მომხმარებლის უფლებების დარღვევები საცალო ვაჭრობაში

გამოცდილება აჩვენებს, რომ საქართველოს სავაჭრო ქსელში არც თუ იშვიათია მომხმარებლის უფლებების დარღვევა.

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ამ მხრივ. შეგხვედრიათ თუ არა :

გთხოვთ მოიყვანოთ კონკრეტული მაგალითები. თუ შეძლებთ, დამამტკიცებელი საბუთიც (მაგალითად, ნაკლიანი პროდუქციის ან შეცდომაში შემყვანი წარწერის ფოტო)

asmai   09:54:47 2017-11-12  უპასუხე   
არასამთავრობო ორგანიზ.ხელმძღვანელზე მადონა კოიძეზე აცხადებენ,რომ ქვეყნის პირველი კონტროლიორია,მაგას მივმართოთ დარღვევებზეე?ტელეფონი როგორაა/?
თამარ, CSRDG   13:19:55 2017-11-13  უპასუხე   
ვერ გეტყვით ასმათ, მადონა კოიძე არის მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი. იქნებ ინტერნეტში ან 09-ზე მოიძიოთ მისი ნომერი

ია   09:46:15 2017-01-24  უპასუხე   
ვულევუ და ლუტეცია "ბრენდული" პარფიუმერული მაღაზიებიაო - დამეთანხმებით. იცით კი რომ - არცერთი (!), ვიმეორებ არცერთი ფრანგული წარმოების სუნამო არ არის ორიგინალი. თურმე მესამე დონის ქვეყნებისათვის საფრანგეთის პარფიუმერული ფაბრიკის კონვეირი ამზადებს სხვა პროდუქციას, რაც უკვე სიყალბე და ტყუილია. ფასები რომ "ჰაი" კლასის პროდუქციისაა - ამას რა ვუყოთ? საფრანგეთი, ფრანგული სუნამოს წარმოების ლიცენზიას არც ერთ ქვეყანას არ აძლევს. არ სჭირდება უბრალოდ ეს! მოვითხოვე ადგილზე "ცოცხალ ბეჭდიანი" სერტიფიკატი, რომელიც პროდუქციის ყველა პარტიას საკუთარი უნდა ჰქონდეს - და არ ჰქონდათ მაღაზიაში, სათაოში კი გვაქვსო, მაგრამ ასე პაჭა-პუჭა ფილიალებში რაში გვჭირდებაო.
ხო... არ დამავიწყდეს, იტალიური, ესპანური და გერმანული პროდუქცია შედარებით მიახლოებულია ორიგინალთან, მეტი წილი ორიგინალია. რა ვიყოთ ახალა ამას? კითხვა რიტორიკულია? ფასები ასტრონომიული ნაგავში გადაყრილი!

მიხეილი   11:03:22 2016-10-29  უპასუხე   
სოსისები და ძეხვების შემოწმება არ გიფიქრიათ? რატომ მასზე არ წერთ არაფერს. ?!!!!
თამარ, CSRDG   09:49:53 2016-10-31  უპასუხე   
მიხეილ სოსისები და ძეხვები არაერთხელ შეგვიმოწმებია, თუ ნახავთ ჩვენს გვერდზე შემოწმებებს შედეგებსაც იხილავთ. თუ რაიმე კონკრეტული პროდუქტის შემოწმება გაინტერესებთ მოგვწერეთ რა პროდუქტია, სად იყიდება და რატომ გინდათ სემოწმება

maka   20:16:40 2016-01-31  უპასუხე   
გამარობათ, წავიკიტხე ინტერნეტში ირანიდან ტექნიკური მარილი შემოაქვთო და აფასოებენ და ყიდიან როგორ სუფრის მარილსო. რანდენად უსაფრთხოა ის ადამიანისთვის და ნებადართულია თუა არა მისი რეალიზაცია ამ სახით? მე პირადად
ვიცი ერთ-ერთი ქართული კომპანია, რომელსაც ჩამოქავს ტექნიკური მარილი ირანიდან.
თამარ, CSRDG   14:06:29 2016-02-02  უპასუხე   
მაკა ეს ისტერია ტექნიკურ მარილზე და მარილში ტყვიის შემცველობაზე 2013 წელს ატყდა. მაშინ ჩვენც შევამოწმეთ 5 დასახელების მარილი და არცერთში ტყვია არ აღმოუჩენია ლაბორატორიას. კვლევები ასევე ჩაატარა სურსათის ერვნულმა სააგენტომაც და მათ ამოიღეს ერთი ფირმის მარილი ბაზრიდან. დრეს ატეხილი ხელახალი აჟიოტაჟი არანაირად არ ეყრდნობა ახალ კვლევებს, ეს ინფორმაცია სურსათის ერუვნულ სააგენტოშიც გადავამოწმეთ- 2013 წლის შემდეგ მარილში არანაირი დარღვევა არ აღმოჩენილა. ძველ ინფორმაციას ასაღებს ვიღაც ახლად. რატომ და რა მიზეზით ეს ჩვენთვის უცნობია. თუ თქვენ იცით ფირმა რომელსაც ირანიდან შემოაქვს მარილი და ეჭვი გეპარებათ რომ შეიძლება ტყვიას შეიცავდეს, მოგვწერეთ რომელ მაღაზიაში შეიძლება ამ ფირმის მარილის ყიდვა, რა დასახელებით და ჩვენ შევამოწმებთ

ინტერნეტ სერვისი   20:01:04 2016-01-30  უპასუხე   
ძალიან გთხოვთ გვითხრათ რომელი ფქვილი არ არის გენმოდიცირებული?
თამარ, CSRDG   14:08:19 2016-02-02  უპასუხე   
ჩვენს მიერ ფქვილის გმო-ს შემცველობაზე შემოწმების შედეგები ნახეთ ამ ბმულზე

ინტერნეტ სერვისი   19:59:22 2016-01-30  უპასუხე   
რაღაც მინდა გკითხოთ.ქვა მარილში ტყვია შედისო და გვაინტერესებს რამდენად შეესაბამება სიმართლეს.
თამარ, CSRDG   14:07:02 2016-02-02  უპასუხე   
ეს ისტერია ტექნიკურ მარილზე და მარილში ტყვიის შემცველობაზე 2013 წელს ატყდა. მაშინ ჩვენც შევამოწმეთ 5 დასახელების მარილი და არცერთში ტყვია არ აღმოუჩენია ლაბორატორიას. კვლევები ასევე ჩაატარა სურსათის ერვნულმა სააგენტომაც და მათ ამოიღეს ერთი ფირმის მარილი ბაზრიდან. დრეს ატეხილი ხელახალი აჟიოტაჟი არანაირად არ ეყრდნობა ახალ კვლევებს, ეს ინფორმაცია სურსათის ერუვნულ სააგენტოშიც გადავამოწმეთ- 2013 წლის შემდეგ მარილში არანაირი დარღვევა არ აღმოჩენილა. ძველ ინფორმაციას ასაღებს ვიღაც ახლად. რატომ და რა მიზეზით ეს ჩვენთვის უცნობია. თუ თქვენ იცით ფირმა რომელსაც ირანიდან შემოაქვს მარილი და ეჭვი გეპარებათ რომ შეიძლება ტყვიას შეიცავდეს, მოგვწერეთ რომელ მაღაზიაში შეიძლება ამ ფირმის მარილის ყიდვა, რა დასახელებით და ჩვენ შევამოწმებთ

demuri   20:13:18 2015-10-15  უპასუხე   
მოკლედ ამ ქვეყანაში მომხმარებელი არის სრულიად დაუცველი-გატყუებენ ზომა წონაში/ხარისხში /პირობებზე/არაფერს საგარანტიო არ ააქვს და გამკიტხავი არავინაა.ალბათ მარტო საქარტველოში ხდება რომ გატყუებენ წონაში ზომაში და ეს დანაშაული დასჯადი არაა . ეს რა ქვეყანაა ასეთ ქვეყანას ევროპაში ვინ მიიღებს?????

Irma   13:48:34 2015-09-28  უპასუხე   
მოგესალმებით,

გაცნობებთ,რომ დღეს ფანტასტიკოს პასტაში აღმოჩმდა ტარაკანი. იხ. სურათი


თამარ, CSRDG   14:03:42 2015-09-28  უპასუხე   
ირმა მიმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მიუთიტეთ სად შეიძნეთ ეს პასტა. სააგენტო ამოიღებს გაყიდვიდან ამ პარტიის პროდუქტს. მათი ნომერია 2919167

ucnobi   16:09:49 2015-08-17  უპასუხე   
გამარჯობათ! მაინტერესებს, ნებისმიერი პროდუქცია, რომელსაც აქვს დღის ბოლომდე ვადა, აქვს თუ არა მაღაზიას გაყიდვის უფლება?
თამარ, CSRDG   10:17:09 2015-08-18  უპასუხე   
პროდუქციას თუ დღის ბოლომდე აქვს ვადა ის ვადაგასულად ვერ ჩაითვლება და შესაბამისად მისი გაყიდვაც შესაძლებელია

rusa   10:12:34 2015-05-05  უპასუხე   
მოგესალმებით, თუ შესაძლებელია იმის გაგება თუ რა შემადგენლობისაა პური და მისი შედარება ეტიკეტზე არსებულ ინფორმაციასთან, გთხოვთ შეამოწმოთ პური ამარანტი.
თამარ, CSRDG   14:35:33 2015-05-05  უპასუხე   
რუსა სავარაუდოდ ამიას ლაბორატორიები ვერ გაგვიკეთებენ. თუმცა მაინც შევეცდებით გავარკვიოთ

gurami   12:16:19 2015-04-02  უპასუხე   
გამარჯობა, მარხვის პერიოდში სოკო ალბათ ყველაზე აქტუალური პროდუქტია, მე პირადად ვარ "რუსთავის" სოკოს მომხმარებელი და კმაყოფილი ვარ მათი პროდუქციით, ამ ბოლო დროს კარფურის ქსელში შევნიშნე ქამა სოკო ოღონდ მწვანე შეფუთვაში, ფასი შედარებით დაბალი აქვს, მაინტერესებს რამდენად უვნებელია ეს სოკო და შეგიძლიათ თუ არა რომ შეამოწმოთ იგი?


თამარ, CSRDG   15:10:56 2015-04-02  უპასუხე   
გავარკვევთ გურამ სოკოში რისი შემოწმების შესაძლებლობას მოგვცემენ ლაბორატორიები

nato   10:18:25 2015-04-02  უპასუხე   
გამარჯობათ, გუშინ შევედი ახმეტელის მიმდებერე ტერიტორიაზე მდებარე მაღაზია დეაში.სველ ხელსახოცზე მიკრული იყო 1.35. მოლარემ ხელსახოცი ბაზაში გაატარა, 1.60 გადამახდევინა, და პასუხი რომ მოვთხოვე, მითხრა რომ ესე იყო მითითებული ბაზაში. როდესაც გამოვთქვი უკმაყოფილება 20 თეთრი დამიბრუნა(25 ის მაგივრად). ძალინა გთხოვთ მონიტორინგი ჩაუტაროთ მაღაზიებს, უკვე დიდი ხანია მსგავსი შემთხვევები არაერთ მაღაზიებში დაფიქსირდა.
თამარ, CSRDG   15:57:52 2015-04-02  უპასუხე   
ნატო ჩვენ არ გვაქვს მაღაზიებში მონიტორინგის უფლება რადგან არ ვართ მაკონტროლებელი ორგანო.

Tazo Zurashvili   19:20:49 2014-07-09  უპასუხე   
ფოტო



Tazo Zurashvili   19:18:06 2014-07-09  უპასუხე   
აი გვერდითა მხრიდან გადაღებული ფოტო

Tazo Zurashvili   14:54:39 2014-07-09  უპასუხე   
აი მეორე ფოტოც



Tazo Zurashvili   14:53:50 2014-07-09  უპასუხე   
გამარჯობა, რუსთავში სასტუმრო გრანდ ვეჯინში პირველ სართულზე არის განთავსებული სუპერმარკეტი ვეჯინი და გუშინ უნდა შემეძინა შოკოლადის კარაქი შატილი და თარიღი მითითებული ჰქონდა 03.03.2014 გამოშვების თარიღი კი იყო ეს მაგრამ ვადა ასულია უკვე 03.06.2014-ში და ასეთი თან ქვეყანა ელაგათ დახლზე. თქვენ თვითონ თუ მიბრძანდებით და შეიძენთ დარწმუნდებით.


თამარ, CSRDG   15:47:22 2014-07-09  უპასუხე   
თაზო ამ კარაქის შეფუთვაზე მითითებულია თარიღი 16 02 14. თუ არ შეწუხდებით იქნებ გვერდითა ეტიკეტიც გადაიღოთ და ატვირთოთ, სადაც საუბარია შენახვის ვადაზე
Tazo Zurashvili   19:23:41 2014-07-09  უპასუხე   
საერთოდ ამ კარაქს რუსთავში ყველგან თუ გადაამოწმებთ კარგი იქნება კიდევ ორ მაღაზიაში ვნახე ვადაგასულები.

tako   19:36:47 2014-02-05  უპასუხე   
მაღაზია მერლინში (პეკინზე) შევიძინე ქურთუკი საჩუქრად, დამპირდნენ ზომაში გადაგიცვლით თუ ზომა გვექნებაო. მე5 დღეს მივედი ვაკის ფილიალში (მანდ გამაგზავნეს ზომაზე) და გაახსენდა კონსულტანტს, მხოლოდ 2 დღის ვადაში ცვლიან, რაც ჩემთვის ყიდვისას არ უთქვამს არც კონსულტანტს, არც მოლარეს, არც მენეჯერს. როგორ უნდა მოვიქცე მე არასრულფასოვნად ინფორმირებული დაზარალებული კლიენტი?

nugzari   14:38:48 2013-08-24  უპასუხე   
თვითონ პროდუკტზე არის თუ არა პასუხისმგებელი ანუ ნებისმიერი მომწოდებელისგან უნდა მიიღოს თუ არა პრეპარატი ისე რომ მისი ვარგისიანობა განსაზღვრული იყოს მხოლოდ გამოშვების თარიღით,არ დაინტერესდეს წარმომავლობაზე ან ამ ფირმას ან მომწოდებელს აქვს თუ არა ასეთი საქონლის ვაჭრობის უფლება,უბრალოდ ლოგიკა რომ იყოს აფთიაქში მოხვედრამდე დისტრიუბუტორია პასუხისმგებელი აფთიაქის საწყობში მოხვედრისას აფთიაქი , ელემენტარულად თუ არ დაიცვა აფთიაქმა შენახვის წესები და პირობები წამალი გაფუჭდება ვინ იქნება პასუხისმგებელი,გამოდის რომ წამალზე მის ვარგისიანობაზე პასუხისმგებელი არავინაა

nugzari   15:56:10 2013-08-23  უპასუხე   
მაინტერესებს პასუხს აგებს თუ არა აფთიაქი მის მიერ გაყიდულ წამალზე ან თუნდაც იცოდეს მომწოდებლის ზუსტი კოორდინატები, დისტრიუბუტორი მაინც თუ არის პასუხებელი წამალზე,საზღვარგარეთიდან შემოსულ წამლებზე თუ არის რაიმე კონტროლი ან სერტიფიცირება საქართველოში,ბავშვის კვების ყიდვის დროს ყოველთბის ვეკითხები ვარგისიანობას საპასუხოდ კი ღიმილ ნარევად მპასუხობენ ალბათ კარგია ალბათ არ მოწამლავს!!!!!!!!!!! ჩვენ არაპერ შუაშივართ . მიპასუხეთ გთხოვთ
თამარ, CSRDG   12:53:37 2013-08-24  უპასუხე   
ნუგზარ იქნებ უფრო დაგვიკონკრეტოთ თქვენი შეკითხვა. თქვენ გაინტერესებთ ვადაგასული პროდუქტის გაყიდვაზე არის თუ არა გამყიდველი ობიექტი (ამ შემთხვევაში აფთიაქი) პასუხისმგებელი?

nino   16:27:15 2013-07-23  უპასუხე   
კონსულტანტი ვარ და ასე ხდება ჩვენს მაღაზიაშიც(ნუ რაღა თქმა უნდა მაღაზიის სახელს ვერ დავასახელებ,გასაგები მიზეზების გამო)უკვე ფასდაკლებულ ფეხსაცმელს,სეზონზე ფასი ისევ ემატება.ნუ რას ვიზამთ,სამწუხაროდ ასეა.მე ვერაფერს შევცვლი,ერთი ორჯერ რო აღვნიშნე მენეჯერთან მეთქი უსამართლობაა რო კონსულტანტებს გვლანძღავს ხალხი მომატებული ფასის გამო მეთქი,თუ არ მოგწონს წადიო:D არადა მართალია ეს ხალხი და მოკალიი:Dწინა წლის თუნდაც სეზონური კოლექცია,უნდა ღირდეს უფრო იაფი,ვიდრე ახალი და სეზონური კოლექცია.მაგრამ უმეტესად ასე არაა

ნინო რაზმაძე   17:27:23 2013-03-10  უპასუხე   
მაინტერესებს, ფასდაკლების საიტებთან დაკავშირებით რა ხდება? კონტროლდება თუ არა რამდენად სრულ და ზუსტ ინფორმაციას აწვდიან მომხმარებელს?

მაგალითად, swoop-ს წესდებაში უწერია პასუხს არ ვაგებთ პროდუქტის ხარისხზე ან მომხმარებლის კეთილსინდისიერებაზეო (სხვათაშორის, ამ წესდებაში ძალიან ბევრი წერია რა ვალდებულება აქვს მომხმარებელს და განცხადებელს და მხოლოდ რამდენიმე წინადადება ეთმობა საკუთარ კომპანიას, სადაც მხოლოდ პასუხისმგებლობის არქონაზე ლაპარაკობენ). ასე რომ, ჯერ კარგად გამოიძიეთ რა პროდუქტია, დაუკავშირდით განმცხადებელს, არის თუ არა ორიგინალი ესა თუ ის პროდუქტი, დაგუგლეთ და ა.შ, და მხოლოდ მას შემდეგ შეიძინეთ. ასევე, hotspot წერს, რომ მისი მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია და ბლა ბლა ბლა, მაგრამ პატენტ kenwood-ს სთავაზობენ მომხმარებელს და არც აწერენ წარმომავლობას, ესაა ხარისხიანი პროდუქცია?

ასევე, ძალიან მაწუხებს Kenwood-ის პროდუქციის საკითხი... ამ ფირმის ხორცის მანქანების ფასები იწყება 250 ლარიდან, არადა ამ ფასდაკლების საიტებზე იყიდება 100 ლარზე დაბალ ფასში კენვუდის ის მოდელები, რომელიც საერთოდ არ გამოუშვია კენვუდს და არ აწერია რომ ეს არის პატენტი.

იხ. ბმულები:
http://vovovo.ge/Banda/Item/9cac87ab-841d-438b-88d7-7fb710fd80d7

http://swoop.ge/index.php?task=deal&id=4131&lang=ge&city=58

აი, ამ შემთხვევაში კი მთლად ანომალიაა.. კენვუდს საერთოდ არ აქვს მსგავსი ტიპის საქონელი წარმოებაში!

http://swoop.ge/index.php?task=deal&id=4241&lang=ge&city=58

მოკლედ, იქნებ დაუკავშირდეთ კენვუდის წარმომადგენლებს და შეატყობინოთ? იქნებ იმას მაინც მიაღწიონ რომ ასეთ შემთხვევებში დიდი ასოებით დაწერონ "პატენტი"!! თორემ კოლოსალური რაოდენობის მომხმარებელი ყიდულობს და ალბათ ჰგონიათ რომ ბანძი ფირმაა...

ასევე, გადაამოწმეთ ჩემი ინფორმაცია.. მე ამ მოდელის კენვუდის ხორცის მანქანა ვერ ვნახე ინტერნეტში და ვერც აეროგრილი და იქნებ მე ვცდები...


აი, ამ პოსტის წერის დროს აღმოვაჩინე, რომ სვუპიდან ჩემი კომენტარი წაუშლიათ!!! აი, რა უფლება აქვთ მომხმარებლის კომენტარი წაშალონ გამაგებინეთ??? წინა განცხადებაზე 100 ცალი გაყიდეს ეს ვითომ კენვუდი და ეტყობა არ უნდათ მომხმარებელმა სიმართლე გაიგოს!!

პატივისცემით,
ნინო
ლია, CSRDG   16:25:09 2013-03-11  უპასუხე   
არა ნინო, არც ფასდაკლების საიტები და საერთოდ ფასდაკლებები საქართველოში არავის მიერ არ კონტროლდება.

სხვისი სასაქონლო ნიშნის უნებართვოდ გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა რეალურად არც ამას აკონტროლებს ვინმე.

რაც შეეხება კენვუდს, თუ ფირმას არ აინტერესებს ჩვენს ბაზარზე თავისი სავაჭრო ნიშნის დაცვა, ჩვენ მას ამას ვერ მოვთხოვთ.
ნინო რაზმაძე   18:21:52 2013-03-11  უპასუხე   
და ამ საიტებს ვერ მოსთხოვთ რომ ზუსტი ინფორმაცია დაწერონ? რა მნიშვნელობა აქვს, ესეც ხომ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაა?

tina   21:07:13 2013-03-09  უპასუხე   
თბილისი მოლში, M&S მაღაზიაში, თეთრეულის განყოფილებაში, მეორე სართულზე, ვაპირებდი ერთ-ერთი დასახელების ნივთის შეძენას, რომელიც მანამდე რამდენჯერმე მქონდა ნანახი და კარგად მახსოვს, რომ ფასი 45 ლარი ეწერა. იგივე ეწერა ამჯერადაც, თუმცა როდესაც სალაროსთან მივედი და უკვე გადახდას ვაპირებდი, მოლარემ შემატყობინა 49 ლარი გაქვთ გადასახდელიო. მე მივუთითე საკიდზე არსებული ფასის ნიშანზე, სადაც გარვევით ეწერა 45 ლარი (იგივე ფასი იყო აღნიშნული ამ დასახელების ნივთის ყველა სხვა ზომაზეც). ამან ცოტა შეაფიქრიანა მოლარე და მან დაიწყო ამონაბეჭდებში ძებნა და დამიდასტურა რომ ფასი იყო 49 ლარი -აქაც ასე წერია და ასე არის პროგრამაშიო. მაშინ რატომ აწერია გამოფენილ საქონელს 45 ლარი - შვეკითხე. ეგ შეცდომააო. მე კი ვფიქრობ რომ ეს შეცდომა კი არა ქართული ტრადიციული ხრიკია. შეგნებულად გატყუებენ და იმაზეა გათვლილი, რომ სალაროსთან მისულს უნდა მოგერიდოს რაღაც რამედნიმე ლარის გამო უარის თქმა, თუმცა მე პრინციპულად არ გადავიხადე მეტი, რადგან კარგად ვიცნობ ამ ქსელის სამომხმარებლო პოლიტიკას ინგლისში (ლონდონსა და რამდენიმე პატარა ქალაქში) განთავსებული მაღაზიებიდან და მათი მომხმარებელიც ვარ რამდენიმე წელია. ფასდაკლებების პოლიტიკაც რა თქმა უდნა უფრო მოქნილი აქვთ. ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან ძალიან გამიხარDა რომ საქართველოშიც გაიხსნა ამ ქსელის მაღაზია. იქნებ ამ ქსელის მენეჯერებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ მსგავს შემთხვევებს, რომ ასთ ცნობილ ქსელს სახელი არ გაუტყდეს ჩვენს ქვეყანაში. ასეთი პოლიტიკა წარმატებას ვერ მოუტანთ.

დღესვე კიდევ ერთი საინტერესო ფაქტის მომსწრე გავხდიClarks-ის მაღაზიაში, იგივე თბილისი მოლში. უკვე ფასდაკლებული მამაკაცის ფეხსაცმელს 100 ლარი ჰქონდა მიმატებული. ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება. მართალია, არის ხოლმე 1-2 დღიანი აქციები სადაც გარკვევით წერია, რომ მხოლოდ ამ დღეებშია ფასდაკლება, მაგრამ ერთხელ უკვე ფასდაკლებულ საქონელს არცერთ ქვეყანაში აღარ უმატებენ ფასს. თუმცა ჩვენ ჯერ კიდეს შორს ვართ ამ სტანდარტებიდან, სამწუხაროდ...
ნინო რაზმაძე   17:51:34 2013-03-10  უპასუხე   
გამეცინა :D და ჯორდანოში ერთი და ორ გინახავთ რამდენიმე სეზონზე რომ იყიდება ერთი და იგივე ტანისამოსი და ხან ფასდაკლებული როა და ხან კატასტროფული ფასით???