კარაქ ვალიოს ეტიკეტი

2018 წლის 19 სექტემბერს მომხმარებელმა მოგვმართა მაღაზია „კარფურში“ ნაყიდ კარაქ „ვალიოს“ ეტიკეტთან დაკავშირებით. კერძოდ, კარაქის შეფუთვაზე ვარგისიანობის ორი, განსხვავებული ვადა იყო მითითებული. მომხმარებელი გამოთქვამდა ეჭვს, რომ ეტიკეტი გაყალბებული იყო.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2018 წლის 24 სექტემბერს „თბილისი მოლში“ მდებარე „კარფურის“ ერთ-ერთ ფილიალში შევიძინეთ კარაქი „ვალიო“, რომლის ეტიკეტზეც ვარგისიანობის ორი ვადაა მითითებული: 8 თვე და 18 თვე (23.03.2018-14.09.2019).  აღსანიშნავია, რომ ვარგისინობის 8-თვიანი ვადა მითითებულია უცხოენოვან წარწერებზე, ხოლო ქართულენოვან ტექსტში ამის თაობაზე არ არის აღნიშნული. 

  

ისიც საგულისხმოა, რომ შავი შრიფტით დატანილი გამოშვების თარიღი, საათი და ვარგისიანობის ვადა, სპირტით ადვილად იშლება. საყურადღებოა ისიც, რომ კარაქისათვის 18-თვიანი ვადა მეტად დიდია.

ვთვლით, რომ აღნიშნული პროდუქტის გაყიდვით ირღვევა სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნები. ამავე დროს, ჩნდება ეჭვი იმის თაობაზე, ხომ არ არის ეს პროდუქტი ფალსიფიცირებული. 

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში, მაღაზია „კარფურში“ და პროდუქტის დისტრიბუტორთან შპს ევროპროდუქტში.

--------

15 ოქტომბერს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ პასუხი, რომლის მიხედვითაც სააგენტომ განახორციელა კონტროლი, როგორც ჰიპერმარკეტ „კარფურში“, ისე შპს ევროპროდუქტის საწყობში. „კარფურიდან“ „ვალიოს“ მითითებული კარაქის პარტია გატანილი აღმოჩნდა, იმპორტიორის მიერ, ხოლო შპს ევროპროდუქტმა სააგენტოს წარუდგინა დოკუმენტაცია, რომ დაწყებული აქვს არასწორი ეტიკეტით ბაზარზე განთავსებული კარაქის პარტიის გამოთხოვის პროცედურა.

 

  

ნინო   01:48:47 2018-10-17  უპასუხე   
და თქვენ გგონიათ ეგ ახალი ამბავია.მასე აწერია ვალიოს კარაქს ერთი სამი წელია და მასშინ რომ ვნახე კინაღამ გავგიჟდი.ვიკითხე კონსულტანტთან ევროპროდუქტის მაღაზიის ერთ-ერთ ფილიალში შეცდომა ხომ არ არის თქო როგორ შეიძლება კარაქს ამხელა ვადა ქონდეს და არაო და მას მერე არც მიყიდია ვყიდულობ პრეზიდენტს რომელსაც 8 თვე აქვს თუ ზუსტად მახსოვს ვადა

Nana   17:21:41 2018-10-16  უპასუხე   
პედიატრის რეკომენდაციით, მხოლოდ ამ კარაქს ვაჭმევ ბავშვს და ვყიდულობ ევროპროდუქტში. უკვე აღარ ვიცი ვის უნდა ვენდოთ, თავისი სარგებლისთვის ყველაფერზე მიდიან და სამარცხვინოა ეს ყველაფერი.

ევროპროდუქტი   18:41:32 2018-09-28  უპასუხე   
განცხადების მეორე ნაწილი



ევროპროდუქტი   18:40:30 2018-09-28  უპასუხე   
"ვალიოს" იმპორტიორისა და დისტრიბუტორის სახელით, ასევე თავად მწარმოებლის სახელით ვავრცელებთ განცხადებას "ვალიოს" კარაქის ვადებთან დაკავშირებით წარმოქმნილ გაუგებრობებზე.



ვალიო   16:41:40 2018-09-28  უპასუხე   
"ვალიოს" მწარმოებლის განცხადება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით:


თამარ, CSRDG   16:59:51 2018-09-28  უპასუხე   
მადლობა ინფორმაციისთვის. თუ არ შეწუხდებით იქნებ ქართულენოვანი განცხადებაც დადოთ ყველა მომხმარებელს რომ შეეძლოს შინაარსის გაგება

ევროპროდუქტი   16:33:24 2018-09-28  უპასუხე   
"ვალიოს" იმპორტიორისა და დისტრიბუტორის სახელით, ასევე თავად მწარმოებლის სახელით ვავრცელებთ განცხადებას "ვალიოს" კარაქის ვადებთან დაკავშირებით წარმოქმნილ გაუგებრობებზე.