ რეგლამენტებად არ იქნა მიღებული, ძალადაკარგულად ითვლება იხ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 104 მუხლის მე-2 პუნქტი .
საქართველოში დღეს არსებული სანიტარული წესები და ნორმების ნაწილი ხელახლა იქნა მიღებული მთავრობის მიერ და ამდენად დარეგისტრირდა ტექნიკურ რეგლამენტად, ნაწილი კი - არა. შესაბამისად, ეს უკანასკნელნი ძალადაკარგულია. ქვემოთ ჩამოთვლილია ყველა ქართული სანიტარული წესები და ნორმები და თითოეულთან მითითებულია ინფორმაცია იმის თაობაზე, მოქმედებს იგი თუ უკვე ძალადაკარგულია:
- სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესები და ნორმები - დამტკიცდა ტექნიკურ რეგლამენტადიხ. მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №85 დადგენილება. ექვემდებარება ძირეულ რევიზიას.
- განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობები და ვადები - დამტკიცდა ტექნიკურ რეგლამენტადიხ. 2014 წლის 16 იანვრის №85 დადგენილება. ექვემდებარება ძირეულ რევიზიას.
- საკვებდანამატების გამოყენების სანიტარული წესები და ნორმები - დამტკიცდა ტექნიკურ რეგლამენტად იხ. 2014 წლის 16 იანვრის №85 დადგენილება. ექვემდებარება ძირეულ რევიზიას.
- თამბაქოს ნაწარმში და მის კვამლში ტოქსიკური ნაერთების, ნიკოტინისა და ფისის შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონეები დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს #310 ბრძანებით - გაუქმებულია. ჩანაცვლდა საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინის, კუპრის, მხუთავი გაზის) ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობის, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმებისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის დამტკიცების შესახებ;
- საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგი დამტკიცებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 29 ოქტომბრის №2-235 ბრძანებით .- გაუქმებულია. ჩანაცვლდა „საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე“
- გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმები დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს #297 , ცვლილებები შევიდა #38/ნ , #251/ნ , #304/ნ და #351/ნ , #39და #350/ნ ბრძანებებით.
- ჰიგიენური მოთხოვნები ჩამოსასხმელი სასმელი წყლის დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 27 ნოემბრის #306/ნ ბრძანებით და სამკურნალო მინერალური წყლების ხარისხისადმი დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 ნოემბრის #310/ნ ბრძანებით. ; - დამტკიცდა ტექნიკურ რეგლამენტად დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ .
- წყლის სინჯის აღების სანიტარული წესი.
- სასურსათო პროდუქტების გაყიდვისა და წარმოების ობიექტების მოწყობის და ექსპლუატაციის სანიტარული წესები:
- დაუფასოებელი სასურსათო პროდუქციით ვაჭრობისდამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 19 ოქტომბრის #2-165 ბრძანებით, ცვლილება შევიდა 2011 წლის 22 თებერვლის #2-32 ბრძანებით. - გაუქმებულია. ჩანაცვლდა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით- „საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობებისა და წესების“ დამტკიცების შესახებ
- სასურსათო ვაჭრობის საწარმოების (ანუ მაღაზიების) და სურსათის საბითუმო ბაზრების - 2012 წლის 12 ივნისიდან გაუქმებულიასაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 12 ივნისის №01-34/ნ ბრძანების მუხლი 1, პუნქტი ’’ზ’’ ;
- საზოგადოებრივი კვების ობიექტებისდამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 12 ნოემბრის №281/ნ ბრძანებით - 2012 წლის 12 ივნისიდან გაუქმებულიასაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 12 ივნისის №01-34/ნ ბრძანების მუხლი 1, პუნქტი ’’ღ’’ ;
- პურის, ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის წარმოებისთვისდამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს #302 ბრძანებით - 2012 წლის 12 ივნისიდან გაუქმებულიასაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 12 ივნისის №01-34/ნ ბრძანების მუხლი 1, პუნქტი ’’თ’’
- რძის მრეწველობის საწარმოებისთვის ;
- ხორცის გადამამუშავებელი საწარმოებითვის ცვლილება შევიდა 2004 წლის 15 იანვრის #11 ბრძანებით ;
- თევზის წარმოებისა და რეალიზაციის ობიექტებისთვის ;
- ნაყინის საწარმოებისთვის ცვლილება შევიდა 2004 წლის 15 იანვრის #11 ბრძანებით;
- მაცივრებისთვის ;
- სასმელი და მინერალური წყლის დამამუშავებელი და ჩამომსხმელი საწარმოებისთვის;
- უალკოჰოლო სასმელების და ხილეული წყლების საწარმოებისთვის ცვლილება შევიდა 2004 წლის 15 იანვრის #11 ბრძანებით ;
- მეღვინეობის საწარმოებისთვის.
- სხვა პროდუქტების წარმოების და რეალიზაციის სანიტარულ-ჰიგიენური წესები:
- სურსათის ტარა დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის #182/ნ ბრძანებით - გაუქმებულია. ჩანაცვლდა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით - სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ.https://docs.google.com/document/u/0/
- კონსერვები;
- პირის ღრუს ჰიგიენური საშუალებები და პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქცია.
- სურსათის ტარა დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის #182/ნ ბრძანებით - გაუქმებულია. ჩანაცვლდა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით - სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ.https://docs.google.com/document/u/0/
- ზოგიერთი ტიპის ობიექტის მოწყობის და ექსპლუატაციის სანიტარულ-ჰიგიენური წესები:
- ბაგა-ბაღები და სკოლები;
- კვება ბაგა-ბაღებში დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 12 ნოემბრის №280 ბრძანებით - გაუქმებულია. ჩანაცვლდა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით – ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ ;
- კვება თვითმფრინავში;
- საცურაო აუზები დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს #306 ბრძანებით ;
- საპარიკმახეროები დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 27 ნოემბრის #307 ბრძანებით - გაუქმებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 ივლისის #231/ნ ბრძანებით.;
- საუნები და აბანოები დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 12 ნოემბრის №283 ბრძანებით ;
- ქიმწმენდის საამქროები დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 12 ნოემბრის №283 ბრძანებით ;
- აფთიაქები დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 24 ნოემბრის #387/ნ ბრძანებით, . ჩანაცვლდა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ.
- საავადმყოფოები, სამშობიარო სახლები და სხვა სამკურნალო სტაციონარებიდამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს #298 ბრძანებით - გაუქმებულია;
- საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის დაწესებულებები დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს #299 ბრძანებით - გაუქმებულია. ჩანაცვლდა შესაბამისი ტექნიკური რეგამენტით - საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის დაწესებულებების შესახებ
- ნაგავსაყრელი პოლიგონები - გაუქმებულია. ჩანაცვლდა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით „მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობისა და ექსპლუატაციის წესები და ნორმები“
- ნარჩენების შეგროვება და გაუვნებელყოფა სამკურნალო დაწესებულებებში - გაუქმებულია. ჩანაცვლდა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით - სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების სანიტარული წესების შესახებ
- დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია სამედიცინო დაწესებულებებში დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 19 მარტის #64/ნ ბრძანებით ;
მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების ჩამონათვალი რეგულარულად ქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე.