კვერცხი „კოდა“

2017 წლის 28 ოქტომბერს მომხმარებელმა დაფარული კომენტარი დაგვიტოვა ფეისბუქის გვერდზე:

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 31 ოქტომბერს დოლიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ორ ნაბიჯში“ შევიძინეთ 14.10.2017-ში დადებული „კოდას“ დაფასოებული კვერცხი და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში ანალიზისათვის. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მაღაზიის მაცივარში დაგვხვდა გაბზარული და ლაქებიანი კვერცხი, მაგრამ ეს შეფუთვა არ მოგვყიდეს.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით კვერცხის ორგანოლეპტიკური პარამეტრები ნორმაში აღმოჩნდა.