ყველის ეტიკეტი

2016 წლის 01 აპრილს, ქ. თელავის სასურსათო მაღაზიებში ჩატარებული მონიტორინგის პროცესში, შპს "ნიკორას" საფირმო მაღაზიაში შევიძინეთ ორი დასახელების ყველი: "ყველი, შპს "კარგი" და "სულგუნი შებოლილი, ი.მ."თ. გოდერძიშვილი".

პროდუქტების ეტიკეტის დათვალიერებისას შპს "კარგი"-ს ყველს ეტიკეტზე არ ჰქონდა მითითებული მწარმოებელი ქვეყანა, ეტიკეტზე მხოლოდ საქართველოს დროშა იყო გამოსახული. ხოლო ი.მ. "თ. გოდერძიშვილი"-ს მიერ წარმოებულ შებოლილი სულგუნის ეტიკეტზე არ იყო მითითებული მეწარმის საკონტაქტო ინფორმაცია. ორივე შემთხვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას.

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ საგენტოში და მეწარმეებთან.

lali   12:54:05 2016-04-10  უპასუხე   
ქუჩაში რომ იყიდება შეუმოწმებელი ყველი ამას როდის ეშველება! ეს ხომ ბომბის ტოლფასია! დაავადებებს როგორ ავიცილებთ.ნუ შეიძენთ ქუჩაში-ეს არ არის გამოსავალი.დროზე მიიღონ კანონო ,რომ თან ჰქონდეთ შემოწმების ფურცელი.
თამარ, CSRDG   10:12:09 2016-04-11  უპასუხე   
ლალი ქუჩაში ვაჭრობა აკრძალულია კანონით, უბრალოდ ამ კანონს აღმსრულებელი არ ყავს. სურსათის ეროვნული სააგენტო ვერ და არ ამოწმებს რადგან კანონდარღვევაა მსგავსი ქმედება თავისი არსით და ის უნდა აღიკვეთოს. და საპატრულოს თავისი კანნიერი მიზეზები აქვს რატომ არ ეწინააღმდეგება მსგავს ქმედებას. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე და უბრალოდ უარი თქვას ქუჩაში გამოტანილი სურსათის შეძენისგან. ხორს აქვს ვალდებულება რომ მოყვებოდეს სპეციალური დოკუმენტაცია მაგრამ ვინმე კითხულობს საბუთებს ყიდვისას?