საჭყიპინო და აბაზანის რბილი სათამაშოები

© მომხმარებელი-ge ვებ-გვერდის მითითების შემთხვევაში მასალის გამოყენება თავისუფალია

2016 წლის ბოლოს, ჩვენი შემოწმებების შედეგად, თბილისის მაღაზიებში რეალიზებულ თოჯინებში ევროკავშირში აკრძალული მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა. მომხმარებელთა თხოვნით გავაგრძელეთ სხვა ტიპის სათამაშოების შემოწმებაც (იხ. მაგალითად ღრძილების მასაჟორების შემოწმება, სხვა სათამაშოების შემოწმება), მათ შორის ცალკე გამოვყავით ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი საჭყიპინო და აბაზანის რბილი სათამაშოები.

სათამაშოები შევისყიდეთ თბილისის მაღაზიებში (თითოეულ მაღაზიაში შევეცადეთ აგვერჩია ყველაზე იაფი სათამაშო), 2016 წლის დეკემბერში და 2017 წლის იანვარში. სათამაშოები გაიგზავნა შესამოწმებლად გერმანიაში, აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიას ვთხოვეთ სათამაშოებში შეემოწმებინა უსაფრთხოების ის პარამეტრი, რომელიც დარღვეული იყო თოჯინებში, - კერძოდ, ფტალატების შემცველობა.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, ზოგ სათამაშოში დაფიქსირდა ერთ-ერთი ფტალატის, - დი-2-ეთილჰექსილფტალატის (DEHP) გადაჭარბება ევროპაში დაშვებულ ნორმასთან შედარებით. მომხმარებლებს განვუმარტავთ, რომ DEHP ნივთიერება პლატსმასის დამარბილებელია. იგი საკმაოდ ხშირად გამოიყენება ტექნიკური დანიშნულების რბილ პლასტმასებში, საიზოლაციო მასალებში. სათამაშოებში მისი გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია[CIT=იხ. ევროკავშირის 1907/2006 რეგულაციის მე-17 დანართის 51-ე პუნქტი.](*)[/CIT] (დაშვებული შემცველობაა არა უმეტეს 1მგ/გ[CIT=იგივეა, რაც 1 გ/კგ, ან 1000მგ/კგ, ან 0,1 წონითი პროცენტი](*)[/CIT]). საქართველოში ეს შეზღუდვა დაწესებული არ არის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხები შეჯამებულია ქვემოთ ცხრილში.

მაღაზია და შესყიდვის დამადასტურებელი საბუთი სათამაშოს ფოტო სათამაშოს დასახელება DEHP შემცველობა პროდუქტში მგ/გ მიმართება ევროპულ ნორმასთან (1მგ/გ)

საჩუქრების მაღაზია, ი.მ. "თამარ ლეკვეიშვილი", სანზონა, კორპ. 25-ის მ/ტ

სასაქონლო ზედნადები და ჩეკი

Pig

26,2 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას[CIT=ევროპაში დაშვებული ნორმაა არა უმეტეს 1მგ/გ](*)[/CIT] აჭარბებს

შპს "პეპელა", აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ.

სასაქონლო ზედნადები და ჩეკი

Clementoni Baby Dino

0,03 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას[CIT=ევროპაში დაშვებული ნორმაა არა უმეტეს 1მგ/გ](*)[/CIT] შეესაბამება

შპს "ანვოლი", აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ. 

სასაქონლო ზედნადები და ჩეკი

Masha and the Bear

0,07მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას[CIT=ევროპაში დაშვებული ნორმაა არა უმეტეს 1მგ/გ](*)[/CIT] შეესაბამება

შპს "ანვოლი", აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ

სასაქონლო ზედნადები და ჩეკი

Anvol Peppa Pig

0,24მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას[CIT=ევროპაში დაშვებული ნორმაა არა უმეტეს 1მგ/გ](*)[/CIT] შეესაბამება

შპს "ანვოლი", აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ

სასაქონლო ზედნადები და ჩეკი

Anvol BKids

0,05 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას[CIT=ევროპაში დაშვებული ნორმაა არა უმეტეს 1მგ/გ](*)[/CIT] შეესაბამება

შპს "სუპერი", კოსტავას 23

სასაქონლო ზედნადები და ჩეკი

Buth Duck Tolo

0,004 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას[CIT=ევროპაში დაშვებული ნორმაა არა უმეტეს 1მგ/გ](*)[/CIT] შეესაბამება

შპს "ცეროდენა", ფალიაშვილის 72

სასაქონლო ზედნადები და ჩეკი

Mini Series Toys

> 50 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას[CIT=ევროპაში დაშვებული ნორმაა არა უმეტეს 1მგ/გ](*)[/CIT] აჭარბებს

სს "გუდვილი", ფარნავაზ მეფის გამზ. 1

სასაქონლო ზედნადები და ჩეკი

Xin Fei Toy

18,8 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას[CIT=ევროპაში დაშვებული ნორმაა არა უმეტეს 1მგ/გ](*)[/CIT] აჭარბებს

შპს "ჰობი მასტერი", გამსახურდიას გამზ. 33

სასაქონლო ზედნადები და ჩეკი

Golnest Kiessel

0,008 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას[CIT=ევროპაში დაშვებული ნორმაა არა უმეტეს 1მგ/გ](*)[/CIT] შეესაბამება

შპს "ოცნების სამყარო", კანდელაკის ქ. 17

სასაქონლო ზედნადები და ჩეკი

ChuChu Toys

> 50 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას[CIT=ევროპაში დაშვებული ნორმაა არა უმეტეს 1მგ/გ](*)[/CIT] აჭარბებს

შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია", თვალჭრელიძის 2 (მაღაზია "კარფური")

სასაქონლო ზედნადები და ჩეკი

Ducks

33,5 მგ/გ

Minions

46,8 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას[CIT=ევროპაში დაშვებული ნორმაა არა უმეტეს 1მგ/გ](*)[/CIT] აჭარბებს

შპს "ბანა თოის", ვაჟა-ფშაველას გამზ. 13

ჩეკი

Buth Puzzle Fun

0,01 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას[CIT=ევროპაში დაშვებული ნორმაა არა უმეტეს 1მგ/გ](*)[/CIT] შეესაბამება

როგორც ცხრილიდან ჩანს, შემოწმებული ცამეტი სათამაშოდან ექვსში აღმოჩნდა დიდი ოდენობით მავნე ნივთიერება დი-2-ეთილჰექსილფტალატი (DEHP), რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობისთვის საზიანოა[CIT=DEHP აფერხებს რეპროდუქციული სისტემის განვითარებას და აზიანებს  თირკმელებს. იხ. DEHP რისკის შეფასება ](*)[/CIT]. მომხმარებლებს ვურჩევთ მოარიდონ ბავშვები ასეთ სათამაშოებს.

© მომხმარებელი-ge ვებ-გვერდის მითითების შემთხვევაში მასალის გამოყენება თავისუფალია