ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს

დიდი ბრიტანეთის მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის Which?-ის ადვოკატირების კამპანიის შედეგად საკაბელო ინტერნეტპროვიადერებმა მომხმარებლებისათვის ავტომატური კომპენსაციის მექანიზმის დანერგვა გადაწყვიტეს. იმ შემთხვევაში, როცა კომპანიები სათანადო მომსახურებას ვერ უზრუნველყოფენ, მომხმარებლებს საკომპენსაციო თანხებს ანგარიშებზე ავტომატურად დაურიცხავენ. მომხმარებლებს აღარ დასჭირდებათ კომპანიისათვის მიმართვა. მექანიზმის დანერგვაზე 5 კომპანია შეთანხმდა, რომლებიც საკაბელო ინტერნეტის მომხმარებელთა 90%-ს ემსახურებიან. მექანიზმი 15 თვეში ამოქმედდება, რაც საშუალებას მისცემს კომპანიებს ამ ცვლილებისათვის სათანადოდ მოემზადონ და მისი ეფექტიანი მოქმედება უზრუნველყონ.

კომპენსაციების ოდენობა შემდეგნაირად განისაზღვრა:

·      მომსახურება შეწყდა 2 სამუშაო დღეზე მეტი ვადით -- 8 ფუნტი სტერლინგი თითო სამუშაო დღეზე.

·      ხელოსანი არ მივიდა მომხმარებლის მისამართზე, ან ვიზიტი გაუქმდა 24 საათზე ნაკლები დროის წინასწარი შეტყობინების შედეგად -- 25 ფუნტი სტერლინგი.

·    პროვაიდერის დაპირების მიუხედავად, ახალი მომსახურების მიწოდება დათქმულ ვადაში არ დაიწყო -- 5 ფუნტი სტერლინგი თითო კალენდარულ დღეზე.    

 

წყარო: საკაბელო ინტერნეტის პროვაიდერები ავტომატურ კომპენსაციას შესთავაზებენ მომხმარებლებს, Which?-ის ვებსაიტი, https://www.which.co.uk/news/2017/11/broadband-providers-to-offer-automatic-compensation-to-customers/?utm_source=Consumers+International+-+Members+%26+Subscribers&utm_campaign=3c296ccaf0-WebSubsNov2017eNewsletter-English&utm_medium=email&utm_term=0_eab7ec67e5-3c296ccaf0-58337467