სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული კონტროლის შედეგები

თებერვალში გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის სექტემბერ-დეკემბერში განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ. ეს ინფორმაცია არასრული იყო, ამიტომ დამატებით მოგვიხდა მონაცემების გამოთხოვა. ამჯერად სააგენტომ მოგვაწოდა დაჯარიმებული ბიზნესოპერატორებისა და შემოწმებული პროდუქტების სია, რასაც ვაქვეყნებთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი პერიოდის გარდა, სხვადასხვა ფაილებში 2017 წლის სხვადასხვა პერიოდის მონაცემებია თავმოყრილი. სააგენტოდან მონაცემების უფრო მოწესრიგებულად მიღება ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, მომხმარებლისათვის ეს მონაცემები საინტერესო იქნება. აქ შეგიძლიათ ნახოთ, გამოვლინდა თუ არა რაიმე დარღვევა თქვენთვის საინტერესო საწარმოში, ან სურსათში.   

- დაჯარიმებული საწარმოები;

- ვეტპრეპარატები, პესტიციდები, აგროქიმიკატები;

- კვერცხი;

- ნაყინი;

- სასმელი წყალი;

- სხვადასხვა სურსათი.