პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

 

მიმდინარე წლის მარტში 33-მა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას, რათა სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს ყველა სახის პროდუქტის უსაფრთხოებაზე და ყველა პროდუქტის უსაფრთხოება კანონით იყოს დაცული. კერძოდ, ვითხოვდით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მოქმედება არ შეიზღუდოს მხოლოდ გარკვეული სახის პროდუქტებით, როგორც ეს დღესაა. ჩვენი მიმართვის საპასუხოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მივიღეთ პასუხი, რომლის მიხედვითაც, სამინისტრომ ახლა უკვე წერილობით დააფიქსირა, რომ არსებული მიდგომის შეცვლას არ აპირებს.  

კოდექსის ცვლილებების პროექტი პარლამენტში განიხილება. იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი ჩვენს მოთხოვნას გაიზიარებს და გადადგამს ნაბიჯს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.