სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის სექტემბერ-დეკემბრის კონტროლის შედეგები

ვაგრძელებთ სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგების გამოთხოვას. ამჯერად გამოვითხოვეთ 2017 წლის სექტემბერ-დეკემბერის შედეგები. ჩვენი ორჯერადი მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით სეს-მა ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად მაინც არ გამოაქვეყნა. კერძოდ, არ გამოუქვეყნებია მონაცემები იმის თაობაზე, თუ რა დარღვევები გამოვლინდა მის მიერ შემოწმებულ საწარმოებში, ასევე, იმ სასურსათო პროდუქტების სია, რომლებიც შეამოწმა და სხვა. ჩვენ უკვე მესამედ გამოვითხოვეთ ეს ინფორმაცია და იმედი გვაქვს ამჯერად მაინც გამოქვეყნდება ის მონაცემები, რაც მომხმარებლისათვის ყველაზე საინტერესოა. 

დღესდღეობით გამოქვეყნებული ინფორმაციიდან შემდეგი საგულისხმო დასკვნების გამოტანა შეიძლება: 

1. სეს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას და საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია.

2. პრობლემებად რჩება: 

ნორმების დარღვევები აღმოჩნდა ზემოაღნიშნულ პარამეტრებზე გამოკვლეული ნიმუშების დაახლოებით ნახევარში. 

დამატებით ინფორმაციას სეს-ისგან მისი მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.