საინფორმაციო შეხვედრა რუსთავსა და მარნეულში

 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრების მოწყობას თემაზე „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი“. 20 ივნისს შეხვედრები გაიმართა რუსთავსა და მარნეულში.

 

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მეწარმეებს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობაზე. სააგენტოს სურსათით ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების სამმართველოს უფროსმა მაკა მაისურაძემ ვრცლად ისაუბრა სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე, პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე. გაიმართა დისკუსია.

ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს საზოგადოების, მათ შორის ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდას სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ და კომუნიკაციის გააქტიურებას სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მოქალაქეებს შორის.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ანალოგიური შეხვედრები საქართველოს 10 რეგიონულ ქალაქში გაიმართება.

პროექტი ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „თანამშრომლობა განვითარებისათვის და დემოკრატიის ხელშეწყობა“ და ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.