ბიუ-ბიუს ფილე

მომხმარებელმა გვაცნობა, რომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას 48-ში მდებარე „ბიუ-ბიუს“ ჯიხურში შეიძინა ქათმის ასაწონი ფილე, რომელიც მოხარშვის შემდეგ დაიშალა და საკვებად უვარგისი გახდა. მომხმარებელმა გვთხოვა შეგვემოწმებინა აღნიშნული პროდუქტი, თუმცა, მისი გამოშვების თარიღი ვერ დაასახელა.

2019 წლის 24 სექტემბერს მითითებულ მაღაზიაში შევიძინეთ „ნედლი ქათმის ფილე“ და მაცივარ-კონტეინერით მივიტანეთ ლაბორატორიაში ორგანოლეპტიკური ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, წარდგენილი ნიმუში „შეესაბამება ამ დასახელების პროდუქტისათვის სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“.