ქათმის ფილე "სუპრემო"

2016 წლის 11 თებერვალს, ვებ-გვერდზე მომხმარებელმა საჩივარი დაგვიტოვა:

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2016 წლის 11 თებერვალს, საბურთალოზე მდებარე მაღაზია "ფუდმარტში" შევიძინეთ ქათმის ფილე "სუპრემო", რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დამზადდა შპს "ფუდსერვისისათვის". პროდუქტი თავისივე შეფუთვით მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკში და სპეციალური მაცივარ კონტეინერით  ჩაბარდა  ლაბორატორიაში. 

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, ფილეში შემოწმებულ პარტამეტრებში დარღვევა არ აღმოჩნდა.

მაია   15:14:44 2016-03-22  უპასუხე   
ზოგადი პასუხია.შეიძლება ბაქტერიოლოგიურად არაა დაბინძურებული მაგრამ გენმოდიფიცირებული არის თუ არა საიდან გავიგოთ?
თამარ, CSRDG   15:59:57 2016-03-22  უპასუხე   
მაია რაც შეგვიმოწმა ლაბორატორიამ ის პასუხიდავდეთ. მომხმარებელს არ მოუთხოვია გმო-ზე შემოწმება და ამიტომ არ შევამოწმეთ

natia   16:46:37 2016-02-18  უპასუხე   
ძალიან ზოგადი პასუხია
თამარ, CSRDG   17:17:09 2016-02-18  უპასუხე   
ზოგადში რას გულისხმობთ?