თევზი ხეკი ნიკორადან

2017 წლის 17 სექტემბერს მომხმარებელმა დაფარული კომენტარი დაგვიტოვა ფეისბუქის გვერდზე და გვთხოვა თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე (მე-2 მკრ., მე-3 კვარტ., კორპ. 6-ის მიმდებარედ), მაღაზია „ნიკორაში“ თევზის შემოწმება.

2017 წლის 21 სექტემბერს მითითებულ მაღაზიაში შევიძინეთ „თევზი გაყინული ხეკი წონის კგ. ოკეანე“ და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით პროდუქტს ახლავს სიძველის (ლპობის) სუნი, არის რბილი და ადვილად შლადი კონსინსტენციის.

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში.

__________________________

2017 წლის 01 ნოემბერს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ ხეკი გაყიდვაში აღარ იყო. სხვა დარღვევა მაღაზიაში სააგენტოს არ გამოუვლენია.

--------------------------------------------

2017 წლის 19 დეკემბერს აღმოჩენილი დარღვევების გადასამოწმებლად ვეწვიეთ მაღაზია „ნიკორას“. თევზი ხეკი მაღაზიაში არ იყიდებოდა, მაგრამ პროდუქტის შენახვის პირობების შესამოწმებლად, შევიძინეთ გაყინული თევზი სკუმბრია და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, თევზის ორგანოლეპტიკური პარამეტრები ნორმაში აღმოჩნდა.