ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები

ვიწყებთ ევროკავშირის არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემის (RAPEX) ყოველკვირეული ანგარიშების ბმულების გამოქვეყნებას.  ანგარიშები ინგლისურადაა.

სწრაფი განგაშის სისტემაში მონაცემები შეაქვთ ევროკავშირის სახელმწიფო მაკონტროლებელ უწყებებსა და მეწარმეებს. ევროკავშირის ყველა ქვეყნის შესაბამისი მაკონტროლებელი უწყება ვალდებულია შეტყობინების შესაბამისი რეაგირება მოახდინოს და არ დაუშვას საფრთხის შემცველი პროდუქტის გაყიდვა.

სამწუხაროდ, საქართველოში, მხოლოდ რამდენიმე სახის პროდუქტის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება და პროდუქტების დიდი ნაწილი, რომელიც თუნდაც ევროკავშირში სახიფათოდ აღიარეს, შეიძლება თავისუფლად მოხვდეს საქართველოს ბაზარზე.

ასე რომ, თუკი სავაჭრო ქსელში ნახავთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ანგარიშებშია შესული, გირჩევთ მათი სერიული ნომრები გადაამოწმოთ და თუკი ისინი ანგარიშში მითითებულ ნომრებს დაემთხვა, ესე იგი, საქონლის ეს პარტია საფრთხის შემცველია.