სარჩელი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წინააღმდეგ

2017 წლის 12 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლო განუხილველად დატოვა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წინააღმდეგ შპს აისის სააპელაციო საჩივარი, მომჩივანის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო. სასამართლოს განჩინება იხილეთ აქ.

გურჯაანის ნაყინის მწარმოებელი კომპანია შპს აისი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს ედავება 2015 წელსmomxmarebeli.ge-ზე გამოქვეყნებული ნაყინის ლაბორატორიული კვლევების შედეგების გამო, რომლებშიც ნაყინის ბაქტერიოლოგიური დაბინძურება დაფიქსირდა. შპს აისის“ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა და დაადასტურა, რომ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (ვებპორტალ momxmarebeli.ge- მფლობელი და ადმინისტრატორი) კანონი არ დაურღვევია.