პროდუქტი „იმერული“

2017 წლის 28 ოქტომბერს მომხმარებელმა დაფარული კომენტარი დაგვიტოვა ფეისბუქის გვერდზე:

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 31 ოქტომბერს მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზიაში შევიძინეთ პროდუქტი „იმერული“, რომელსაც მაღაზიის მიერ გამოგზავნილ სასაქონლო ზედნადებში უწერია არა ყველი, არამედ სახაჭაპურე პროდუქტი და ამიტომაც ყველად ვერ ჩაითვლება. თუმცა, რადგან მომხმარებლის საჩივარი პროდუქტის საგემოვნო თვისებებს ეხებოდა, პროდუქტი ჩავაბარეთ ლაბორატორიაში ორგანოლეპტიკური ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით პროდუქტის ორგანოლეპტიკური პარამეტრები ნორმაშია და მას არ აღენიშნება უცხო სუნი და გემო.

აქვე, [CIT=ტექსტი](*)[/CIT] კიდევ ერთხელ შევახსენებთ მომხმარებლებს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სურსათი ყველის სახელწოდებით შეიძლება გაიყიდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პროდუქტი რძისაგანაა დამზადებული. დაუშვებელია ყველის სახელწოდებით გაიყიდოს მცენარეული ცხიმით, ან რძის ფხვნილით დამზადებული პროდუქტი[CIT=რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი](*)[/CIT]. ასე რომ, თუკი პროდუქტის ეტიკეტზე, ან თანდართულ დოკუმენტაციაში სიტყვა „ყველი“ არ არის მითითებული, სავარაუდოდ, ასეთი პროდუქტი ყველი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველივით გამოიყურებოდეს.