მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ -- წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს

ბოლო ხანებში არაერთხელ გავამახვილეთ საზოგადოების ყურადღება იმასთან დაკავშირებით, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) არ ასრულებს კანონის მოთხოვნას მის მიერ აღმოჩენილი მავნე პროდუქტების შესახებ მოსახლეობის დროული ინფორმირების თაობაზე. ამ საკითხზე მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ. 

ჩვენთვის სულ 100 პროდუქტის შესახებ გახდა ცნობილი, რომელთა მავნეობაც სეს-მა 2013-2017 წლებში ლაბორატორიულად დაადგინა, მაგრამ მოსახლეობის სათანადო ინფორმირება არ მოუხდენია. როგორც ჩანს, ეს წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკაა. ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად, სეს ამ პრობლემის არსებობას არ აღიარებს, ამიტომაც მივმართეთ სეს-ის ზემდგომ უწყებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. იმედი გვაქვს სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს და უზრუნველყოფს იმას, რომ მოსახლეობას მიეწოდოს დროული და  სათანადო ინფორმაცია სურსათთან დაკავშირებული რისკებისაგან საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად.