იმერული ყველი - შპს „წიფორა სამცხე“

2018 წლის 7 იანვარს მომხმარებელმა თხოვნით მოგვმართა შეგვემოწმებინა მაღაზია „ორ ნაბიჯში“ გასაყიდი „შპს წიფორა სამცხეს“ წარმოებული იმერული ყველი. მომხმარებელს ეჭვი ჰქონდა, რომ პროდუქტი არ არის ნატურალური რძისგან დამზადებული.

2018 წლის 11 იანვარს მაღაზია „ორი ნაბიჯის“ ერთ-ერთ ფილიალში (ქ. თბილისი, იონა ვაკელის 18)  შევიძინეთ შპს „სამცხე წიფორას“ მიერ დამზადებული „ყველი იმერული მარილიანი“ და ჩავაბარეთ ორ ლაბორატორიაში: საერთო ცხიმში რძის ცხიმის შემცველობის განსასაზღვრად და პროდუქტში რძის ფხვნილის შემცველობის დასადგენად.

ლაბორატორიებიდან მიღებული პასუხების მიხედვით: ყველის საერთო ცხიმში რძის ცხიმის შემცველობა 99,1% იყო, ხოლო რძის ფხვნილი პროდუქტში არ აღმოჩნდა.