მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ

2017 წლის 1 სექტემბერს სურსათის ეროვნული სააგენტოდან (სეს) გამოვითხოვეთ ინფორმაცია 2017 წლის ივნის-აგვისტოში სეს-ის მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ. 18 სექტემბერს სეს-მა გვაცნობა, რომ კონტროლის შედეგები საკუთარ ვებსაიტზე გამოაქვეყნა, რაც ჩვენი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით გავახმაურეთ. მოცემული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ 2017 წლის ზაფხულში სეს-მა 10 მავნე პროდუქტი გამოავლინა. ესენია:

 

პროდუქტი

საწარმო

ლაბორატორიული კვლევის თარიღი

 

დარღვევა

ფრინველის გაყინული ხორცი

იმპორტიორი შპს „დიმკა“, ს/კ 245442944, წარმოებულია თურქეთში, პარტია 01.06.2017, "baypiliq"

19.06.17

სალმონელა

ნედლი რძე

მწარმოებელი შპს ,,ჯორჯიან ბიზნეს ზონ“

08.06.17

ბრუცელოზი

ნედლი რძე

მწარმოებელი გიორგი შანიძის ფერმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. გუმბრ

11.07.17

ბრუცელოზი

მხოლოდ მცენარეულ ცხიმზე დამზადებული რძის შემცველი პროდუქტი (3 ერთეული)

შპს ,,ათინათი“, ქუთაისი, სულხან-საბას 14, 15, 16

23.08.17

ტრანსცხიმები

პესტიციდი უნივერსალი, სფ

სარეალიზაციო ობიექტი შპს ახალი ფერმერი XXI, ამბროლაური, აღმაშენებლის 24

04.08.17

არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატის, აგროქიმიკატის ან პესტიციდის რეალიზაცია

პესტიციდი-ბინგო 40 ეკ

სარეალიზაციო ობიექტი, შპს კარტლის აგროსისტემები, ზუგდიდი

30.06.17

არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატის, აგროქიმიკატის ან პესტიციდის რეალიზაცია

ვეტერინარული პრეპარატი „შხამას ნაყენი“

არ არის მითითებული

2017 წ. ივნისი

არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატის, აგროქიმიკატის ან პესტიციდის რეალიზაცია

ვეტერინარული პრეპარატი „ალბენდაზოლ 600“ ბოლუსები

არ არის მითითებული

2017 წ. ივნისი

არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატის, აგროქიმიკატის ან პესტიციდის რეალიზაცია

ყველა ზემოხსენებულ შემთხვევასთან დაკავშირებით, სეს-ის ინფორმაციით, მოხდა პროდუქტის რეალიზაციიდან ამოღება და ბიზნესოპერატორის დაჯარიმება. ამავე დროს, თუ დადასტურებულია, რომ ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები, ვეტერინარული პრეპარატი, აგროქიმიკატი, ან პესტიციდი მავნეა  ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობისათვის, მცენარეთა სიჯანსაღისათვის და გარემოსათვის, სეს ვალდებულია მოსახლეობის დროული ინფორმირება მოახდინოს[1]. ეს ვალდებულება იმის გამო არსებობს, რომ შესაძლოა მავნე პროდუქტის პარტიის ნაწილი უკვე რეალიზებული იყოს, ან სხვა სავაჭრო ობიექტებიც ახდენდნენ მის რეალიზაციას.  19 სექტემბერს, სხვა საკითხებთან ერთად, მივმართეთ სეს-ს კითხვით მოახდინეს, თუ არა მათ ზემოთ ცამოთვლილ შემთხვევებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირება, რაზეც, დიდი დაგვიანებით, 17 ოქტომბერს გაცემულ პასუხში მიგვითითეს მათ ვებსაიტზე გამოქვეყნებული „თვის ანგარიშები“.

თუმცა, ბოლო, 2017 წლის ივნისის ანგარიშში ზემოთ ჩამოთვლილი მავნე პროდუქტები კონკრეტულად არ არის მითითებული. რაც შეეხება ჩვენი მოთხოვნის პასუხად გამოქვეყნებულ 2017 წლის ზაფხულის კონტროლის შედეგებს, მათი გამოქვეყნება, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ სექტემბრის მეორე ნახევარში მოხდა, რაც დროულად ვერ ჩაითვლება და არც სეს-ის ინიციატივა ყოფილა. გარდა ამისა, ასეთი ტიპის ანგარიშებში მავნე პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას არა აქვს მოსახლეობისათვის გაფრთხილების ფორმა და რთულად ხელმისაწვდომია მოქალაქეებისათვის.

სეს-ის ბოლო წლების საქმიანობაზე დაკვირვების შედეგად ჩვენ 2017 წლის 11 ივლისს გამოვაქვეყნეთ განცხადება, სადაც აღვნიშნავდით, რომ სეს არ ასრულებს კანონის მოთხოვნას ბაზარზე განთავსებული მავნე სურსათის თაობაზე მოსახლეობის დროული ინფორმირების შესახებ და არ ახორციელებს სათანადო ზომებს მოქალაქეთა  სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა ისევ გრძელდება და აუცილებელ გამოსწორებას საჭიროებს.

 

 



[1]სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მ.22, პ. ა.ე), ბ.მ), გ.კ).