გრანინი ანანასის ეტიკეტი

2016 წლის 20 მარტს ფეისბუქის გვერდზე მომხმარებელმა საჩივარი გამოგვიგზავნა და გვთხოვა ფირმა "გრანინის" ანანასის წვენის ეტიკეტის შემწომება.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2016 წლის 23 მარტს თბილისის ერთერთ მაღაზიაში შევიძინეთ "გრანინის" ფირმის "ანანასი".

პროდუქტის უცხოენოვან ეტიკეტზე მითითებულია  "ანანასის ნექტარი დამზადებულია ანანასის კონცენტრანტისაგან", ხოლო ქართულენოვან ეტიკეტზე ვკითხულობთ: "გრანინი" ატმის ნექტარი, შემადგენლობა ატმის ხილფაფა, კონცენტრირებული ატმის წვენი".

გაიგზავნა წერილი სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მეწარმესთან.

----------------------------

2016 წლის 01 აპრილს, სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ საპასუხო წერილი, სადაც გვატყობინებენ რომ მათ მიერ, მაღაზია "ფრესკო შოპინგ ცენტრში" განხორციელებული შემოწმებისას წვენის ეტიკეტის დარღვევა გამოსწორებული დახვდათ.

leni   11:33:28 2016-03-27  უპასუხე   
აკი შემოწმების უფლაბა არა გვაქვსო?????
თამარ, CSRDG   10:39:44 2016-03-28  უპასუხე   
ჩვენ არ გვაქვს საწარმოების და მაღაზია რესტორნების სანიტარულ ჰიგიენური ნორმების და მდგომარეობის შემოწმების უფლება. ვინაიდან არ ვართ მაკონტროლებელი ორგანო თავის ტერიტორიაზე უბრალოდ არ შეგვიშვებენ და ამის უფლება მათ აქვთ