საინფორმაციო შეხვედრები „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი“, 2 აგვისტო 2019 წ.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით 2 აგვისტოს, გორში და ახალციხეში  გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები  „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“ საკითხებზე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მეწარმეებს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობაზე. სააგენტოს რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ისაუბრეს სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე, პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე. გაიმართა დისკუსია.

ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს საზოგადოების, მათ შორის ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდას სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ და კომუნიკაციის გააქტიურებას სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მოქალაქეებს შორის.