შაქრის ეტიკეტი

მიმდინარე წლის 21 ივნისს მომხმარებელმა მოგვიტანა ი.მ. „დალი ცირეკიძის“ მიერ წარმოებული/დაფასოებული შაქრის შეფუთვა წარწერით „ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი“. მთავრობის დადგენილებით „ბიოლოგიური წარმოების შესახებ“ აკრძალულია  ეტიკეტზე, ტერმინების „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკოლოგიურად სუფთა“, „ბიო“, „ეკო“ და მსგავს სიტყვათა კომბინაციის მითითება, თუკი პროდუქტი ბიოწარმოების წესების შესაბამისად არ არის წარმოებული. ბიოწარმოების სერტიფიკატს იძლევა კერძო სასერტიფიკაციო ორგანო, რომლის მონაცემების ეტიკეტზე მითითებაც ასევე აუცილებელია. 

მოცემული შაქრის შეფუთვაზე სასერტიფიკაციო ორგანო არ იყო მითითებული. გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მეწარმესთან

---------

მეწარმესთან გაგზავნილი წერილი დაგვიბრუნდა. საწარმო არ მოიძებნა ეტიკეტზე მითითებულ მისამართზე.