სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მეორე კვარტლის კონტროლის შედეგები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული კონტროლის შედეგების ნაწილი გამოაქვეყნა, კერძოდ, ინსპექტირებისა [CIT=ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპების ცალკეული ასპექტების გამოკვლევა მათი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად, ბიზნესოპერატორის წინასწარი გაფრთხილების გარეშე და რომელიც მოიცავს: ა) ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმებას სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე; ბ) დოკუმენტური შემოწმების განხორციელებას; გ) დადგენილი წესით ნიმუშის აღებას და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევების ჩატარებას (სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, პ.261,1).](*)[/CIT] და დოკუმენტური შემოწმების შედეგები. სააგენტო გვპირდება, რომ კონტროლის სხვა მექანიზმების მეშვეობით განხორციელებული შემოწმებების შედეგებსაც ეტაპობრივად გამოაქვეყნებს. 

ვინაიდან სააგენტო საკუთარი საიტისა და ფეისბუქის სიახლეების მეშვეობით არ ავრცელებს ინფორმაციას კონტროლის შედეგების გამოქვეყნების შესახებ, ამას ჩვენ ვაკეთებთ. 

შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენთვის საინტერესო საწარმოების (მათ შორის, კვების ობიექტების, საბავშვო ბაღების, მაღაზიების) შემოწმების შედეგებს.

------

22 ივლისს სააგენტოს საიტზე დამატებითი მონაცემები ვნახეთ, კერძოდ, ზედამხედველობის, ასევე, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოწმების შედეგები.

------

26 ივლისს სააგენტოს საიტზე ვნახეთ მონიტორინგის, ანუ სურსათის (მათ შორის, სასმელი წყლის) ლაბორატორიული კვლევის შედეგები

აღმოჩენილია შემდეგი დარღვევები:

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

------

1 აგვისტოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მის მიერ დაჯარიმებული ბიზნესოპერატორების სია მოგვაწოდა. იმ გრაფაში, სადაც ჯარიმების თანხები იყო მითითებული, ბევრ ადგილას 0 ეწერა. მიუხედავად იმისა, რომ იმავე დღეს ვითხოვეთ განმარტება, სამწუხაროდ, მხოლოდ 26 აგვისტოს მივიღეთ პასუხი. კერძოდ, 0 ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ ბიზნესოპერატორთან დაფიქსირდა ორი ან მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ბიზნესოპერატორს ფულადი ჯარიმა დაეკისრა იმ მუხლით რომელიც ითვალისწინებს უფრო მეტ თანხას.