კარაქი მაღაზია "წნორიდან"

2016 წლის 25 იანვარს, მომხმარებელმა სურსათის ცხელ ხაზზე დაგვირეკა და გვთხოვა ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე მაღაზია "წნორში" გასაყიდი სოფლის კარაქის შემოწმება. მომხმარებელს აინტერესება ხომ არ ჰქონდა ამ პროდუქტს დამატებული მცენარეული ცხიმი.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2016 წლის 26 იანვარს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე - შპს "ნიკუშა პირველი",  შევიძინეთ სოფლის კარაქი და მივიტანეთ ლაბორატორიაში ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით პროდუქტში საერთო ცხიმი 82,5% და ამ ცხიმში რძის ცხიმის მასიური წილი 97,6%, რაც იმას ნიშნავს რომ პროდუქტი ნამდვილად კარაქია.

lali   13:39:59 2016-04-10  უპასუხე   
აკი შემოწმების უფლება არა გვაქვსო???ხან გაქვთ ხან არაა??
თამარ, CSRDG   10:05:59 2016-04-11  უპასუხე   
ლალი შემოწმების უფლება არ გვაქვს საერთოდთქო ასეთი რამე არსად განგვიცხადებია და ვერც ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე შეგექმნებოდათ ასეთი წარმოდგენა. უბრალოდ რახან ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია და არ ვართ მაკონტროლებელი ორგანო, არის შემთხვევები, როცა შემოწმებას ვერ განვახორციელებთ, მაგალითად ვერ შევალთ საწარმოს ან კვების ობიექტის სამზარეუკლოში იქ ჰიგიენური თუ სანიტარული მდგომარეობის შესამოწმებლად. ამის უფლებაც არ გვაქვს და არც არავინ შეგვიშვებს რადგან ეს უფლება არ გვაქვს. იმედია გარკვევით ავხსენი რატომ და რა დროს ვერ ვამოწმებთ. სხვა დანარჩენ შემთხვევაში შემოწმებისგან თავი არასდროს შეგვიკავებია. მთავარია ლაბორატორიებმა მოგვცენ შემოწმების საშუალება და ჩვენი მხრიდან პრობლემა არ შეგვიქმნია